სიკვდილი არრა არის რა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილი არრა არის რა... |
misheli |
Feb 7 2007, 05:32 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 |
სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც. ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით: *** ო ნუ ტირიხარ, გთხოვ გაიღიმე და დამიხუჭე თვალნი თითებით და თუ გიყვარვარ ერთი იწამე, მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები... შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ, მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი და აჰა ვარდი დამადე გულზე , და საოცრება ჩემი იწამე მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ, მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე! ,, სიკვდილი არრა არის რა...'' |
marine |
Apr 5 2007, 11:14 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,347 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გადის თვეები, წლები, დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთა, ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე.
გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს შენ, რამეთუ განსასვენებელი მოგელის შენ." მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსხვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა და მის მიერ მონიჭებული დიადი გამარჯვების სიხარული." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი