![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
lch
რა პრეტენზიები გაქვს? რას მოითხოვ პატრიარქისგან? მიდი აბა გადმოალაგე, არ დავხურავ და ბოლომდე მოგისმენ. benediqt ციტატა დაახლოებით ასეთი ბედი ელის ეკლესიასაც აქ.... შენნაირების ხელში კი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
lch
ციტატა ასეთია ჩემი აზრი და ეხლა თუ გნებავთ ჩამქოლეთ... არავინ არ არის აქ ინკვიზიტორი, რომ ჩაგქოლოს. კვლავ ვიმეორებ, როდესაც ამბობ, რომ შენს აზრს გამოთქვამ, უნდა იყო ფრთხილი. როცა ამბობ, რომ ეს არის ტაკიმასხარაობა და მეტი არაფერი, ეს არის შეურაცხყოფა და არა აზრის გამოთქმა. მშვიდად და კორექტულად გეთქვა, რომ ეს ვიზიტი შენ მიგაჩნია არასწორად და არავინ გამოგეკიდებოდა სიტყვაზე, მაგრამ რაც დაწერე ეს არის, კვლავ ვიმეორებ, შეურაცხყოფა და როგორ მიუღებლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ, ამას ვერავინ მოითმენს. მეც გამაჩნია ჩემი მოსაზრებები, მაგრამ მას თავზე არავის ვახვევ და არ გავყვირი, გინდა თუ არა ასეაო. ამასთან, უწმინდესმა თქვა, რომ იმ კონცერტზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, უამრავი ქართველი იყო და დარწმუნებული ვარ უამრავისთვის დიდი სიხარული იქნებოდა პატრაირქთან შეხვედრა. თუნდაც რომ ერთი ადამიანი ბედნიერი წასულიყო იქიდან, ამ ვიზიტს აზრი ექნებოდა. როგორც ითქვა, აგრეთვე, უწმინდესი შვედეთში იმყოფებოდა, სადაც გეგმიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ასე რომ იქ სასეირნოდ არ ყოფილა ეს ადამიანი. მეორეც, როდესაც ამას წერ: ციტატა დაპოსტავთ მხოლოდ სენატი, მიშისტები (პატარა ნაცენი) და მგზნებარე თანამოაზრეები, ვეღარც რაიმე განსხვავებულს დაგიწერენ, დროც და ენერგიაც დაგეზოგებათ - ამდენ წაშლა-დახურვას გადარჩებით... ეს არის უკვე პირადად ჩემი და სხვების, ვინც ამ ფორუმზე არიან, შეურაცხყოფა. რატომ ახსენე საერთოდ მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ყველაფერი გასაგებია. შენ მოითხოვდი არა იმას, რომ პატრიარქს დავით გარეჯის მონასტერში ეწირა, არამედ მიტინგზე გამოსულიყო და სააკაშვილის დამხობა ებრძანებინა. და თუ ამას მოითხოვდი, ეს არის ყველაზე არასწორი რამ, რაც კი შეიძლება აზრად მოუვიდეს ადამიანს. მე ამხსენდება როგორ მიაყენა სამების ეკლესიაში ათასობით ადამიანი ოპოზიციამ პატრაირქს, რომ მისგან ნებართვა მიეღო სააკაშვილის დასამხობად. და როდესაც ეს არ ქნა პატრიარქმა, განაწყენებულებმა თქვეს ჩვენ დავამტავრებთო. ვერაფერიც ვერ ქნეს და პატრიარქისგან თანადგომა რომ მიეღოთ და რამე მომხდარიყო, ისე ურცხვად შეაწმენდნენ ხელს მას, რომ ვითომც არაფერი მომხდარა. არ შეიძლება გამოიყენო პატრიარქი მხოლოდ იმიტომ, რომ მის ავტორიტეტს უამრავი ადამიანი აღაირებს. ეკლესია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ვისაც ეს ერევა (იქნება სასულიერო პირი თუ ერისკაცი) ეს არის არასწორი. გადახედეთ ახალ აღთქმას, პავლე მოციქულის ეპისტოლეებს, შეხვდებითს ადმე მოწოდებებს ამბოხებისკენ? დამხობისკენ? ქრისტე არ მოვიდა ვიღაცის დასამხობად, ის მოვიდა უარესის გარდასაქმნელად უკეთესისიკენ, მაგრამ სიმშვიდით და სიყვარულით. იმის მეასედი მაინც რომ გვესმოდეს, რასაც ეკლესია გვეუბნება და პირადად პატრიარქი, ვფიქრობ ძალიან უკეთესად იქნება ბევრი რამ, მაგრამ ებრაელებივით ქრისტეში არა სიყვარულს ვხედავთ, არამედ ყოვლისშემმუსვრელ მეფეს, რომელიც დაამხობს ყველას და ყველაფერს. მე ძალიან მაინტერესებს, როდესაც პატრიარქისგან გვერდით ყოფნას ითხოვთ, ყოფილხართ მის გვერდით, როდესაც რთული დროება ედგა მას? ნუ ახსენებთ აქ სააკაშვილს, ეს არაფერ შუაშია. არავის უთქვამს აქ სააკაშვილის დასაცავი რამ. ნუ გეჩვენებათ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერობა, თუკი რამე სფეროში არ გეთანხმებიან. marine ციტატა მოდერატორს ვთხოვ თემა დახუროს. დავაცადოთ მარინე, თქვას რაც სათქმელი აქვს, თუნდაც ეს მიუღებელი იყოს ჩვენთვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 12:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი