ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, წმ. მამათა შეხედულებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, წმ. მამათა შეხედულებები |
ნოე |
May 3 2012, 08:54 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 |
ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე მინდა თუ არსებობს რამე მართლმადიდებლური სწავლება.
-------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
afxazi |
May 4 2012, 11:42 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Otherguy
ციტატა ღვთის ხატი ნიშნავს ძალაუფლებას ხილულ სამყაროზე. ეს კი პირველ რიგში კაცშია გამოხატული და მერე ქალში. ღვთის ხატი არ ეხება ადამიანურ ბუნებას, რომელიც ქალსაც და კაცსაც ერთნაირი აქვთ... აბა მითხარი როგორ არ მოგაწეპო როდესაც შენისთანა ნიჭიერი ადამიანი ასეთ მდარე რამეებს წერს. მაინცდამაინც დრო რომ არ დავხარჯოთ ხატოვნებაზე საუბრით, მიგითითებ და წაიკითხე: წმ. კირილე ალექსანდრიელის საღვთისმეტყველო სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ: http://library.church.ge/index.php?option=...emid=54&lang=en აგრეთვე: http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en მე გირჩევდი გულდასმით გაეცნო აღნიშნულ სტატიებს და მერე გამოთქვა შენი აზრი ადამიანის ღვთისადმი ხატოვნების შესახებ, თუ რა იგულისხმება ხატში. მიგითითებდი აგრეთვე წმ. გრიგოლ ნოსელის "შესაქმისათვის კაცისა" XVI თავს. ხოლო შენი სიტყვების შესაბამობა რომ ცხადია, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სქესთა გარჩევა (ქალი და მამაკაცი) ეს ცოდვით დაცემის შედეგია და არა ადამიანის ტავდაპირველი მდგომარეობა. ვიცი მეტყვი მანამდე გაყოო, მაგრამ იმიტომაც გაყო უფალმა სქესნი, რომ წინასწარმცოდნეობით იცოდა რაც მოხდებოდა და არ დატოვა ადამიანი უნუგეშო. ეს რომ ასეა და თავდაპირველად შექმნილ ადამიანში ასე ვთქვათ მამაკაცობა და დედაკაცობ არ იხილვებოდა, ამას წმ. გრიგოლ ნოსელიც უცხადესად ამბობს. და ლოგიკურად ეს ასეცაა, რადგან უფალმა ადამიანი შექმნა მის ხატად და მსგავსად და არა მხოლოდ მამაკაცი. ეს ფაქტია და ამას არც არავინ არ ამბობს ეკლესიის მამათაგან. კვლავ გავიმეორებ, ხატად ღმრთისა შეიქმნა ადამიანი და არა მამაკაცი. ხატობა კი ნიშნავს საღვთო ბუნებისადმი ხატობას და არა რომელიმე თვისებით საღვთო ბუნების რომელიმე თვისების გამოსახვას საკუთარ თავში. კიდევ ვიმეორებ, გაეცანი ზემოთ მითითებულ სტატიებს. ციტატა და პავლე რომ ამბობს "ქალს არ აქვს უფლება ეკლესიაში ხმის ამოღების, სახლში ქმარს კითხოს"-ო ეს თუ არ მიუთითებს ძალაუფლებაზე, მაშინ აბა რა მიუთითებს... ჯერ ერთი როცა ციტირებას აკეთებ ბიბლიიდან საკუტარი ინტერპრეტაციით ნუ აკეთებ ამას, არამედ მოიტანე უშუალოდ ბიბლიიდან და მიუთითე საიდან მოგაქვს. მეორეც სად წერია სიტყვა ძალაუფლება, წერია მთავრობა და ამ სიტყვის შინაარსი მე მგონი კარგად გამოჩნდა ზემოთ. ამ ლოგიკით თავად უფალიც მძლავრობს კაცზე და ესეც მიუღებელია ცხადია. რით განსხვავდება ღვთის მძლავრობა (ძალაუფლება შენი აზრით ამას ნიშნავს) მამაკაცის მძლავრობაზე ქალთან? არაფრით ცხადია. ციტატა და კიდევ, ცნობისათვის, პავლე მოციქული როცა წერს: "არც მონაა, არც მმართველი, ყველა ერთია უფალში"-ო, ეხლა იმის მტკიცებასაც დამიწყებ, რომ პავლე მოციქული მონათფლობელობას ეწინააღმდეგებოდა? მაშ "მონებო ყველაფერში დაემორჩილეთ ბატონებს" რაღას ნიშნავს? "ყველა ერთია უფალში" არის ცხონებაზე და არა მორჩილებაზე! ან სპეციალურად აკეთებ ამას ანდა მართლა უმეცრებაში ხარ. როდესაც მოციქულები მონებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ბატონებს, ამით კვერს კი არ უკრავდნენ მონათმფლობელობას, ეს გამორიცხულია და განმარტებებში შეგიძლია ნახო. ეკლესია, ცხადია, არ უპირისპირდებოდა არსებულ წყობილებას, არ შემოქონდა შფოთი საზოგადოებაში, არამედ შინაგანად გარდაქმნიდა მას. რატომ არ გამოუცხადეს კატეგორიული ბრძოლა წინადაცვეთის ჩვეულებას მოციქულებმა? რატომ დაცვითა პავლე მოციქულმა ტიმოთე მოციქულთა კრების შემდგომ? არ უპირისპირდებოდნენ იმიტომ, რომ ხალხში იდმენად იყო გამჯდარი ეს ჩვეულება, რომ კატეგორიული მიდგომა კარგს არ მოიტანდა. ამიტომ დაელოდნენ ისინი თავისით როდის გადაგვარდებოდა ეს ჩვეულება და გადაგვარდა კიდეც. მთელი წყება ვიცით ეპისკოპოსებისა, რომლებიც წინადაცვეთილნი იყვნენ და მეთაურობდნენ იერსუალიმის ეკლესიას I-II საუკუნეებში. ასევე როდესაც მაცხოვარს სთხოვეს გადაეხადა გადასახადი, თქვა, რომ მას არ ეკუთვნოდა ეს, მაგრამ რომ არ დავაბრკოლოთ ადმაიანებიო, მიმართა პეტრეს, წადი გადააგდე ანკესი, დაიჭერ თევზს და მას პირში ექნება ძვირფასი ქვა, წადი და გადაიხადეო. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? იმაზე, რომ ეკლესია არ ილაშქრებდა დამკვიდრებულ წყობილების წინააღმდეგ კატეგორიულად, არამედ შინაგანად გარდაქმნიდა მას. იგივე ითქმის წარმართულ დღესასწაულებზე, მაგალითად დეკემბრის ბოლოს მზის განახლების უმტავრესი დღესასწაული აღინიშნებოდა წარმართებში, ეკლესიამ კი შობის დღესასწაული დაადგინა ამ დროს და უთხრა კაცობრიობას, რომ ჭეშმარიტი მზე ამოგვიბრწყინდა ამ დღეს. უამრავი წარმართული გამონათქვამი გააქრისტიანა ეკლესიამ და ა.შ. რაზე მეტყველებდა ეს ყველაფერი? ვფიქრობ ცხადია ყველაფერი. მოციქულები მონებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ბატონებს, მაგრამ ბატონებსაც მოუწოდებდნენ თავის მხრივ კეთილად მოქცეოდნენ მონებს. სიყვარული და პატივისცემა შექონდათ ამ ქვეყნიურ რაღაც წეს-წყობილებებში, თორემ ღვთის წინაშე ყველანი ტანასწორნი არიან და იქ აღარაა მონობა, ბატონობა და ა.შ. აი ამას ნიშნავს მოციქულის სიტყვები და რაღაც სიახლეების შემოტანა, თან უაზრო სიახლეების, ვფიქრობ უადგილოა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი