ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, წმ. მამათა შეხედულებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, წმ. მამათა შეხედულებები |
ნოე |
May 3 2012, 08:54 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 |
ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე მინდა თუ არსებობს რამე მართლმადიდებლური სწავლება.
-------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
Otherguy |
May 4 2012, 08:20 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
afxazi
მე ინტერპრეტაციები არ მახასიათებს ჩემო აფხაზ, მე ვკითხულობ იმას რაც წერია და არ ვაწვალებ არაფერს... "ღვთის ხატი" ეს გამოთქმა ყოველთვის ერთი მნიშვნელობითაა ბიბლიაში და ეწოდება ადამიანს. უბრალოდ მოსეს თქმით ეს გამოიხატება ძალაუფლების ქონაზე ხილულ სამყაროში, რომელიც გამოხატავს ღვთის უხილავ ძალაუფლებას. პავლე მოციქულის თქმით კი ეს ძალაუფლება ყველაზე უკეთ კაცში გამოიხატება ანუ ღვთის ხატი კაცია, თუმცა ქალი ამ ხატის ხატია და არანაირად არაა მასზე უმცროსი ბუნებით, სათნოებით და ა.შ. 1 კორინთელთა 14 თავი: 34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. 35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი. აქ "ეკლესია" არ ნიშნავს შენობას, რადგან ეს მნიშვნელობა გვიან შეიძინა. ეკლესია ნიშნავს ქრისტიანთა შესაკრებელს, ჯგუფს. წმ. იოანე ოქროპირის განმარტებებს დავდებ ეხლა. ერთადერთია ანტიოქიური სკოლიდან ვინც ანათემას არათუ გადაურჩა, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ნუ კაი, ჯობია არ დავდო, ისეთი რამეები უწერია რომ... ციტირებს დაბადებიდან მუხლს: "ლტოლვა გექნება მისდამი, ის კი იბატონებს შენზე"-ო, ამიტომ აშკარაა მისი იდეები, თუ გინდათ თავად ნახეთ... პ.ს. კარგად ვიცი რატომ არ გინდა ამის აღიარება. პავლე ამბობს: "ღმერთი ქრისტეს თავია, ხოლო კაცი ქალის", აქ იერარქია არანაირად არ გაწყობთ. წმ. იოანემ იცოდა ეს და ამიტომ თქვა, რომ სხვადასხვანაირ თავობაზე იყო საუბარი ქრისტეს და ღმერთის შემთხვევაში. თან სხვა თუ არაფერი, ქალი თანასწორად შეიქმნა კაცის თავიდან, მერე მოხდა მისი მორჩილად გახდომაო. ასევეა ქრისტეც, იყო თანასწორი, მაგრამ თავი დაიმცროო. ნუ ბუნება რომ ერთი აქვთ ქალს და კაცს ამას არავინ უარყოფს. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი