IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ზედმეტი პათეტიკაა!..
afxazi
პოსტი May 30 2012, 08:38 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lch

რა პრეტენზიები გაქვს?

რას მოითხოვ პატრიარქისგან? მიდი აბა გადმოალაგე, არ დავხურავ და ბოლომდე მოგისმენ.

benediqt


ციტატა
დაახლოებით ასეთი ბედი ელის ეკლესიასაც აქ....


შენნაირების ხელში კი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 31 2012, 01:34 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lch

ციტატა
ასეთია ჩემი აზრი და ეხლა თუ გნებავთ ჩამქოლეთ...


არავინ არ არის აქ ინკვიზიტორი, რომ ჩაგქოლოს. კვლავ ვიმეორებ, როდესაც ამბობ, რომ შენს აზრს გამოთქვამ, უნდა იყო ფრთხილი. როცა ამბობ, რომ ეს არის ტაკიმასხარაობა და მეტი არაფერი, ეს არის შეურაცხყოფა და არა აზრის გამოთქმა. მშვიდად და კორექტულად გეთქვა, რომ ეს ვიზიტი შენ მიგაჩნია არასწორად და არავინ გამოგეკიდებოდა სიტყვაზე, მაგრამ რაც დაწერე ეს არის, კვლავ ვიმეორებ, შეურაცხყოფა და როგორ მიუღებლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ, ამას ვერავინ მოითმენს. მეც გამაჩნია ჩემი მოსაზრებები, მაგრამ მას თავზე არავის ვახვევ და არ გავყვირი, გინდა თუ არა ასეაო.

ამასთან, უწმინდესმა თქვა, რომ იმ კონცერტზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, უამრავი ქართველი იყო და დარწმუნებული ვარ უამრავისთვის დიდი სიხარული იქნებოდა პატრაირქთან შეხვედრა. თუნდაც რომ ერთი ადამიანი ბედნიერი წასულიყო იქიდან, ამ ვიზიტს აზრი ექნებოდა. როგორც ითქვა, აგრეთვე, უწმინდესი შვედეთში იმყოფებოდა, სადაც გეგმიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ასე რომ იქ სასეირნოდ არ ყოფილა ეს ადამიანი.

მეორეც, როდესაც ამას წერ:

ციტატა
დაპოსტავთ მხოლოდ სენატი, მიშისტები (პატარა ნაცენი) და მგზნებარე თანამოაზრეები, ვეღარც რაიმე განსხვავებულს დაგიწერენ, დროც და ენერგიაც დაგეზოგებათ - ამდენ წაშლა-დახურვას გადარჩებით...


ეს არის უკვე პირადად ჩემი და სხვების, ვინც ამ ფორუმზე არიან, შეურაცხყოფა. რატომ ახსენე საერთოდ მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ყველაფერი გასაგებია. შენ მოითხოვდი არა იმას, რომ პატრიარქს დავით გარეჯის მონასტერში ეწირა, არამედ მიტინგზე გამოსულიყო და სააკაშვილის დამხობა ებრძანებინა. და თუ ამას მოითხოვდი, ეს არის ყველაზე არასწორი რამ, რაც კი შეიძლება აზრად მოუვიდეს ადამიანს. მე ამხსენდება როგორ მიაყენა სამების ეკლესიაში ათასობით ადამიანი ოპოზიციამ პატრაირქს, რომ მისგან ნებართვა მიეღო სააკაშვილის დასამხობად. და როდესაც ეს არ ქნა პატრიარქმა, განაწყენებულებმა თქვეს ჩვენ დავამტავრებთო. ვერაფერიც ვერ ქნეს და პატრიარქისგან თანადგომა რომ მიეღოთ და რამე მომხდარიყო, ისე ურცხვად შეაწმენდნენ ხელს მას, რომ ვითომც არაფერი მომხდარა. არ შეიძლება გამოიყენო პატრიარქი მხოლოდ იმიტომ, რომ მის ავტორიტეტს უამრავი ადამიანი აღაირებს. ეკლესია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ვისაც ეს ერევა (იქნება სასულიერო პირი თუ ერისკაცი) ეს არის არასწორი. გადახედეთ ახალ აღთქმას, პავლე მოციქულის ეპისტოლეებს, შეხვდებითს ადმე მოწოდებებს ამბოხებისკენ? დამხობისკენ? ქრისტე არ მოვიდა ვიღაცის დასამხობად, ის მოვიდა უარესის გარდასაქმნელად უკეთესისიკენ, მაგრამ სიმშვიდით და სიყვარულით.

იმის მეასედი მაინც რომ გვესმოდეს, რასაც ეკლესია გვეუბნება და პირადად პატრიარქი, ვფიქრობ ძალიან უკეთესად იქნება ბევრი რამ, მაგრამ ებრაელებივით ქრისტეში არა სიყვარულს ვხედავთ, არამედ ყოვლისშემმუსვრელ მეფეს, რომელიც დაამხობს ყველას და ყველაფერს.

მე ძალიან მაინტერესებს, როდესაც პატრიარქისგან გვერდით ყოფნას ითხოვთ, ყოფილხართ მის გვერდით, როდესაც რთული დროება ედგა მას?

ნუ ახსენებთ აქ სააკაშვილს, ეს არაფერ შუაშია. არავის უთქვამს აქ სააკაშვილის დასაცავი რამ. ნუ გეჩვენებათ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერობა, თუკი რამე სფეროში არ გეთანხმებიან.

marine

ციტატა
მოდერატორს ვთხოვ თემა დახუროს.


დავაცადოთ მარინე, თქვას რაც სათქმელი აქვს, თუნდაც ეს მიუღებელი იყოს ჩვენთვის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2012, 01:41 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,125
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(afxazi @ May 31 2012, 02:34 PM) *


marine
დავაცადოთ მარინე, თქვას რაც სათქმელი აქვს, თუნდაც ეს მიუღებელი იყოს ჩვენთვის.


კარგი, დავით, ვაცადოთ.


ღმერთის მსახურის და მითუმეტეს პატრიაქრის განკითხვა ხუმრობითაც კი დიდი ცოდვაა და ეს ალბათ არ იცის ich-მა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 12:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი