სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| narchita |
Apr 11 2012, 04:15 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 21-October 11 წევრი № 11,692 |
პირველად შევესწარი ასეთ შემთხვევას.8 აპრილს,ბზობის დღესასწაულზე წავედი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში,წმინდა სამებაში.(თურქეთი).წირვის დასრულებისას ეპისკოპოსი აზიარებდა მრევლს.რიგი იყო.მე და ერთი ბერძენი ქალბატონი ვიდექით მარჯვენა მხარეს ,საიდანაც კარგად ჩანდა ეპისკოპოსიც და მოზიარე მრევლი.ვუცქერით,ვხედავთ რუსებს,ქართველებს, ბერძნებს,სხვა ეროვნების ტურისტებსაც ეზიარებიან.ერთად დგას ორი ახალგაზრდა გოგო ,მე მგონი ადგილობრივი სომხები იყვნენ,იმიტომ რომ პირჯვარი კათოლიკურად გადაიწერეს,დაინახა მამაომ და როცა ბარძიმს მიუახლოვდნენ,ეკითხება მართლმადიდებელი არ ხარო????და უკან გააბრუნა ორივე,არ აზიარა.იმის მერე რამოდენიმე ადამიანი ეზიარა და მიუახლოვდა ერთი ბერძენი მართლმადიდებელი ახალგაზრდა ქალი 30 წლამდე,ეპისკოპოსმაც კოვზით უნდა მიაღებინოს სიწმინდე ამ ქალს და რას ვხედავთ .....ამ ქალმა თავის მაღლა აწევით ტუჩების კოვზზე შეუხებლად მიიღო უფლის სისხლი და ხორცი,ეპისკოპოსი ჯერ განცვიფრდა,მერე განრისხდა.და გაბრაზებულმა დაუყვირა, მგონი წადიო უთხრა ბერძნულად.მრევლიც განცვიფრდა.ბოლოს ვხედავთ ისევ ის ორი გოგო(კათოლიკები),ისევ მეორედ ჩამდგარიყვენენ რიგში,იცნო მამაომ და ეუბნება ხომ გითხარით არ შეიძლება არამართლმადიდებლის ზიარება,ისევ რატომ მოდიხართო????ორივე ეუბნება ძალიან გთხოვთ,.....გთხოვთ....მამაო....და ბოლოს ეპისკოპოსი დათანხმდა ,ეტყობა ისე იყო განრისხებული იმ მართლმადიდებლისგან,რომ აზიარა ორი კათოლიკე.ჩემს გვერდით მდგომმა ქლბატონმა მითხრა,აი ხომ ხედავ მართლმადიდებელმა რა გააკეთა ,შეეშინდა სხვისი ნაპირალი კოვზის და კათოლიკე კიდე ეხვეწება მაზიარეო.მეც განცვიფრებული ვარ,პირველად ვნახე ასეთი რამ.თქვენ რას იტყვით,გინახავთ ვინმეს ასეთი მოქცევა ზიარებისას????ან რაიმე ახსნა აქვს ამ შემთხვევას.??????????????
|
![]() ![]() |
| lado s |
Apr 25 2012, 06:21 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 |
გამარჯობათ, დიდი ხანია ამ ფორუმზე არაფერი დამიწერია და აღარც ვაპირებდი მიზეზთა გამო, მაგრამ ეხლა გულმა ვეღარ მომითმინა, წმ. ბაბილას ისეთ რამეს მიაწერენ (მართალია ვარაუდით, მაგრამ ზოგიერთებმა შეიძლება დაიჯერონ; არადა პასუხსაც რომ არავინ სცემს...), რისი საპირისპიროცაა მისი ცხოვრება, – ის სწორედ იმისთვის აწამეს, რომ უსჯულოებას დიდი მოშურნეობით აღუდგა წინ. წმინდანის ცხოვრებაში ვკითხულობთ:
„ბოროტმსახურმა მეფე ნუმერიანემ (რომის იმპერატორი – 283-284 წ.წ.) ქ. ანტიოქიაში ყოფნისას დიდი ზეიმი მოაწყო კერპების პატივად... ამ დროს ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო წმიდა და ღვთისმოშიში ეპისკოპოსი ბაბილა... იმ დროს, როცა (წარმართები) აღასრულებდნენ კერპთა დღესასწაულსა და საშინელ მკვლელობას (ნუმერიანემ ერთ-ერთი მეფის შვილი, მძევალი, კერპებს შესწირა - მთარგმ. შენიშვნა), ეპისკოპოსმა წმიდა ტაძარში შეკრიბა ანტიოქიის ყველა ქრისტიანი და იქ ჭეშმარიტ ღმერთს სწირავდა უსისხლო მსხვერპლს, ლოცულობდა თავის სამწყსოზე, რომ სულთა წარმწყმედელ მგლებს არ მიეტაცებინათ იგი; შეაგონებდა თავის სიტყვიერ ცხვრებს, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაში და არ განვარდნილიყვნენ ეკლესიიდან განსაცდელის ჟამს. ბილწი და კაცთმკვლელი მსხვერპლშეწირვიდან დაბრუნებისას უსჯულო მეფე ქრისტიანული ტაძრისკენ გაემართა... ღვთის დიდების მოშურნემ, დიდმა მღვდელმთავარმა ბაბილამ, როცა შეიტყო, რომ უსჯულო მეფე თავის დიდებულებთან ერთად ეკლესიისკენ მიემართებოდა, გამოვიდა საღვთო საკურთხევლიდან და მეფის შესახვედრად ტაძრის შესასვლელში გაჩერდა. როდესაც მეფე ტაძარს მიუახლოვდა, მღვდელმთავარმა ხმამაღლა შესძახა: არ ეგების, რომ შენ, კერპთაყვანისმცემელი მეფე, ცოცხალი ღმერთის სიწმიდეში შეხვიდე და შებილწო იგი შენი იქ ყოფნით... როდესაც მეფე ტაძრის კართან მივიდა, წმიდა ბამილამ მას მკერდზე ხელი ჰკრა და ღვთის ტაძარს მოაცილა“... ამის შემდეგ მეფემ უკან დაიხია, რადგან ღვთის ძალამ არ მისცა ტაძარში შესვლის საშუალება. მეორე დღეს ნუმერიანემ მღვდელმთავარი თავისთან დაიბარა და საყვედურებთან ერთად სარწმუნოებაზე დაუწყო საუბარი. ნუმერიანე გარეგნულად ყველაფერში ეთანხმებოდა წმინდანს, მხოლოდ ერთადერთ რამეს ითხოვდა მისგან – კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას. როცა ვერაფერს გახდა, ბაბილა და მისი სამი ახალგაზრდა მოწაფე საშინელი ტანჯვის შემდეგ სიკვდილით დასაჯა. ასე რომ წმ. ბაბილამ კი არ აზიარა წარმართი იმპერატორი, არამედ ტაძრის კართანაც არ მიუშვა. არც ერთი წმინდანის ცხოვრებაში ან სწავლებაში არ შემხვედრია მართლმადიდებლის მიერ მწვალებლის ან წარმართის ზიარების გამართლება, ეს დღეს გახშირდა, ძირითადად როგორც თანამედროვე ეკუმენისტურ-მოდერნისტული აზროვნების გამოხატულება და ნაყოფი... და როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოციქულებზე და ღმერთშემოსილ მამებზე დიდი სიყვარული არ გაგვაჩნია, ხოლო ეკლესიის წესები და კანონები, რომლებიც ჩვენ საცხოვნებლად დაიწერა და რომლებიც ზოგჯერ მკაცრად გვეჩვენება, სწორედ მათ მიერაა დაწესებული. ეკლესიის სწავლების ერთგულება და წმიდა მამების მიბაძვა ფანატიზმი და უსიყვარულობა რომ ყოფილიყო, ეკლესიის მთელი ისტორია ფანატიზმის ისტორია იქნებოდა და წმინდანები ფანატიკოსთა და კაცთმოძულეთა წინამძღვრები... რამდენი წმინდანი აწამეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს თუნდაც მხოლოდ სხვების დასანახად შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის ან მწვალებელ იმპერატორთან ერთად ზიარებულიყვნენ... რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, ჩვენს პატრიარქს, მან 1998 (ან 97) წლის შენდობის კვირას სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ „შეუმცდარი ადამიანი არ არის, მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს თავის შეცდომას“. შემდეგ დასძინა, რომ მწვალებელთა მოქცევის მიზნით იყო შემთხვევები მათი ზიარების და მათთან ერთობლივი ლოცვის, მაგრამ ეს იყო დიდი შეცდომაო. მწვალებლების ზიარებას რაც შეეხება, წმ. იოანე დამასკელი ძალიან გასაგებად გვასწავლის, თუ რატომ არ შეიძლება მწვალებლების ზიარება ან მათგან ზიარების მიღება: „აწ უკუე ყოვლითა დაცვითა დავიცვნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა არა მოვიღოთ ნაწილი მწვალებელთაჲ, არცაღა მივსცეთ მწვალებელთა ნაწილი საიდუმლოჲსაგან ჩუენისა. რამეთუ "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, – უფალი იტყჳს, – ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა". ამისთჳსცა გურწმენინ და ნუცა მივსცემთ, ნუცა მოვიღებთ მათგან ზიარებასა, რაჲთა არა ზიარ ბოროტადმადიდებლობისა მათისა ვიქმნნეთ. რამეთუ ზიარებაჲ წმიდათა საიდუმლოთაჲ უკუეთუ ნამდჳლვე შეერთებაჲ არს ქრისტეს მიმართ და ურთიერთას, უეჭუელად ცხად არს, ვითარმედ ყოველთავე ჩუენ თანა მიმღებელთა თანა შემაერთებს გონებითითა აღრჩევითა, რამეთუ გონებით და აღრჩევით იქმნების შეერთებაჲ ესე და არა თჳნიერ ცნობისა ჩუენისა. და ესრეთ "ყოველნი ერთგუამ ვართ" და "ერთისაგან პურისა მივიღებთ" (2. კორ. 10, 17), – ვითარცა იტყჳს მოციქული“. (წმ. იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", გვ. 252-253, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა, თბ. 2000.) ისე ბატონი ლეონტის მიერ დალინკული წიგნის ავტორი ფრიად საინტერესო რამეებს წერს სხვა წიგნში მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის შედარებაზე, ვინც რუსული იცით შეგიძლიათ წაიკითხოთ (ლინკი იხ. ქვემოთ): http://www.dorogadomoj.com/dr169ili.html |
narchita თურმე ასეთებიც არიან???????????? Apr 11 2012, 04:15 PM
გუდაგუდა მე საბერძნეთში ვცხ... Apr 11 2012, 05:38 PM
mama archili ამ დასმულ კითხვაზე... Apr 11 2012, 09:11 PM
narchita
ამ დასმულ კითხვაზ... Apr 12 2012, 08:47 AM
karpaki კათოლიკურ ტაძრებშ... Apr 12 2012, 09:40 AM
narchita
კათოლიკურ ტაძრებშ... Apr 12 2012, 11:15 AM
karpaki
აქაც არავინ ეკითხ... Apr 12 2012, 11:45 AM
George Leluashvili karpaki
მონაწილეობს შე... Apr 12 2012, 12:41 PM
karpaki
karpaki
მონაწილეობს შე... Apr 12 2012, 01:59 PM
George Leluashvili
მე საკუთარი თვალი... Apr 12 2012, 02:11 PM
karpaki
შენ სად ეზიარე არ ვ... Apr 12 2012, 02:44 PM
George Leluashvili
ზემოთ დავწერე უკვ... Apr 12 2012, 02:47 PM
karpaki სხვა აღმსარებლობი... Apr 12 2012, 02:53 PM
George Leluashvili
სხვა აღმსარებლობი... Apr 12 2012, 02:56 PM
karpaki
ეს საკითხები იცი რ... Apr 12 2012, 03:07 PM
George Leluashvili
ხოო ალბად ყოველდღ... Apr 12 2012, 03:24 PM
karpaki
სიარულისთვის არავ... Apr 12 2012, 03:34 PM
George Leluashvili
ვინც არ დაგსჯის ის... Apr 12 2012, 03:44 PM
karpaki
შენ რომ კაცმა გკით... Apr 12 2012, 03:59 PM
narchita მეგობრებო!
ბოდიშ... Apr 13 2012, 09:14 AM
toka@ ისე ეს თემა არ ოფდე... Apr 12 2012, 04:03 PM
karpaki http://s58.radikal.ru/i159/1204/12/307c28c2c60c.jp... Apr 12 2012, 05:15 PM
ნაინა George Leluashvili
შენ სად ნახ... Apr 13 2012, 09:34 AM
George Leluashvili ნაინა
მე ფაქტებით ... Apr 13 2012, 02:44 PM
k@the კათოლიკურ ეკლესია... Apr 13 2012, 02:55 PM
ქევანა კაცო, არამართლმადი... Apr 13 2012, 02:57 PM
k@the ქევანა
ის რომ არსე... Apr 13 2012, 03:03 PM
karpaki
სულერთია რომელ ტ... Apr 14 2012, 09:45 AM
იაკობ
როდემდე უნდა გქონ... Apr 14 2012, 07:25 PM
terra k@the
რად უნდა მაგას კ... Apr 13 2012, 03:20 PM
k@the terra
ჰო მაგრამ, მე როგ... Apr 13 2012, 03:27 PM
terra k@the
თავს შევიკავებ ... Apr 13 2012, 03:31 PM
k@the terra
არც მე მაქვს საკ... Apr 13 2012, 03:35 PM
terra k@the
გენაცვალე გულში... Apr 13 2012, 03:40 PM
k@the terra
გაიხარე. კი ვიცი ... Apr 13 2012, 03:45 PM
George Leluashvili k@the
თუ გამონაკლისს ... Apr 13 2012, 03:49 PM
k@the George Leluashvili
კი ბატონო, მ... Apr 13 2012, 03:54 PM
George Leluashvili
George Leluashvili
კი ბატონო, ... Apr 13 2012, 04:00 PM
George Leluashvili ეს ვიდეო მოწმობს ჩ... Apr 13 2012, 04:19 PM
k@the George Leluashvili
ინგლისურ ვ... Apr 13 2012, 04:32 PM
George Leluashvili k@the
:D :D
აჰაა, ახლა უკვ... Apr 13 2012, 11:04 PM
sandro40 სომხური ნაგლობა :D
... Apr 15 2012, 10:36 AM
karpaki
სომხური ნაგლობა :D
... Apr 15 2012, 12:20 PM
sandro40
ეკუმენისტი ხარ?
არ... Apr 15 2012, 12:57 PM
karpaki
არააააა,
მღვდელმა ... Apr 15 2012, 01:06 PM
terra sandro40
რაც უნდა კარგა... Apr 15 2012, 02:02 PM
ლეონტი წმინდა ბაბილას ცხო... Apr 17 2012, 09:26 AM
karpaki
წმინდა ბაბილას ცხ... Apr 17 2012, 10:19 AM
ლეონტი karpaki
გოგო ვარ წარწერ... Apr 17 2012, 12:25 PM
karpaki
karpaki
გოგო ვარ წარწერ... Apr 17 2012, 11:07 PM
ლეონტი ქრისტიანობა გახსნ... Apr 20 2012, 01:04 AM
terra
მარტო შეგნება რომ ... Apr 20 2012, 01:36 AM
ლეონტი აუცილებელი პირობა ... Apr 20 2012, 12:19 PM
terra
აუცილებელი პირობა... Apr 20 2012, 07:36 PM
karpaki terra
ის შევიდა და არ... Apr 20 2012, 08:02 PM
ლეონტი ბერძენ სასულიერო პ... Apr 23 2012, 11:46 AM
karpaki
ბერძენ სასულიერო ... Apr 23 2012, 02:10 PM
ლეონტი პროვოკატორი თავად ... Apr 23 2012, 02:40 PM
ნაინა ძალიან საინტერესო... Apr 23 2012, 06:31 PM
karpaki ნაინა
ნინო როდესაც... Apr 23 2012, 06:46 PM
ლეონტი karpaki
შენ არ იცი ეკუმე... Apr 23 2012, 10:29 PM
karpaki
karpaki
შენ არ იცი ეკუმ... Apr 24 2012, 03:08 PM
terra ლეონტი
ეს შეცდომა ... Apr 24 2012, 01:34 AM
ლეონტი terra
ამ შემთხვევაში მ... Apr 24 2012, 12:26 PM
terra
არა ვარ ფუნდამენტ... Apr 25 2012, 01:46 AM
athos ლეონტი
პატრიარქი ... Apr 24 2012, 12:54 PM
ლეონტი athos
არ ვიცი მე არ მომ... Apr 24 2012, 01:08 PM
athos ლეონტი
მე თქვენ არ ... Apr 24 2012, 01:11 PM
ლეონტი უზრდელი თავად ხარ. ... Apr 24 2012, 01:12 PM
athos
ამის მერე რა უნდა ... Apr 24 2012, 01:13 PM
ლეონტი athos
არაფერი არ უნდა ... Apr 24 2012, 01:16 PM
athos ლეონტი
ადამიანები ... Apr 24 2012, 01:21 PM
ლეონტი athos
ხოხ, მაგალьითად
... Apr 24 2012, 02:12 PM
ლეონტი karpaki
ყოჩაღ ტესტი ჩაა... Apr 24 2012, 03:44 PM
karpaki
karpaki
ყოჩაღ ტესტი ჩაა... Apr 24 2012, 06:14 PM
იაკობ "უხეში, თანამდებო... Apr 24 2012, 07:15 PM
ლეონტი athos
ესე იგი არ გინდა ... Apr 25 2012, 10:09 AM
karpaki ლეონტი
ველოდები თე... Apr 25 2012, 12:59 PM
ლეონტი karpaki
არა შენ მაინც და... Apr 25 2012, 01:47 PM
karpaki
karpaki
არა შენ მაინც დ... Apr 25 2012, 02:47 PM
ლეონტი ფაილი არის პედეეფ ... Apr 25 2012, 03:10 PM
ლეონტი შეკითხვა: თურმე ას... Apr 25 2012, 03:52 PM
karpaki
გამარჯობათ, დიდი ხ... Apr 25 2012, 10:23 PM
ლეონტი lado s
გამარჯობა ძმობი... Apr 25 2012, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 11:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი