მიტროპოლიტი იობი სინოდს უპირისპირდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიტროპოლიტი იობი სინოდს უპირისპირდება |
benediqt |
Jul 15 2012, 03:15 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი: „სინოდზე განხილული იქნა, რომ სასულიერო პირებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებზე. ესეც ცალმხრივია, ე.ი. ოპოზიციის პოლიტიკურ აქციებზე არ უნდა მივიდეს სასულიერო პირი, ხოლო ხელისუფლების, ნაცმოძრაობის პოლიტიკურ აქციებზე შესაძლებელია მისვლა და ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მღვდელმთავრები მიდიან, ხვდებიან პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან, მონაწილეობენ იქ და მე ერთხელ მივედი მცხეთაში ბიძინა ივანიშვილის აქციაზე და ეს თურმე არ შეიძლება. ნამდვილად მთავრობა ძალიან სერიოზულად ერევა ეკლესიაში და ეკლესიის მართვაში, და გავლენის ქვეშ ჰყავს ეკლესია. ამიტომ თქვენ ისე უნდა იცხოვროთ, როგორც მე და თქვენი მოძღვრები გაკურთხებთ, რათა სწორი გზით იაროთ და შეცდომები არ დაუშვათ."
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=yl0kmdXac7o...player_embedded -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
benediqt |
Jul 15 2012, 10:41 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
ნაინა
ციტატა შენი ჭირიმე რა, რა თქვა მეუფემ ისეთი, რომ არ ეთანხმები? მე არსად დამიწერია მეუფეს არ ვეთანხმებითქო, მე დავწერე რომ მეუფე ამ ქადაგებით სინოდის გადაწყვეტილებას უპირისპირდება და არ ეთანხმებათქო, და არგუმენტად ვიდეო დავდე, ვიდეოში მეუფის პათოსიდან გამომდინარე ნათლად ჩანს რომ მეუფე იობი არ ეთანხმება სინოდის გადაწყვეტილებას. თემაც ზუსტად ამას ეხება, და ნუ ურევთ ხალხნო კონკრეტულ თემაში სხვა საკითხებს. ვიცი რომ არ ხართ პატარა ბავშვები და ნუ მაფიქრებინებთ რომ შინაარსი ვერ გამოგაქვთ კონკრეტული საკითხიდან და რაც მთავარია - ფორუმი არის აზრთა გაცვლა-გამოცვლის ადგილი, აქ ყველა ერთი ჭკუის ვერ იქნება და განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცეთ, ამის გამეორება და შეხსენება რატომაა საჭირო აქ ყოველთვის? -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი