![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
benediqt |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 ![]() |
ID ბარათის მფლობელები ერთწლიანი უზიარებლობით დაისჯებიან სიონისა და ყორანთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზ ბასილ ახვლედიანმა ID ბარათის მფლობელები ერთწლიანი უზიარებლობით დასაჯა. „ID ბარათის მფლობელები ასევე, ვალდებულები იქნებიან, იმ შემთხვევაში თუ ჩემს მრევლში დარჩებიან, ყოველდღიურად ერთი წლის განმავლობაში ერთი კანონი წაიკითხონ, ხოლო მათ ვისაც ეს შეზღუდვა არ უნდათ, შეუძლიათ სხვა მრევლში გადავიდნენ და ამ კურთხევას მათ, ყველას მე ვაძლევ,“ – ბრძანა მამა ბასილმა ქადაგებისას. როგორც მან თქვა, ID ბარათის შემოტანა დღეს უკვე დაძალებით და აგრესიულად ხორციელდება, რასაც რთულ პრობლემამდე მიჰყავს ერი. „ID ბარათის თემა არის საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია აპოკალიფსთან. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ გვაფრთხილებდა უფალი იოანე ღვთისმეტყველის მეშვეობით ამის შესახებ და დღეს, 21–ე საუკუნეში ვაი ქრისტიანს ვევაჭრები „იქნებ არ აიღო“, „იქნებ ცხონდე რა“, აი, ასეთ პრიმიტიულ დონეზე დავედით,” - აღნიშნა მამა ბასილმა. მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ შვილებს უნივერსიტეტისთვის ამზადებენ და აქვთ ID ბარათები, იმიტომ რომ ცივილიზაცია ითხოვს ამას, შესაბრალისები არიან. „ეს არის ზომბირებული საზოგადოების დაკვეთა. როგორ შეიძლება, ხალხი რას იტყვის, მაგრამ არავინ არ ფიქრობს, რას იტყვის ღმერთი და არავინ ემზადება პასუხის გასაცემად, როცა ღვთის წინაშე წარსდგება,“ – ბრძანა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა და დასძინა, რომ დღეს თუ კონკრეტული და მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება არ დაიწყო, ხალხი დაიღუპება. „მინდა ვუთხრა ასეთ ადამიანებს, ვინც სამსახურში დასარჩენად და უმაღლესში ჩასაბარებლად ID ბარათს იღებს. იუდა უფრო მსუბუქ პოზიციაში იყო, ვიდრე ახლა ეს ხალხია. იუდამ არ იცოდა ღმერთს, რომ ღალატობდა, ეს ადამიანები კი თავისი ნებით, კეთილდღეობისთვის ღმერთს ღალატობენ,“ – აღნიშნა მამა ბასილმა. მისივე თქმით, ინგლისმა ID ბარათის გასაუქმებლად ერთი მილიარდი ფუნტი გაიღო. „უამრავლა ცივილურმა ქვეყანამ აკრძალა ID ბარათი. მათ შორის, ინგლისმაც, რომელსაც ერთი მილიარდი ფუნტი დასჭირდა შეცდომის გამოსასწორებლად,“ – ბრძანა მამა ბასილმა. http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=10235&Itemid=1 http://www.myvideo.ge/?video_id=1751446&fb...7920#f357c8ced4 ![]() -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
benediqt
ბენო, არის უკვე ასეთი თემა! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 04:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი