სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| karpaki |
Feb 16 2012, 12:51 PM
პოსტი
#1
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ამ თემაში ყოველდღიურად დაიდება იმ წმინდანების ისტორია და ხატები რომელთა მოხსენიების დღეცაა იმ დღეს.
გთხოვთ ყველას მონაწილეობა მივიღოთ ამ თემაში იდეა მომეწონა და გავიზიარე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილისგან რომელიც ამ მასალას ტვირთავს ყოველდღე ფეისბუკზე,მე კი ჩემი სურვილით გადმოვიტან აქ და თუ ვინმეს რამე დამატებითი მასალა გააჩნია ამ წმინდანზე აქ ვისაუბროთ და გავაზიაროთ ინფორმაცია დღეს გახლავთ მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველის ხსენების დღე (I); ხს. 3 (16) თებერვალი ![]() მათი შეწევნა არ მოგკლებოდეთ http://www.belmagi.ru/gswjat/anna_pror.htm ეს მოკლე მიმოხილვა მართვეთა მათ წილ გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი - ანნა და სიმეონ, საღმრთონი წინასწარმეტყუელნი და ძესა მას მაღლისასა ქალწულისაგან შობილსა ჰმსახურეს ტაძარსა შინა და ღმრთად და კაცად აღიარეს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| karpaki |
Apr 27 2012, 12:59 AM
პოსტი
#2
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655)
14 (27) აპრილი ![]() წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655), წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად. ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს. ერეტიკული „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმიდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინეპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმიდა მარტინე. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა. 654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი - თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს. ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვაზე პასუხი ფეხზე მდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ავადმყოფობისაგან ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმიდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმიდა მარტინეს თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: „უწყის უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს“. სამსჯავროს შემდეგ წმიდა მღვდელმთავარი სამოსელშემოძარცული გამოიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: „ანათემა მარტინე პაპს“. ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმიდანს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრადშიშველ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად. იმპერატორი მივიდა მომაკვდავ პატრიარქ პავლესთან და სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმიდა მარტინეს წამება. იმპერატორმა მღვდელმთავართან გაგზავნა ხალხი დამატებით დაკითხვის ჩასატარებლად. წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს. წმიდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (+16 სექტემბერი, 665). დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. 680 წ. VI მსოფლიო კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმიდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
karpaki წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელი Feb 16 2012, 12:51 PM
karpaki http://i031.radikal.ru/1202/eb/e9d22ddf2de1.jpg
... Feb 17 2012, 04:28 PM
karpaki ძვ. 5 თებერვალი შაბა... Feb 18 2012, 11:33 PM
karpaki http://s13.radikal.ru/i186/1202/82/670a945df5c2.jp... Feb 19 2012, 10:47 AM
karpaki წმიდა მოწამე თეოდო... Feb 20 2012, 10:35 PM
karpaki წინასწარმეტყველი ... Feb 21 2012, 01:22 PM
karpaki 10 თებერვალი (ძველი ... Feb 23 2012, 08:48 AM
karpaki http://s51.radikal.ru/i131/1202/b6/e0a57c648ef3.jp... Feb 23 2012, 06:39 PM
karpaki წმიდანი: პროხორე ქ... Feb 24 2012, 10:13 PM
karpaki ღირსი ეფრემ ასური (+... Feb 26 2012, 11:27 AM
karpaki ღირსი მამა -მღვდელ... Feb 27 2012, 01:36 PM
karpaki დღეიდან გავარგრძე... Mar 30 2012, 02:51 PM
karpaki დღეს არის ხსენება
... Mar 31 2012, 10:59 AM
karpaki წმიდა მოწამენი, ქრ... Apr 1 2012, 07:08 PM
karpaki წმიდა ფოტინე და ძე... Apr 2 2012, 03:20 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 3 2012, 07:12 PM
karpaki წმინდა სერაფიმე ვი... Apr 4 2012, 01:49 PM
karpaki [img]http://s019.radikal.ru/i621/1204/1a/d75070a4e... Apr 5 2012, 07:05 PM
karpaki წმიდა იოანე მანგლე... Apr 9 2012, 10:45 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 11 2012, 02:16 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 13 2012, 12:06 PM
karpaki მოწამენი: ამფიანე ... Apr 15 2012, 01:03 PM
karpaki ღირსი ტიტე, საკვირ... Apr 15 2012, 01:13 PM
karpaki წმიდა ნიკიტა აღმსა... Apr 15 2012, 11:12 PM
karpaki ღირსი იოსებ მგალობ... Apr 17 2012, 10:51 PM
karpaki ღირსი თეოდორა თესა... Apr 18 2012, 10:55 PM
karpaki წმიდა ევტიქი კონსტ... Apr 19 2012, 02:57 PM
ნაინა კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 08:21 PM
karpaki
კარგია, მომწონს, გა... Apr 19 2012, 09:48 PM
ნაინა karpaki
ვეცდები, მაგრამ... Apr 19 2012, 10:03 PM
karpaki
karpaki
ვეცდები, მაგრა... Apr 20 2012, 01:40 PM
karpaki წმიდა მოციქული ირო... Apr 21 2012, 06:49 PM
karpaki Священномученик Григорий V,... Apr 23 2012, 02:06 PM
karpaki წმიდა მღვდელმოწამ... Apr 24 2012, 03:30 PM
karpaki икона Богородицы «МУРОМСКА... Apr 25 2012, 01:32 PM
karpaki ქალწულმოწამენი: აღ... Apr 29 2012, 03:25 PM
karpaki 19 (02.05) აპრილი ( 16-22 აპრი... May 1 2012, 07:34 PM
karpaki მღვდელმოწამე იანუ... May 3 2012, 08:41 PM
karpaki ღირსი თეოდორე სიკი... May 4 2012, 07:20 PM
karpaki მოწამენი: საბა სტრ... May 6 2012, 10:22 PM
karpaki წმიდა ათანასე დიდი... May 14 2012, 09:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th January 2026 - 12:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი