IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, წმ. მამათა შეხედულებები
ნოე
პოსტი May 3 2012, 08:54 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე მინდა თუ არსებობს რამე მართლმადიდებლური სწავლება. biggrin.gif


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 4 2012, 11:42 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
ღვთის ხატი ნიშნავს ძალაუფლებას ხილულ სამყაროზე. ეს კი პირველ რიგში კაცშია გამოხატული და მერე ქალში. ღვთის ხატი არ ეხება ადამიანურ ბუნებას, რომელიც ქალსაც და კაცსაც ერთნაირი აქვთ...


აბა მითხარი როგორ არ მოგაწეპო biggrin.gif როდესაც შენისთანა ნიჭიერი ადამიანი ასეთ მდარე რამეებს წერს.

მაინცდამაინც დრო რომ არ დავხარჯოთ ხატოვნებაზე საუბრით, მიგითითებ და წაიკითხე:

წმ. კირილე ალექსანდრიელის საღვთისმეტყველო სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ:

http://library.church.ge/index.php?option=...emid=54&lang=en

აგრეთვე:

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en

მე გირჩევდი გულდასმით გაეცნო აღნიშნულ სტატიებს და მერე გამოთქვა შენი აზრი ადამიანის ღვთისადმი ხატოვნების შესახებ, თუ რა იგულისხმება ხატში.

მიგითითებდი აგრეთვე წმ. გრიგოლ ნოსელის "შესაქმისათვის კაცისა" XVI თავს.

ხოლო შენი სიტყვების შესაბამობა რომ ცხადია, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სქესთა გარჩევა (ქალი და მამაკაცი) ეს ცოდვით დაცემის შედეგია და არა ადამიანის ტავდაპირველი მდგომარეობა. ვიცი მეტყვი მანამდე გაყოო, მაგრამ იმიტომაც გაყო უფალმა სქესნი, რომ წინასწარმცოდნეობით იცოდა რაც მოხდებოდა და არ დატოვა ადამიანი უნუგეშო. ეს რომ ასეა და თავდაპირველად შექმნილ ადამიანში ასე ვთქვათ მამაკაცობა და დედაკაცობ არ იხილვებოდა, ამას წმ. გრიგოლ ნოსელიც უცხადესად ამბობს. და ლოგიკურად ეს ასეცაა, რადგან უფალმა ადამიანი შექმნა მის ხატად და მსგავსად და არა მხოლოდ მამაკაცი. ეს ფაქტია და ამას არც არავინ არ ამბობს ეკლესიის მამათაგან. კვლავ გავიმეორებ, ხატად ღმრთისა შეიქმნა ადამიანი და არა მამაკაცი. ხატობა კი ნიშნავს საღვთო ბუნებისადმი ხატობას და არა რომელიმე თვისებით საღვთო ბუნების რომელიმე თვისების გამოსახვას საკუთარ თავში. კიდევ ვიმეორებ, გაეცანი ზემოთ მითითებულ სტატიებს.


ციტატა
და პავლე რომ ამბობს "ქალს არ აქვს უფლება ეკლესიაში ხმის ამოღების, სახლში ქმარს კითხოს"-ო ეს თუ არ მიუთითებს ძალაუფლებაზე, მაშინ აბა რა მიუთითებს...


ჯერ ერთი როცა ციტირებას აკეთებ ბიბლიიდან საკუტარი ინტერპრეტაციით ნუ აკეთებ ამას, არამედ მოიტანე უშუალოდ ბიბლიიდან და მიუთითე საიდან მოგაქვს. მეორეც სად წერია სიტყვა ძალაუფლება, წერია მთავრობა და ამ სიტყვის შინაარსი მე მგონი კარგად გამოჩნდა ზემოთ. ამ ლოგიკით თავად უფალიც მძლავრობს კაცზე და ესეც მიუღებელია ცხადია. რით განსხვავდება ღვთის მძლავრობა (ძალაუფლება შენი აზრით ამას ნიშნავს) მამაკაცის მძლავრობაზე ქალთან? არაფრით ცხადია.

ციტატა
და კიდევ, ცნობისათვის, პავლე მოციქული როცა წერს: "არც მონაა, არც მმართველი, ყველა ერთია უფალში"-ო, ეხლა იმის მტკიცებასაც დამიწყებ, რომ პავლე მოციქული მონათფლობელობას ეწინააღმდეგებოდა? მაშ "მონებო ყველაფერში დაემორჩილეთ ბატონებს" რაღას ნიშნავს? "ყველა ერთია უფალში" არის ცხონებაზე და არა მორჩილებაზე!


ან სპეციალურად აკეთებ ამას ანდა მართლა უმეცრებაში ხარ. როდესაც მოციქულები მონებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ბატონებს, ამით კვერს კი არ უკრავდნენ მონათმფლობელობას, ეს გამორიცხულია და განმარტებებში შეგიძლია ნახო. ეკლესია, ცხადია, არ უპირისპირდებოდა არსებულ წყობილებას, არ შემოქონდა შფოთი საზოგადოებაში, არამედ შინაგანად გარდაქმნიდა მას.

რატომ არ გამოუცხადეს კატეგორიული ბრძოლა წინადაცვეთის ჩვეულებას მოციქულებმა? რატომ დაცვითა პავლე მოციქულმა ტიმოთე მოციქულთა კრების შემდგომ? არ უპირისპირდებოდნენ იმიტომ, რომ ხალხში იდმენად იყო გამჯდარი ეს ჩვეულება, რომ კატეგორიული მიდგომა კარგს არ მოიტანდა. ამიტომ დაელოდნენ ისინი თავისით როდის გადაგვარდებოდა ეს ჩვეულება და გადაგვარდა კიდეც. მთელი წყება ვიცით ეპისკოპოსებისა, რომლებიც წინადაცვეთილნი იყვნენ და მეთაურობდნენ იერსუალიმის ეკლესიას I-II საუკუნეებში.

ასევე როდესაც მაცხოვარს სთხოვეს გადაეხადა გადასახადი, თქვა, რომ მას არ ეკუთვნოდა ეს, მაგრამ რომ არ დავაბრკოლოთ ადმაიანებიო, მიმართა პეტრეს, წადი გადააგდე ანკესი, დაიჭერ თევზს და მას პირში ექნება ძვირფასი ქვა, წადი და გადაიხადეო.

რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? იმაზე, რომ ეკლესია არ ილაშქრებდა დამკვიდრებულ წყობილების წინააღმდეგ კატეგორიულად, არამედ შინაგანად გარდაქმნიდა მას. იგივე ითქმის წარმართულ დღესასწაულებზე, მაგალითად დეკემბრის ბოლოს მზის განახლების უმტავრესი დღესასწაული აღინიშნებოდა წარმართებში, ეკლესიამ კი შობის დღესასწაული დაადგინა ამ დროს და უთხრა კაცობრიობას, რომ ჭეშმარიტი მზე ამოგვიბრწყინდა ამ დღეს. უამრავი წარმართული გამონათქვამი გააქრისტიანა ეკლესიამ და ა.შ. რაზე მეტყველებდა ეს ყველაფერი? ვფიქრობ ცხადია ყველაფერი. მოციქულები მონებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ბატონებს, მაგრამ ბატონებსაც მოუწოდებდნენ თავის მხრივ კეთილად მოქცეოდნენ მონებს. სიყვარული და პატივისცემა შექონდათ ამ ქვეყნიურ რაღაც წეს-წყობილებებში, თორემ ღვთის წინაშე ყველანი ტანასწორნი არიან და იქ აღარაა მონობა, ბატონობა და ა.შ.

აი ამას ნიშნავს მოციქულის სიტყვები და რაღაც სიახლეების შემოტანა, თან უაზრო სიახლეების, ვფიქრობ უადგილოა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნოე   ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე   May 3 2012, 08:54 PM
Otherguy   წმინდა იოანე ოქროპ...   May 3 2012, 08:59 PM
afxazi   Otherguy ლაშა ყველანაირ...   May 3 2012, 11:24 PM
terra   afxazi კარგი ხარ.   May 3 2012, 11:57 PM
ნაინა   afxazi +++++++ მილიონჯერ   May 4 2012, 12:04 AM
Otherguy   afxazi მოკლედ საერთოდ ...   May 4 2012, 08:06 AM
terra   რაღაცა იარლიყს მა...   May 4 2012, 08:58 AM
afxazi   Otherguy აბა მითხარი რო...   May 4 2012, 11:42 AM
ნაინა   Otherguy მე მომეწონა რო...   May 4 2012, 07:02 PM
Otherguy   afxazi მე ინტერპრეტაც...   May 4 2012, 08:20 PM
ქევანა   აფხაზ, შევასწორებ...   May 5 2012, 02:37 PM
მხევალი ნინო   afxazi :lol: :lol: :* დათო, ძა...   May 26 2012, 03:49 PM
marine   "ცოლი ქმრის უღელტ...   Feb 14 2022, 09:43 PM
marine   "დედაკაცი ისეა, რ...   Feb 15 2022, 07:13 PM
marine   "საქმეს ის უკეთ წ...   Feb 17 2022, 02:08 PM
marine   "საქმეს ის უკეთ წ...   Feb 17 2022, 02:08 PM
marine   "ქალია ბურჯი და ქ...   Feb 17 2022, 02:33 PM
marine   "შვენის მამაკაცს ...   Feb 17 2022, 02:44 PM
marine   "მართალია, ცოლი გ...   Feb 21 2022, 01:31 PM
marine   "უფრთხილდი ქალებ...   Feb 22 2022, 09:15 PM
marine   "ერთმა ახალგაზრდ...   Feb 27 2022, 09:36 PM
marine   "კაცებს მარტო თვა...   Mar 14 2022, 09:17 PM
marine   "ჩემი სიხარული იმ...   Mar 15 2022, 08:49 PM
marine   "საზოგადოებაში ქ...   May 1 2022, 04:46 PM
marine   "იქნებ გგონიათ, რ...   Jul 3 2022, 05:45 PM
marine   "შეუძლებელია, ქმა...   Jul 5 2022, 02:35 PM
marine   "წმინდა იოანე [სი...   Aug 13 2022, 06:44 PM
marine   "ქალები ხომ ალღოთ...   Dec 2 2022, 08:39 PM
marine   "არ არსებობს უფრო...   Dec 2 2022, 09:00 PM
marine   "თქვენ მიეცით მაგ...   Dec 6 2022, 06:21 PM
marine   "ХIХ საუკუნის მიწუ...   Jan 28 2023, 08:45 PM
marine   "ყველაზე დიდი მტე...   Jun 27 2023, 07:01 PM
marine   "ერთი სასულიერო პ...   Sep 17 2023, 01:48 PM
marine   "ის თანასწორობა მ...   Jan 22 2024, 06:50 PM
marine   "სახიერმა ღმერთმ...   Jan 23 2024, 07:04 PM
marine   "თუკი ქმარი პატივ...   Jan 24 2024, 02:25 PM
marine   "ასე მგონია, რომ ქ...   Feb 26 2024, 01:07 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 06:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი