Advanced Member
ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018
|
ეს პოსტი აქაც უნდა იყოს რა არ არის ბიბლია!- ზოგიერთ არამართლმადიდებელ ქრისტიანი ცდილობს ბიბლიიდან იმაზე მეტი ამოიკითხოს, ვიდრე იქ წერია; მათ სურთ, რომ ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმას, რომ თითქოს ბიბლია იმაზე ნაკლებია, რასაც ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რასაც ეწოდება "აპოფატიკური განმარტება", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით. მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, ჩვენივე უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო ადამიანურ გაგებებში ვაქცევთ მას. ამავე გაგებით (აპოფატიკური), წმიდა წერილი (ბიბლია) არ არის...- ისტორიის წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ათასობით წლების ისტორიას მოიცავს და აღწერს, ბიბლია არ არის ძველი ისრაელის და ძველი ეკლესიის უბრალოდ ჩანაწერი. რომელთაც წერდნენ ბიბლიას არ იყვნენ ისტორიკოსები, არამედ მოციქულები, წინასწარმეტყველები, სარწმუნოებრივ-სულიერი ხელმღვანელნი და წინამძღვრები, მეტად სულიერი სიმართლისა და ჭეშმარიტების მოძღვარებაზე (სწავლაზე) მზრუნველნი, ვიდრე ისტორიული ფაქტების წარმომდგენნი. ბიბლიის ისტორია ისეთ შინაარს გვაწოდებს, რომელიც სულიერ სიმართლეებს და ხსნის, გადარჩენის საღვთო განგებულების (გეგმის) თანდათანობით განვითარებას, მიმდინარეობას ასახავს.
- მხატვრული (შეთხზული) რომანი, მოთხრობა. მის დამწერთ არ ჰქონდათ განზარხვა, რათა ისეთი ფაქტები შეედგინათ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ხალხი, გამხდარიყვნენ რა იდუეველები თუ ქრისტიანები. უამრავი, გაცილებით მეტი არქეოლოგიური მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ჩაწერილია ბიბლიაში. თუმცა, არანაირი პრეტენზია არ არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც აღწერილია წმ. წერილში, არის ისტორიულად 100%-ანი სიზუსტით. კვლავ აღვნიშნავთ, ისტორიები, პირველ რიგში, გადმოგვცემენ ჭეშმარიტების, სულიერ სიმართლეთა აღწერილობას.
- სამეცნიერი სახელმძღვანელო. პირველად ის უნდა ითვას, რომ ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ ასწავლოს გეოგრაფია, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა ან სხვა სამეცნიერო ინფორმაცია. როდესაც ბიბლია ეხება ამ საგნებს, იგი ეფუძნება დამწერთა შეზღუდულ ცოდნას, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ბიბლია იმარხავს გარკვეულ, კონკრეტულ ადათებს, მითითებებსა და გამოცდილებას, რასაც ხალხი, ადამიანთა მოდგმა საჭიროებს, რათა წარემატოს, გაიზარდოს განსაკუთრებულად, და მეტადრე, სოციალურ კონტექსტში, და იმას, რაც ნებისმიერ დროს საჭიროა ზნეობრივობისა და მორალურობისთვის, ღვთის სათნოდ და მოსაწონად.
- შეუცდომელი თხზულება. ბიბლია აღსანიშნავად შეთანხმებულია თავის სულიერი დოგმატებსა და დებულებებში, სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. ბიბლია უტყუარი მოწმობაა იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა სურს, რა ნებავს ღმერთს, მაგრამ ეს არ მოითხოვს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა, იყოს შეუმცდარი (შეცდომისაგან თავისუფალი). მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგან შთაგონებულია, ადამიანებმა, ადვილად რომ უშვებენ შეცდომებს, დაწერეს და თარგმნეს ტექსტი. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურა, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი სავსება არის მთლიანად.
- პირადული საიდუმლოება. ბიბლია არ არის მაგიური (ჯადოქრული) წიგნი, სადაც შესაძლებელია დაისვას კითხვა, გადავშლით ბიბლიას, დავადებთ თითს რომელიმე მუხლს და მივიღებთ ღვთის პასუხს. ასეთი პრაქტიკა ცნობილია, როგორც "ბიბლიომანსია" (ინგლისურად. მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "Βιβλιομαντεία" - "ბიბლიომანტია" = ბიბლიით მკითხაობა, მარჩიელობა, წინასწარმეტყველება) და მას არ ეთანხმება, არ იაზარებს მართლმადიდებელი ეკლესია. ბიბლია სოციალურ-ზნეობრივ სირთულეებზე ღვთის მიერ ბრძანებულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს, და იმის ცოდნას, თუ როგორ ვიაროთ სიმართლით და ვიპოვოთ ხსნა, მაგრამ ბიბლიას არ აქვს პასუხი ყველა შესაძლო ცხოვრებისეულ პრობლემაზე.
- ფილოსოფიური ნაშრომი. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი იკითხებოდეს, როგორც უბრალოდ ჰუმანისტური, ფილოსოფიური მსჯელობა, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ცხოვრება და საკუთარი თავი - უკეთესად. მეტიც, თუკი მკითხველი ბიბლიას სულიერად უახლოვდება, მაშინ ბიბლია თავის სულიერ კურთხევებს ავლენს, უმეტესად სულიერად, ვიდრე ინტელექტუალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვაქთ, ბიბლია ანიჭებს თავისი ჭეშმარიტების სისავსეს, თავისი სიკეთის, სილამაზის, სახიერებისა და მშვენიერების სისავსეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში და ურთიერთობის მქონებელს სამწმინდა ღმერთთან - მამასთან, ძესა და სულიწმინდასთან.
- სამოქალაქო კონსტიტუცია. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი კარნახობდეს, თუ როგორ უნდა აწესრიგებდეს და მართავდეს საზოგადოება თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზნეობრივ, მორალურ პრინციპებს შეიცავს, რომელთა დაცვა და აღსრულება ყველასთვის სასარგებლოა, მთავრობის ხელმძღვანელთა ჩათვლით. ბიბლია არ უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ განისაზღვროს და დადგინდეს პოლიტიკური მტკიცებულებანი, არც იმისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რომ მხარს უჭერდეს პოლიტიკურად მოტივირებულ პროგრამას. მართლმადიდებლური ტრადიცია (გარდამოცემა) ასწავლის, რომ პოზიტიური სოციალური ცვლილება ხდება ეკლესიის წიაღში, როგორც მორწმუნეთა შორის ღვთის სასუფეველში.
- თვითდახმარების სახელმძღვანელო. ბიბლია არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ისწავლებოდეს ხელმძღვანელობის და ეკლესიის წინამძღოლობის გარეშე. ღმერთი არ იზრახავს იმას, რომ ჩვენ "მარტოხელა მწირი ქრისტიანები" ვიყოთ, ბიბლიიდან რაღაც-რაღაცეები ამომკრებნი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადმოცემული დოგმატური სწავლებების, ზედამხედველობის, ყურადღებისა და გაწონასწორებულობის გარეშე. ეს ხომ სულ მარტივია, და ძალიანაც (ზედმეტად) ხშირი, განცალკევებით, ინდივიდუალურად ბიბლიის არასწორად განმარტება და ერესში ჩავარდნა, ან ეკლესიის გაყოფა ვინმეს მიერ საკუთარი დენომინაციის ჩამოყალიბებით.
- ამომწურავი რესურს (მარაგი). მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი წიგნია, ქრისტიანულ წიგნთა შორის უმთავრესი, იგი არ არის ყველაფერი, რასაც საჭიროებ; იგი არაა ერთადერთი სასარგებლო წიგნი იმისთვის, რომ ქრისტიანი გახდე და გაიზარდო ქრისტეში. მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს, შეისწავლონ არა მხოლოდ ბიბლია, არამდ იკითხონ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემისეულ წმიდა მამათა და დედათა ნაწერები, ნაშრომები, როგორც მათი მთლიანი წიგნები, ისე შემოკრებილი გამონათქვამები, ლიტურგიკული საგალობლები, ან მსოფლიო კრებბზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონები და სხვ. რაზედაც წმ. მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს თავის სულიერ შვილებს.
- საღვთო ბიოგრაფია. თვითონ ბიბლია არ არის ღმერთი, იგი არ აღწერს ღმერთს მთელი სისავსით, და არ არის ღმერთთან შეხვედრის ერთადერთი საშუალება. წარმოდგენა რომ გვქონდეს, ასეთი გზა "ბიბლიის კერთპთაყვანისმცემლობაა". სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანი უფრო მეტ დორს ხარჯავს თავისი ბიბიბლის და ღმერთის შესწავლა-შემეცნებაში, ვიდრე ღმერთთან პირდაპირ, უშუალო, ზიარებაში ლოცვისა და თაყვანისცემის მეშვეობით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც თაყვანსცემენ და ლოცულობენ საკმარისი ცოდნის გარეშე იმის შესახებ, ვისაც თაყვანსცემენ და ვის მიმართაც ლოცულობენ, და ისიც, თუ რატომ. ესეც, ასევე, მცდარია.
- ზემოთ აღნიშნულია ათი პუნქტი, რაც, შეიძლება ითქვას, ან არ ითქვას, არ არის ბიბლია. ორი ათასწლეულის განმავლობაში, ბიბლია იწვევდა მცდელობებს, კატეგორიებად დაეყოთ და დაენაწილებინათ იგი. ბიბლია ნამდვილად უნიკალური წიგნია მთელს მსოფლიოში ტომებად გამოქვეყნებულ წიგნთა შორის. საუკეთესო გზა, რომ გავიგოთ, თუ რა არის ბიბლია, ან რა არ არის, ესაა მისი კითხვა, ჭვრეტა, განხილვა, მის შესახებ თქვენი მოძღვარების ან სხვა მართლმადიდებელი სულიერი წინამძღვრების დაკითხვით, და ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვით. ბიბლია მარად გააოცებს და განაცვიფრებს ადამიანს თავისი სულიერი და ზნეობრივი, მორალური წიაღსვლებით ღვთისა და კაცობრობის შესახებ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. - არ არსებობს ასეთი რამ, როგორც "იმ ყველაფრის მცოდნეობაა, რის ცოდნასაც საჭიროებ", როდესაც საქმე ეხება ბიბლიას. ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი შეტყო ბიბლიიდან (არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე სასწავლებლიდან თუ ინდივიდუალურად), თავს იტყუებს და ისულელებს. ბიბლიის მეცნიერები და მკვლევარები, პროფესორები, რომლებიც უფრო ხშირად სვამენ ბიბლიის უღრმესი ჭიდან, არასოდეს უკვდებათ მთლიანად წყურვილი და ისევ და ისევ უბრუნდებიან მას. ასე რომ, ჩვენი სურვილია, რეგულარულად (სწორად და თანაზომიერად) ვასწავლიდეთ და შევამეცნებდეთ ჩვენსავე თავს წმ. წერილს, როგორც დიდი მეფე სოლომონი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივეწიფოთ სიბრძნეს და გავხდეთ ბრძენნი. "არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან" [სიბრძნე სოლომონისა 7:28].
|