ანტი-ეკლესიური ამბოხი, სოციალურ ქსელებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანტი-ეკლესიური ამბოხი, სოციალურ ქსელებში |
nk44 |
Jul 12 2012, 02:20 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ფორუმ.გე-ზე მეუფე სპირიდონის 8 ივლისის ქადაგების შესახებ სერიოზული ანტი-ეკლესიური ამბოხია ატეხილი
და სხვადასხვა ანტ-ეკლესიური სუბიქტები ავრცელებენ რომ მეუფის ეს ქადაგება არის მწვალებლობა, ამას ავრცელებენ ლათინები, ბაპტისტები და სხვა სექტანტები. სამწუხარო კი ის არის რომ ამაშია ჩართული დავით ხოსიტაშვილი და ავრცელებს რომ მეუფე სპირიდონი ქადაგებს მწვალებლობას იქნებ რაიმე ინფორმაცია დაიდოს ოფიციალური რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეიყვანონ შეცდომაში თორე ფორუმ.გე-ს რელიგიის განყოფილებაში ეს ხალხი ცდილობენ მეუფე სპირიდონის მწვალებლად გასაღებას სამწუხაროა რომ ამაში ჩართული დავით ხოსიტაშვილი -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
benediqt |
Jul 18 2012, 12:14 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
ქრიტიანული მოძღვრება მაცხოვრის განკაცების შესახებ ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ქადაგება, სადაც ერთერთი მაღალიერარქი ქადაგებისას, სამწუხაროდ ამახინჯებს ქრისტოლოგიურ დოგმატს: …ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძე ღვთისა სულია და მან ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმინდა მამები, და სისხლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისგან, და როცა სისხლსა და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი. აი, ჩვენ ვისი ქვეყანა ვართ, აი, ვინ არის ჩვენი პატრონი… ეს უკიდურესი ნესტორიანიზმია. ჩვენი ღრმა რწმენით მქადაგებელმა შეცდომა დაუშვა და არაგანზარხულად იქადაგა მწვალებლობა, მაგრამ იმისათვის რომ მრევლი არ შევიდეს ცდუნებაში, მოკლედ განმარტავთ, რომ ეს ქრისტოლოგიური სწავლება მდგომარეობს შემდეგში: ქრისტემ შეურევნელად, შეურწყმელად, განუყოფელად და განუშორებლად მიიღო ადამიანური ბუნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვყავს რამოდენიმე ციტატა წმიდა მამათა ნაშრომებიდან. წმ. იოანე დამასკელი; (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა; თავი 46) ” წმინდა ქალწულის მუცელში, ქალწულის წმინდა სისხლთაგან თავის ჰიპოსტასში გარეშემოუწერლად შეაგვამოვნა ხორცი, სულიერქმნილი მოაზროვნეობითი და გონისმივრი სულით. თვით სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი, ითვისა რა მან ადამიანური ცომის სათავე. ამრიგად, როგორც კი – ხორცი, მაშინვე – ღვთის სიტყვის ხორცი” საკითხში უკეთ გარკვევისათვის მოგვყავს საკმაოდ ვრცელი ამონარიდები წმ. კირილე ალექსანდრიელის ნაშრომებიდან: “… 2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა! 5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა! 10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა! 11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!” (“თორმეტი ანათემა”) “ანათემა თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა! ქადაგებისას ასევე გაიჟღერა კიდევ ერთმა მძიმე შეცდომამ, რომ ზიარებისას ადამიანი ეზიარება “ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს” რაც ასევე უმძიმესი შეცდომაა, რადგან მაზიარებელი ზიარების საიდუმლოში ეზიარება უფლის, იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც საღვთო ზიარების შესახებ, “დოგმატური ღვთისმეტყველების” სახელძღვანელოში წერია: ” ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία – ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკის “დოგმატური ღვთისმეტყველება”) ხოლო წმ. სვიმეონ თესალონიკელი ბრძანებს: “ზიარება გვაერთებს თვით უფალთან და ვეზიარებით ჭეშმარიტად მის ხორცსა და სისხლს. რადგან ჭამის შედეგად მოვკვდით და დავშორდით სამოთხესა და ღმერთს, ზიარების მიერ კვლავ ახლად ვიძენთ მარადიულ ცხოვრებას და ხრწნილების უკუმგდებელნი ვუერთდებით მას, უკვდავს, მოკვდავქმნილს ხორცით ჩვენს გამო” (წმ. სვიმეონ თესალონიკელი “წმინდა საიდუმლოთა შესახებ”), დამატებით მოვიყვანთ სხვა ამონარიდებსაც ამ თემასათან დაკავშირებით: ამონაკრები ზიარების ლოცვებიდან: “ღირს-მყვენ ჩუენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა.” “ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა” დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ცენტრის ეს მცირე ამონარიდი ქრისტიანული მოძღვრების უმნიშვნელოვანესი დოგმატების შესახებ, მიმართული არაა კერძოდ რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ, არამედ ემსახურება საზოგადოებისათვის ქრისტიანული მოძღვრების მიტანას და მათი შეცდომაში შეყვანისაგან დაცვას. © წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყვეების ცენტრი – 2012 წელი სტატია სრულად: http://www.orthodoxtheology.ge/qristologiamodzgvreba/ -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
nk44 |
Jul 19 2012, 02:41 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ქრიტიანული მოძღვრება მაცხოვრის განკაცების შესახებ ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ქადაგება, სადაც ერთერთი მაღალიერარქი ქადაგებისას, სამწუხაროდ ამახინჯებს ქრისტოლოგიურ დოგმატს: …ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძე ღვთისა სულია და მან ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმინდა მამები, და სისხლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისგან, და როცა სისხლსა და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი. აი, ჩვენ ვისი ქვეყანა ვართ, აი, ვინ არის ჩვენი პატრონი… ეს უკიდურესი ნესტორიანიზმია. ჩვენი ღრმა რწმენით მქადაგებელმა შეცდომა დაუშვა და არაგანზარხულად იქადაგა მწვალებლობა, მაგრამ იმისათვის რომ მრევლი არ შევიდეს ცდუნებაში, მოკლედ განმარტავთ, რომ ეს ქრისტოლოგიური სწავლება მდგომარეობს შემდეგში: ქრისტემ შეურევნელად, შეურწყმელად, განუყოფელად და განუშორებლად მიიღო ადამიანური ბუნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვყავს რამოდენიმე ციტატა წმიდა მამათა ნაშრომებიდან. წმ. იოანე დამასკელი; (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა; თავი 46) ” წმინდა ქალწულის მუცელში, ქალწულის წმინდა სისხლთაგან თავის ჰიპოსტასში გარეშემოუწერლად შეაგვამოვნა ხორცი, სულიერქმნილი მოაზროვნეობითი და გონისმივრი სულით. თვით სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი, ითვისა რა მან ადამიანური ცომის სათავე. ამრიგად, როგორც კი – ხორცი, მაშინვე – ღვთის სიტყვის ხორცი” საკითხში უკეთ გარკვევისათვის მოგვყავს საკმაოდ ვრცელი ამონარიდები წმ. კირილე ალექსანდრიელის ნაშრომებიდან: “… 2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა! 5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა! 10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა! 11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!” (“თორმეტი ანათემა”) “ანათემა თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა! ქადაგებისას ასევე გაიჟღერა კიდევ ერთმა მძიმე შეცდომამ, რომ ზიარებისას ადამიანი ეზიარება “ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს” რაც ასევე უმძიმესი შეცდომაა, რადგან მაზიარებელი ზიარების საიდუმლოში ეზიარება უფლის, იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც საღვთო ზიარების შესახებ, “დოგმატური ღვთისმეტყველების” სახელძღვანელოში წერია: ” ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία – ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკის “დოგმატური ღვთისმეტყველება”) ხოლო წმ. სვიმეონ თესალონიკელი ბრძანებს: “ზიარება გვაერთებს თვით უფალთან და ვეზიარებით ჭეშმარიტად მის ხორცსა და სისხლს. რადგან ჭამის შედეგად მოვკვდით და დავშორდით სამოთხესა და ღმერთს, ზიარების მიერ კვლავ ახლად ვიძენთ მარადიულ ცხოვრებას და ხრწნილების უკუმგდებელნი ვუერთდებით მას, უკვდავს, მოკვდავქმნილს ხორცით ჩვენს გამო” (წმ. სვიმეონ თესალონიკელი “წმინდა საიდუმლოთა შესახებ”), დამატებით მოვიყვანთ სხვა ამონარიდებსაც ამ თემასათან დაკავშირებით: ამონაკრები ზიარების ლოცვებიდან: “ღირს-მყვენ ჩუენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა.” “ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა” დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ცენტრის ეს მცირე ამონარიდი ქრისტიანული მოძღვრების უმნიშვნელოვანესი დოგმატების შესახებ, მიმართული არაა კერძოდ რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ, არამედ ემსახურება საზოგადოებისათვის ქრისტიანული მოძღვრების მიტანას და მათი შეცდომაში შეყვანისაგან დაცვას. © წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყვეების ცენტრი – 2012 წელი სტატია სრულად: http://www.orthodoxtheology.ge/qristologiamodzgvreba/ ხო მეც ვნახე ეგ დავით ხოსიტაშვილის ავტორობით მაგრამ არ აჯობებდა დავით ხოსიტაშვილს პირველ რიგში სანამ ამ კამპანიას წამოიწყებდა თავად მეუფესთვის ეკითხა და მისგან გაეგო რაზე საუბრობდა მეუფე. -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 01:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი