ალექსანდრე დვორკინი - სექტოლოგია, ტოტალიტარული სექტები, ქართული თარგმანის, ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ალექსანდრე დვორკინი - სექტოლოგია, ტოტალიტარული სექტები, ქართული თარგმანის, ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის შესახებ |
IOANE_ |
Jun 6 2012, 08:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 8-February 08 წევრი № 3,886 |
მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო, ცნობილი რუსი სექტოლოგის ა. დვორკინის "სექტოლოგია" ითარგმნა ქართჲლად და მისი ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების შეძენა უკვე შესაძლებელია საეკლესიო მაღაზიებში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს, ოჯახთან ერთად ესტუმრა წმ. ტიხონის სასულერო აჯკადემიის ეკლესიისა და სექტოლოგიის კათედრის გამგე, პროფ. ალ.დვორკინი. ის მართავს საჯარო ლექციებს კვირა დღის ჩათვლით. ბეჭდური და ელექტრონული ვერსია გამომცემლობა "ახალი ივირონის" მიერ მომზადდა. ელექტრონული ვერსია ნაწილობრივ სხვაობს ბეჭდური გამოცემისაგან, რადგან მას თითოეულ სექტაზე დამატებით დართული აქვს ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ის დოკუმენტური ფაქტები რაც ნაწილობრივ ავტორის მიერ არის ნახსენები და ამავდროულად დამატებითი მასალაც იყრის თავს, რომელიც სხვდასხვა დროს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნა გაშუქებული უცხოურ მედია სივრცეში, როგორც საინფორმაციო, ასევე დოკუმენტურ ჟურნალისტურ გამოძიებებში. დისკი ტექსტოლოგიური ნაწილით ბეჭდური გამოცემის იდენტურია, იგი მხოლოთ ვიდეო და ფოტო მასალით არის გამდიდრებული. DVD დისკზე ჩაწერილი აღნიშნული წიგნი, სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილი პროგრამით არის წარმოდგენილი, რომელიც მოხერხებულს ხდის ტექსტებთან მუშაობას. პოგრამას აქვს მოხერხებული საძიებო სისტემა რომელიც სწრაფად ახდენს საძიებო სიტყვის თუ ფრაზის მოძებნას. მართალია დისკის კოპირება და შიგნით არსებული ტექსტების კოპირება შეზღუდულია, თყუმცა პროგრამას აქვს ტექსტების ბეჭდვის ფუნქცია. შინაარსის მიხედვით წიგნი შედგება 11 თავისგან და მასში წარმოდგენილია "ტოტალიტარული" სექტები მაგ. მორმონები, საგუშაგო კოშკის (იეღოვას მოწმეების), კრიშნაიდების, მუნიტების და სხვა ცნობილი სექტების შესახებ ვრცელი მასალა. ელექტრონული დისკების მსურველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ : info@iviron.ge ბეჭდური გამოცემის შესყიდვა შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიებში |
A.V.M |
Jul 11 2012, 12:19 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ოღონდ ეგ არა... ან თუ მაინც, ცოტა მოწესრიგებულად ჯობია. რა არა კაცო... ბევრი რამ ვისწავლე მაგით. რა თქმა უნდა მოწესრიგებულად თორე გინება და ლანძღვა ამ თემასთან რა კავშირშია. ბოლოს რაც თქვი კიდე ეგეც მალე იქნება...ცოტა დამაცადეთ კაცო... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი