![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
benediqt |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 ![]() |
კვირას, 8 ივლისს, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა, სადაც წარმოთქვა ასეთი სახის ერესი: "... რომ ძე ღვთისა სულია, და ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში, და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმ მამები, და სისხლი დედა ღვთისმშობელი მარიამისგან დედა ღვთისმშობლისგან, და როცა ჩვენ სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი..."
![]() ![]() სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი. ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=l1dLTZCG_mc...layer_embedded#! -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ჩემი აზრით, ასეთი აზრით არ უთქვამს: "ჩვენ მხოლოდ დედა ღვთისმშობლის ხორც ვეზიარებითო"... არამედ "როცა ჩვენ მაცხოვრის სისხლს და ხორცს ვეზიარებით, მასში ღვთისმშობლის სისხლი და ხორციცაა..." შეიძლება ეს სიტყვებიც უხერხულად ჟღერდეს, მაგრამ არ მგონია რომ დოგმატური ხასიათით ეთქვას ეს სიტყვები... როდესაც უფლის დედა ღვთისმშობელს ვუწოდებთ, როდესაც ქრისტე ღმერთზე ვამბობთ, რომ იგი სრული კაციცაა (ადამიანი), ეს როგორ, თუ არა ღვთისმშობლისაგან (რა თქმა უნდა, სულიწმინდის მიერ)... რა გასაკვირია უფლის ხორცი და სისხლი რომ ღვთისმშობლისგანაცაა, და ამავე გაგებით მასთან ზიარებაშიც ხომ ღვთისმშობლის წვლილიცაა... არ ვამბობ, რომ ღვთისმშობლის სიხლს და ხორცს აქვს მაცხონებელი, გამომხსნელი მნიშვნელობა, არა, უბრალოდ, ზიარებაში კი მხოლოდ, პიროვნულად, მაცხოვრის სისხლს და ხორცს ვეზიარებით.... მაგრამ ეს სისხლი და ხორცი რომ არის, ხომ ღვთისმშობლის წვლილიცაა... მასში ხომ ღვთისმშობლისეულიც არის რაღაც, უბრალო სისხლის და ხორცის დონეზე...
მე მგონია ამ გაგებით თქვა... მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა ასეც მართალი... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 06:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი