მიტროპოლიტი იობი სინოდს უპირისპირდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიტროპოლიტი იობი სინოდს უპირისპირდება |
benediqt |
Jul 15 2012, 03:15 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი: „სინოდზე განხილული იქნა, რომ სასულიერო პირებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებზე. ესეც ცალმხრივია, ე.ი. ოპოზიციის პოლიტიკურ აქციებზე არ უნდა მივიდეს სასულიერო პირი, ხოლო ხელისუფლების, ნაცმოძრაობის პოლიტიკურ აქციებზე შესაძლებელია მისვლა და ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მღვდელმთავრები მიდიან, ხვდებიან პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან, მონაწილეობენ იქ და მე ერთხელ მივედი მცხეთაში ბიძინა ივანიშვილის აქციაზე და ეს თურმე არ შეიძლება. ნამდვილად მთავრობა ძალიან სერიოზულად ერევა ეკლესიაში და ეკლესიის მართვაში, და გავლენის ქვეშ ჰყავს ეკლესია. ამიტომ თქვენ ისე უნდა იცხოვროთ, როგორც მე და თქვენი მოძღვრები გაკურთხებთ, რათა სწორი გზით იაროთ და შეცდომები არ დაუშვათ."
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=yl0kmdXac7o...player_embedded -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
benediqt |
Jul 16 2012, 12:03 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
სინოდის განჩინებიდან: წმინდა სინოდი აცხადებს - სადღეისოდ წარმოდგენილი „აიდი ბარათის“ ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.
მიუხედავად განჩინებისა, მიტრ. იობი აგრძელებს ID ბარათების გმობას და მოუწოდებს მრევლს ბარათების არ გამოყენებისკენ. სინოდის განჩინებიდან: წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. მიუხედავად განჩინებისა, დღეს გორში აქციაზე ბერები მივიდნენ, ვიდეო ნახეთ 08:35 წამიდან http://www.youtube.com/watch?v=qDjFpojj-a4...layer_embedded#! -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 12:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი