![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
benediqt |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 ![]() |
კვირას, 8 ივლისს, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა, სადაც წარმოთქვა ასეთი სახის ერესი: "... რომ ძე ღვთისა სულია, და ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში, და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმ მამები, და სისხლი დედა ღვთისმშობელი მარიამისგან დედა ღვთისმშობლისგან, და როცა ჩვენ სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი..."
![]() ![]() სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი. ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=l1dLTZCG_mc...layer_embedded#! -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
![]() ![]() |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ქადაგებას თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ რომ მეუფის ამ სიტყვებს წინ ასეთი შესავალი აქვს, რომ სულიწმინდის მადლით ღვთისმშობელში შეისხა ხორცი ძე ღვთისამ და იგი არის ერთარსი მისი (მარიამის) და ასევე მთელი ადამიანური ბუნების. მერე ამატებს, რომ ღვთიმშობლის სისხლს და ხორცს ვეზიარებითო, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ გენეტიკური გაგებით თქვა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 06:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი