![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#1
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
![]() ![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#2
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
მინდა მეც მოგითხროთ რაღაც. ვიფიქრე ჯერ არ მოვყვებითქო, მაგრამ რატომღაც მაინც გადავწყვიტე მოყოლა.
მე მამა ანრიაზე პირველად წავიკითხე გაზეთ" კვირის პალიტრაში" რამოდენიმე წლის წინ, მახსოვს პირველი სტატია იყო მისი ცხოვრების შესახებ, ძალიან ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში, ეს ცნობილი ფოტოც თან ერთვოდა, ეს თვალები განსაკუთრებით დამამახსოვრდა. გარკვეული დროის შემდეგ მაშინ ჩემს პატარა გოგონაზე ფეხმძიმედ ვიყავი, სიონში ჩემს მოძღვარს ახსარება ჩავაბარე, სულთმოფენობის შაბათი იყო, ლოცვის დაწყებას ველოდი, უეცრად ძალიან ცუდად გავხდი, საერთოდ ფეხმძიმობისას ხშირად ვეზიარებოდი, წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი, მეც მიკვირდა საიდან მოდიოდა ამდენი ძალა, ცუდად არასოდეს გავმხდარვარ. მხოლოდ იმ დღეს გავხდი ცუდად, თან უცნაური ის იყო ნაცნობიც არავის ჩანდა, ისე მოვიქეცი სკამიდან ვერც კი ავდექი, გონება მეკარგებოდა, მხოლოდ ლოცვას ვახერხებდი, თან ვგრძნობდი რომ გონება მეკარგებოდა, უფალს შევთხოვდი შველას..... უეცრად ჩემს წინ მონაზონები მოვიდნენ, მაშინ ივერიის ღვთისმშორბლის ხატის გვერდით სკამზე ვიჯექი, უეცრად წამოვდექი, ადგილი დავუთმე დედებს, ერთერთმა ხელი მომკიდა და სკამზე უკანვე დამსვა. თან საუბარი გამიბა, უეცრად ჩავები საუბარში და სულ დამავიწყდა ცუდად ყოფნა, ისე გამოვედი მდგომარეობიდან ვერც კი გამიგე. ეს დედა მარიამი იყო, გიორგი ანუას მეუღლე. ბევრი ვისაუბრეთ, ლოცვის შემდეგ კი მითხრა შენ გოგონა შეგეძინება და ელენე დაარქვიო, საოცრება ის იყო, რომ სახელი შერჩეული არ გვქონდა, ვფიქრობდი უფალი მომცემს მინიშნებას და იმ სახელს დავარქმევ-თქო. ასე, რომ ჩემს გოგონას დედა მარიამის შერჩეული სახელი ჰქვია. ბევრი რამ მომითხრო კომანისა და მამა ანდრიას შესახებ შესახებ, მე მადლობელი ვარ უფლისა, რომ ასეთი დედის გაცნობის და მისი სითბოს გაზიარების ღირსი რომ გამხადა, სამწუხაროდ მას შემდეგ ვერ მოვახერხე დედაოს ნახვა, მალე მეუღლეც გარდამეცვალა და ამან შემიშალა ალბათ ხელი, დღემდე მინდა დედა მარიამთან შეხვედრა. ასე, რომ მეც ძალიან ძალიან მიყვარს მამა ანდრია |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი