![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
benediqt |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 ![]() |
კვირას, 8 ივლისს, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა, სადაც წარმოთქვა ასეთი სახის ერესი: "... რომ ძე ღვთისა სულია, და ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში, და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმ მამები, და სისხლი დედა ღვთისმშობელი მარიამისგან დედა ღვთისმშობლისგან, და როცა ჩვენ სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი..."
![]() ![]() სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი. ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=l1dLTZCG_mc...layer_embedded#! -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
![]() ![]() |
benediqt |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 ![]() |
afxazi
ციტატა სამწუხაროა მსგავსი მოვლენა. შენგან განსხვავებით ამ ყველაფერს უდიდესი სინანულით ვუყურებ (ალბათ სიხარულით მეცხრე ცაზე ხარ ეს რომ აღმოაჩინე. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ შენ ნახე და არა სხვამ მიგითითა) და იმედს ვიტოვებ რომ თანდათანობით დაიძლევა ყველა პრობლემა. დამიჯერე, არ გამხარებია ეს ფაქტი! შეიძლება შენნაირად ვერ მივიტანე გულთან, მაგრამ არ მახარებს მსგავსი ფაქტები, დამიჯერე გულწრფელად გწერ, არ ვარ ეკლესიის მტერი რომ მსგავსი მოვლენებით კმაყოფილი ვიყო... ![]() ციტატა ამასაც შეცდომას ვუწოდებ, რადგან არ ვიცით შეგნებულად თუ შეუგნებლად ითქვა. როდესაც ადამიანს აბრალებ რომ ის მატყუარაა, არგუმენტი უნდა გქონდეს. შეცდომა ჯერ კიდევ არ არის ტყუილი. შენც მოგივიდა შეცდომა ფოტი პატრიარქთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იყო შეცდომა და არა ტყუილი, რაც თავადვე აღიარე. ხო მაგრამ ჩემს და ეპისკოპოსს შორის დიდი განსხვავებაა, თან მე შეცდომა მომივიდა ფორუმში, ეპისკოპოსი ქადაგებს ამბიონიდან. ჩემი შეცდომა ფოტისთან დაკავშირებით ვაღიარე იმიტომ, რომ შენ მიმითითე შეცდიო. მეუფე სპირიდონს მეეჭვება ვინმემ მიუთითოს შეცდიო.... გასაგებია რომ შეუცდომელი არავინაა მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეცდომების დაშვება ამბიონზე, როცა ამდენი მრევლი გისმენს და შენს ქადაგებას უპირობო სიმართლედ იღებენ, რადგან ეპისკოპოსი ხარ.... lch ციტატა ეს ქადაგება მხოლოდ საბაბია, მიზეზი კი უფრო მასშტაბური და დიადია - ქართული მართმადიდებლური ეკლესია, რასაც ვერ ეგუება ლიბერტარიანელები, თავისუფლების ინსტიტუტი და ათასი ჯურის აქაური თუ გადამთიელი სექტანტი, ამიტომაც შანსს არ უშვებენ ბუზი სპილოდ მოგვაჩვენონ... ბლა ბლა ბლა -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 06:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი