![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
benediqt |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 ![]() |
კვირას, 8 ივლისს, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა, სადაც წარმოთქვა ასეთი სახის ერესი: "... რომ ძე ღვთისა სულია, და ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში, და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმ მამები, და სისხლი დედა ღვთისმშობელი მარიამისგან დედა ღვთისმშობლისგან, და როცა ჩვენ სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი..."
![]() ![]() სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი. ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=l1dLTZCG_mc...layer_embedded#! -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
agmsarebeli
ციტატა დავით, ორივე ეგ ფრაზა, რომელიც ხარვეზიანად მოგეჩვენა, საღვთისმსახურო საკითხავებში მრავლადაა დავინტერესდი. იქნებ მანახო. ციტატა ვგულისხმობ გენეტიკურ ასპექტს ჩემს მიერ მოტანილი ფრაზები მე მგონი ამასთან კავშირში არაა. რასაც შენ გაუსვი ხაზი: ციტატა ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო შესაძლებელია მაინცდამაინც არ იყოს გაუგებარი. მაგრამ ძე არის სული რას ნიშნავს? როცა ვამბობთ ძეს, ვგულისხმობთ სამების მეორე ჰიპოსტასს, რადგან ძეობას ჰიპოსტასური გაგება აქვს და კონკრეტულად მას მიემართება. მაშინ ერთადერთი რამე უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ შემთხვევაში ტერმინ "სულს" ეპითეტური გაგება აქვს, როგორც ასევე "მამაც" კი ეწოდება ძეს (ეპითეტურად და არა ჰიპოსტასურად). აი სხეული ისესხა... ვერ მივხვდი. სესხება რას ნიშნავს? აკაკი ციტატა ანუ მაცხოვარს აქვს იგივე ბუნება, რაც ღვთისმშობელს (ანუ ადამიანური ბუნება) და, ზოგადად, რაც მთელ კაცთა მოდგმას აქვს... რა თქმა უნდა, ცოდვის გარეშე, რადგან ცოდვა არ არის ბუნებითი, არამედ შეძენილი. რა თქმა უნდა, ანუ მაცხოვარი არის ჩვენი ერტარსი ადამიანური ბუნებით. ეს არსებითი დოგმატური განსაზღვრებაა, რადგან თუკი ჩვენი ერთარსი არ იქნებოდა მაცხოვარი, ანუ არ მიიღებდა ადამიანურ ბუნებას (როგორც ცრუ მოძღვრობდა ევტიქი), გამოხსნა ვერ აღსრულდებოდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 06:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი