IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ID ბარათის მფლობელები, ერთწლიანი უზიარებლობით დაისჯებიან
benediqt
პოსტი Jul 2 2012, 12:13 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ID ბარათის მფლობელები ერთწლიანი უზიარებლობით დაისჯებიან


სიონისა და ყორანთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზ ბასილ ახვლედიანმა ID ბარათის მფლობელები ერთწლიანი უზიარებლობით დასაჯა.



„ID ბარათის მფლობელები ასევე, ვალდებულები იქნებიან, იმ შემთხვევაში თუ ჩემს მრევლში დარჩებიან, ყოველდღიურად ერთი წლის განმავლობაში ერთი კანონი წაიკითხონ, ხოლო მათ ვისაც ეს შეზღუდვა არ უნდათ, შეუძლიათ სხვა მრევლში გადავიდნენ და ამ კურთხევას მათ, ყველას მე ვაძლევ,“ – ბრძანა მამა ბასილმა ქადაგებისას.



როგორც მან თქვა, ID ბარათის შემოტანა დღეს უკვე დაძალებით და აგრესიულად ხორციელდება, რასაც რთულ პრობლემამდე მიჰყავს ერი.



„ID ბარათის თემა არის საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია აპოკალიფსთან. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ გვაფრთხილებდა უფალი იოანე ღვთისმეტყველის მეშვეობით ამის შესახებ და დღეს, 21–ე საუკუნეში ვაი ქრისტიანს ვევაჭრები „იქნებ არ აიღო“, „იქნებ ცხონდე რა“, აი, ასეთ პრიმიტიულ დონეზე დავედით,” - აღნიშნა მამა ბასილმა.



მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ შვილებს უნივერსიტეტისთვის ამზადებენ და აქვთ ID ბარათები, იმიტომ რომ ცივილიზაცია ითხოვს ამას, შესაბრალისები არიან.



„ეს არის ზომბირებული საზოგადოების დაკვეთა. როგორ შეიძლება, ხალხი რას იტყვის, მაგრამ არავინ არ ფიქრობს, რას იტყვის ღმერთი და არავინ ემზადება პასუხის გასაცემად, როცა ღვთის წინაშე წარსდგება,“ – ბრძანა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა და დასძინა, რომ დღეს თუ კონკრეტული და მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება არ დაიწყო, ხალხი დაიღუპება.



„მინდა ვუთხრა ასეთ ადამიანებს, ვინც სამსახურში დასარჩენად და უმაღლესში ჩასაბარებლად ID ბარათს იღებს. იუდა უფრო მსუბუქ პოზიციაში იყო, ვიდრე ახლა ეს ხალხია. იუდამ არ იცოდა ღმერთს, რომ ღალატობდა, ეს ადამიანები კი თავისი ნებით, კეთილდღეობისთვის ღმერთს ღალატობენ,“ – აღნიშნა მამა ბასილმა.



მისივე თქმით, ინგლისმა ID ბარათის გასაუქმებლად ერთი მილიარდი ფუნტი გაიღო.


„უამრავლა ცივილურმა ქვეყანამ აკრძალა ID ბარათი. მათ შორის, ინგლისმაც, რომელსაც ერთი მილიარდი ფუნტი დასჭირდა შეცდომის გამოსასწორებლად,“ – ბრძანა მამა ბასილმა.

http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=10235&Itemid=1

http://www.myvideo.ge/?video_id=1751446&fb...7920#f357c8ced4


user.gif


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
benediqt
პოსტი Jul 2 2012, 02:24 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



afxazi
ციტატა
ჩემს შესაძლებლობებს ცდება ვიღაცის დასჯის მოთხოვნა.


მე ეს გკითხე? დასჯა რატომ უნდა მოითხოვო?


ციტატა
თვლი თუ არა საკუთარ თავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად?


ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 2 2012, 10:55 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(benediqt @ Jul 2 2012, 02:24 PM) *

ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?


ты что, еврей, что на вопрос вопросом отвечаешь?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 04:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი