IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!, წმიდანო თავნო მოციქულნო!ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
A.V.M
პოსტი Jul 11 2012, 07:31 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რამდენიმე საათიც და ამ წმიდა დღესასწაულს ვიზეიმებთ ყველა.მე როგორც მილოცვის განყოფილების მოდერი ცოტა ადრე დავიჭერ სამზადისს.

,,რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა (პეტრეს და პავლეს) ესოდენთა ჭირთა შორის და დევნულებათა? როგორ არ მოეწყინათ მათ და როგორ გასძლეს ქვეყანასა ამას შინა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და ყოვლითა სოფლიურითა წარმატებითა? მათი სიმტკიცე და მათი ნუგეში იყო იგივე სარწმუნოება და სიყვარული. პეტრე არათუ ითმენდა სულგრძელად ყოველსა დევნასა და განსაცდელსა, არამედ უხაროდაცა, ოდეს მიიღებდა ქრისტეს გულისათვის განსაცდელსა; პავლე, აღვსებული სიყვარულითა, თვით ამ სიყვარულსა შინა ჰპოვებდა თვისსა ნუგეშსა.
აჰა დიდი მაგალითი შენთვის, ძმაო! ეცადე და შეიძინე ესოდენი სარწმუნოება და სიყვარული, რათა ყოველი შენი ნუგეში მდგომარეობდეს აღსრულებასა შინა ქრისტეს მცნებათა. შენ უნდა სრულიად მიანდო თავი შენი ღმერთსა. ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს სარწმუნოება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმართლის აღსრულება. ფრიად საჭირო არს და საშიშო, უკეთუ არა-ოდეს ესენი არ გახსოვს, ანუ სრულიად გავიწყდება და ნაცვლად მისა ჰხედავ ბედნიერებასა შენსა სხვათა რომელთამე სოფლიურთა ნივთთა, ანუ მოქმედებათა შინა. სადაცა არს საუნჯე შენი, მუნ იყოს გული შენი, გეტყვის უფალი. უკეთუ საუნჯე შენი არ არის ღმერთი და ღვთის სჯული, არამედ სხვა რაიმე, მაშინ გული შენი განეშორება ღმერთსა. მოციქულთა, პეტრემ და პავლემ, საუნჯე თვისი დასდვეს ღმერთსა შინა; ამისათვის გულიცა მათი ჰპოვებდა განსვენებასა საქმეთა შინა ღვთისათა... მართალია, იგინი იყვნენ, ვითარცა ვსთქვით, დევნულნი და დამძიმებულნი ყოვლითა ამ სოფლის უბედურებითა, გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერაოდეს ვერ იგრძნობს ცოდვილის კაცის გული.''
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

უწმინდესის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წმ.სამების ტაძარში:

წმ.მოციქულების, პეტრესა და პავლეს ტროპარი.(ბეჭდვითი ვერსია)

ტროპარი:
მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:
მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი ქადაგნი, და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.

პეტრე-პავლობის ტროპარი.საგალობელი.ხმა 4-ე.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jul 13 2012, 08:24 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბადრი ბატონო!
გილოცავთ სვეტიცხოვლობასაც და დაბ.დღესაც...

(იმ თემაში სამადლობელი მაინც მოიხადე კაცო...) biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!   Jul 11 2012, 07:31 PM
აკაკი   მხნედ იყავით გა ნა...   Jul 11 2012, 09:24 PM
A.V.M   მომილოცავს ხალხო... ...   Jul 12 2012, 12:17 AM
ილია94   გილოცავთ მათი ძალა...   Jul 12 2012, 01:00 AM
George Leluashvili   გეწეოდეთ წმ. მოციქ...   Jul 12 2012, 01:18 AM
ikanosi   გილოცავთ, მრავალს ...   Jul 12 2012, 01:18 AM
აკაკი   ამინ. ყველას გვქონ...   Jul 12 2012, 01:53 AM
izi-bartki   გილოცავთ წმიდა პე...   Jul 12 2012, 11:19 AM
marine   მთელი ფორუმი დაგვა...   Jul 12 2012, 11:19 AM
nk44   გილოცავთ ძმებო და ...   Jul 12 2012, 02:50 PM
k@the   გილოცავთ. შეგეწიოთ...   Jul 12 2012, 03:28 PM
ილია94   გილოცააავთ,წმიდა პ...   Jul 12 2012, 03:45 PM
shuriani   გილოცავთ :*   Jul 12 2012, 06:33 PM
mama archili   ყველას მოგილოცავთ ...   Jul 12 2012, 08:04 PM
ილია94   მადლობთ მამაო,თქვ...   Jul 12 2012, 08:07 PM
ბადრი   გილოცავთ ყველას :)   Jul 12 2012, 09:17 PM
zaz   გილოცავთ პეტრე-პავ...   Jul 13 2012, 08:15 PM
A.V.M   ბადრი ბატონო! გილ...   Jul 13 2012, 08:24 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 02:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი