IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, წმ. მამათა შეხედულებები
ნოე
პოსტი May 3 2012, 08:54 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე მინდა თუ არსებობს რამე მართლმადიდებლური სწავლება. biggrin.gif


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 3 2012, 11:24 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ლაშა ყველანაირად ვცდილობ ხოლმე, რომ არ ჩავერიო საუბრებში, მაგრამ ასე დამახინჯებულად წარმოსახვა ეკლესიური სწავლებისა მაიძულებს ხოლმე პასუხი გაიცეს ამ ყვეალფერზე.

რასაც შენ ამბობ და რა შინაარსაც დებ აღნიშნულ სიტყვებში, ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ეკლესია ქალებს დამამცირებელ ადგილს განუწესებს და არარაობად მიიჩნევს მათ. სინამდვილეში ეს ასე არ არის და ეს, ვფიქრობ, შენ თვითონაც კარგად იცი.

პავლე მოციქული უღრმეს და უმშვენეირს სწავლებას გადმოგვცემს კორინთელთა მიმართ XI თავში და კარგი იქნებოდა, რომ სრულად გაცნობოდი ამ მონაკვეთს იგივე წმ. იოანე ოქროპირის განმარტების თანხხლებით (შენვე ახსენე ის).

პავლე მოციქული ამბობს:

"ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა" (I კორ. 11.7).

რა სიტყვებიც შენ მოიტანე მას მოსდევს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელსაც ყურადღება არ მიაქციე. რა გაგებით ახსენებს მოციქული ტერმინ "ხატს" ამ ფრაზაში? "ხატი" აქ იმ მნიშვნელობით კი არ მოიხმობა, რომ მხოლოდ კაცი შეიქმნა ხატად ღმრთისა, ეს ხომ უკეთურება იქნებოდა, არამედ ეს ტერმინი მოიხმობა იმ მდგომარეობის გამომსახველად, რომ როგორც უფალი მთავრობს მამაკაცზე, ამის მსგავსად მამაკაცი მთავრობს ყოველივე ქვეყნიურზე (ამადაც შეიქმნა კდიეც ადამი) და მათ შორის ქალზეც.

ცხადია ტერმინი "მთავრობა" დღეს იმდენად უარყოფითი შინაარსითაა დატვირთული, რომ ძნელია გააგებინო ადამიანს მისი საღვთო შინაარსი. ტერმინი "მთავრობა" ძალაუფლებას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ძალაუფლება გააჩნია ვინმესადმი, ამ შემთხვევაში მამაკაცს ქალისადმი, არამედ სრულიად სხვას.

მოვიხმობ პარალელურ ტერმინებს, რომ უფრო ცხადი გახდეს სიტუაცია: ყველასთვის ცხადი ტერმინი: "მღვდელთმთავარი", რომელიც არ ნიშნავს ზოგადი გაგებით ეპისკოპოსს. ამ ტერმინს უფრო ღრმა შინაარსი აქვს. ბერძნულად ის გადმოიცემა სიტყვით "იერარხია", რომელსაც თარგმნიდნენ აგრეთვე, როგორც "სიწმინდეთ დასაბამობა", "სიწმინდეთ მთავრობა" და ამის ფონზე პირველი მნიშვნელობის სიტყვაში ტერმინი "მღვდელი" არა ვინმე მღვდელს ნიშნავს, არამედ სიწმინდეს. არის ამგვარი ტერმინიც "სამღვდელო მსახურება", რაც წმინდა მსახურებას ნიშნავს. ანუ სიტყვა "მღვდელი" ფართო გაგებით სიწმინდეს ნიშნავს. შესაბამისად ტერმინი "მღვდელთმთავარი", ბერძნულად "იერარხია" სიწმინდეთდასაბამობას, სიწმინდეთმოთავეობას ნიშნავს.

რა კავშირშია ეს ყოველივე განსახილველ თემასთან? იმ კავშირშია, რომ როდესაც ვსაუბრობთ იერარქიულობაზე, და ეს ანგელოზთა იერარქიაზეა კონკრეტულად, ნათქვამია, რომ თითოეული მწკრივი ანგელოზთა დასებიდან იმღვდელთმთავრება ზემორე მწკრივისგან და თავის მხრივ უმღვდელთმთავრებას ქვემორე მწკრივს. და ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ უფლისგან მომდინარე მადლმოსილების გადამცემი, ვტქვათ ანგელოზთა მწკრივისთვის არის მტავარანგელოზთა მწკრივი და ა.შ.

ამ შემთხვევაშიც საუბარია იმაზე, რომ მამაკცის მოტავე არის ღმერთი, ხოლო ის თავის მხრივ ქალის და რა გაგებით მოიხმობა მთავრობა აქ უკვე მე მგონი გასაგებია. მხოლოდ და მხოლოდ იერარქიული კუთხით და არანაირად რამენაირი ძალაუფლების მხრივ. მაშინ ასე თავად მამკაციც დაკნინებულია უკიდურესად, რადგან მასზე მძლავრობს ღმერთი (თუკი მთავრობას მძლავრობის, ძალაუფლების შინაარსით მოვიხმობთ).

რაც შეეხება მოციქულის მიერ ნახსენებ სიტყვას "დიდება ღმრთისა არს", ამაზე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მამაკაცი არავის სამთავრო არ არის, გარდა ღვთისა, ანუ მასზე არავინ მოთავეობას, გარდა უფლისა და ამიტომაც არ შეჰფერის მას ლოცვის დროს თავის დაბურვა, ხოლო თუკი ქალი თავს იბურავს, ამით გამოხატავს იმას, რომ როგორც მამაკაცს ღმერთი, ასევე ქალს მამაკაცი მოტავეობას "ხოლო დედაკაცი დიდება ქმრისა არს". და ამას გამოხატავს სწორედ ის თავის დაბურვით.

აქ რაიმე დამამცირებლობა კი არ არის, პირიქით მამაკაცს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა განეკუთვნება, რომ იზრუნოს ქალზე და არა იმძლავროს მასზე (რა ვთქვა იმაზე, რომ ზოგი აქეთაა საპატრონო). არანაირი უფლება მას არა აქვს ქალზე, მას დაევალა მხოლოდ მზრუნველობა, პატრონობა. მაშინ, როცა თვით უფალი არ მძლავრობას ადამიანის ნებაზე, რა უფლება აქვს ვინმეს იმძლავროს მეორე ადამიანზე? ამის გამართლება ხომ უგუნურება იქნებოდა.

ასე რომ მართლმადიდებლობა არანაირ დამამაცირებელ მდგომარეობას არ განუკუთვნებას ქალს და ამას ამყარებს იგივე პავლე მოციქულის სიტყვებზე, რომ "არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ" და ჭეშმარიტად ასეა.

მაშინ როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქერუბიმთა და სერაფიმთა აღმატებულ მდგომარეობას განვუკუთვნებთ, მაშინ როცა გვყავს უამრავი უდიდესი ქალი წმინდანი, რომელთაც სასოებით ვეთაყვანებით... დამცირებულობაზე საუბარი უხერხულობად არ მიგაჩნია?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნოე   ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე   May 3 2012, 08:54 PM
Otherguy   წმინდა იოანე ოქროპ...   May 3 2012, 08:59 PM
afxazi   Otherguy ლაშა ყველანაირ...   May 3 2012, 11:24 PM
terra   afxazi კარგი ხარ.   May 3 2012, 11:57 PM
ნაინა   afxazi +++++++ მილიონჯერ   May 4 2012, 12:04 AM
Otherguy   afxazi მოკლედ საერთოდ ...   May 4 2012, 08:06 AM
terra   რაღაცა იარლიყს მა...   May 4 2012, 08:58 AM
afxazi   Otherguy აბა მითხარი რო...   May 4 2012, 11:42 AM
ნაინა   Otherguy მე მომეწონა რო...   May 4 2012, 07:02 PM
Otherguy   afxazi მე ინტერპრეტაც...   May 4 2012, 08:20 PM
ქევანა   აფხაზ, შევასწორებ...   May 5 2012, 02:37 PM
მხევალი ნინო   afxazi :lol: :lol: :* დათო, ძა...   May 26 2012, 03:49 PM
marine   "ცოლი ქმრის უღელტ...   Feb 14 2022, 09:43 PM
marine   "დედაკაცი ისეა, რ...   Feb 15 2022, 07:13 PM
marine   "საქმეს ის უკეთ წ...   Feb 17 2022, 02:08 PM
marine   "საქმეს ის უკეთ წ...   Feb 17 2022, 02:08 PM
marine   "ქალია ბურჯი და ქ...   Feb 17 2022, 02:33 PM
marine   "შვენის მამაკაცს ...   Feb 17 2022, 02:44 PM
marine   "მართალია, ცოლი გ...   Feb 21 2022, 01:31 PM
marine   "უფრთხილდი ქალებ...   Feb 22 2022, 09:15 PM
marine   "ერთმა ახალგაზრდ...   Feb 27 2022, 09:36 PM
marine   "კაცებს მარტო თვა...   Mar 14 2022, 09:17 PM
marine   "ჩემი სიხარული იმ...   Mar 15 2022, 08:49 PM
marine   "საზოგადოებაში ქ...   May 1 2022, 04:46 PM
marine   "იქნებ გგონიათ, რ...   Jul 3 2022, 05:45 PM
marine   "შეუძლებელია, ქმა...   Jul 5 2022, 02:35 PM
marine   "წმინდა იოანე [სი...   Aug 13 2022, 06:44 PM
marine   "ქალები ხომ ალღოთ...   Dec 2 2022, 08:39 PM
marine   "არ არსებობს უფრო...   Dec 2 2022, 09:00 PM
marine   "თქვენ მიეცით მაგ...   Dec 6 2022, 06:21 PM
marine   "ХIХ საუკუნის მიწუ...   Jan 28 2023, 08:45 PM
marine   "ყველაზე დიდი მტე...   Jun 27 2023, 07:01 PM
marine   "ერთი სასულიერო პ...   Sep 17 2023, 01:48 PM
marine   "ის თანასწორობა მ...   Jan 22 2024, 06:50 PM
marine   "სახიერმა ღმერთმ...   Jan 23 2024, 07:04 PM
marine   "თუკი ქმარი პატივ...   Jan 24 2024, 02:25 PM
marine   "ასე მგონია, რომ ქ...   Feb 26 2024, 01:07 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 06:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი