IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანტი-ეკლესიური ამბოხი, სოციალურ ქსელებში
nk44
პოსტი Jul 12 2012, 02:20 PM
პოსტი #41

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069

ფორუმ.გე-ზე მეუფე სპირიდონის 8 ივლისის ქადაგების შესახებ სერიოზული ანტი-ეკლესიური ამბოხია ატეხილი
და სხვადასხვა ანტ-ეკლესიური სუბიქტები ავრცელებენ რომ მეუფის ეს ქადაგება არის მწვალებლობა, ამას ავრცელებენ ლათინები, ბაპტისტები და სხვა სექტანტები.

სამწუხარო კი ის არის რომ ამაშია ჩართული დავით ხოსიტაშვილი და ავრცელებს რომ მეუფე სპირიდონი ქადაგებს მწვალებლობას

იქნებ რაიმე ინფორმაცია დაიდოს ოფიციალური რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეიყვანონ შეცდომაში

თორე ფორუმ.გე-ს რელიგიის განყოფილებაში ეს ხალხი ცდილობენ მეუფე სპირიდონის მწვალებლად გასაღებას

სამწუხაროა რომ ამაში ჩართული დავით ხოსიტაშვილი

--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
benediqt
პოსტი Jul 18 2012, 12:14 PM
პოსტი #42

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794

ქრიტიანული მოძღვრება მაცხოვრის განკაცების შესახებ

ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ქადაგება, სადაც ერთერთი მაღალიერარქი ქადაგებისას, სამწუხაროდ ამახინჯებს ქრისტოლოგიურ დოგმატს: …ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძე ღვთისა სულია და მან ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმინდა მამები, და სისხლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისგან, და როცა სისხლსა და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი. აი, ჩვენ ვისი ქვეყანა ვართ, აი, ვინ არის ჩვენი პატრონი…

ეს უკიდურესი ნესტორიანიზმია. ჩვენი ღრმა რწმენით მქადაგებელმა შეცდომა დაუშვა და არაგანზარხულად იქადაგა მწვალებლობა, მაგრამ იმისათვის რომ მრევლი არ შევიდეს ცდუნებაში, მოკლედ განმარტავთ, რომ ეს ქრისტოლოგიური სწავლება მდგომარეობს შემდეგში: ქრისტემ შეურევნელად, შეურწყმელად, განუყოფელად და განუშორებლად მიიღო ადამიანური ბუნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვყავს რამოდენიმე ციტატა წმიდა მამათა ნაშრომებიდან.

წმ. იოანე დამასკელი;

(მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა; თავი 46)

” წმინდა ქალწულის მუცელში, ქალწულის წმინდა სისხლთაგან თავის ჰიპოსტასში გარეშემოუწერლად შეაგვამოვნა ხორცი, სულიერქმნილი მოაზროვნეობითი და გონისმივრი სულით. თვით სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი, ითვისა რა მან ადამიანური ცომის სათავე. ამრიგად, როგორც კი – ხორცი, მაშინვე – ღვთის სიტყვის ხორცი”

საკითხში უკეთ გარკვევისათვის მოგვყავს საკმაოდ ვრცელი ამონარიდები წმ. კირილე ალექსანდრიელის ნაშრომებიდან:

“… 2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!

5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!

10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!

11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!”

(“თორმეტი ანათემა”)

“ანათემა

თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

ქადაგებისას ასევე გაიჟღერა კიდევ ერთმა მძიმე შეცდომამ, რომ ზიარებისას ადამიანი ეზიარება “ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს” რაც ასევე უმძიმესი შეცდომაა, რადგან მაზიარებელი ზიარების საიდუმლოში ეზიარება უფლის, იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც საღვთო ზიარების შესახებ, “დოგმატური ღვთისმეტყველების” სახელძღვანელოში წერია: ” ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία – ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკის “დოგმატური ღვთისმეტყველება”) ხოლო წმ. სვიმეონ თესალონიკელი ბრძანებს: “ზიარება გვაერთებს თვით უფალთან და ვეზიარებით ჭეშმარიტად მის ხორცსა და სისხლს. რადგან ჭამის შედეგად მოვკვდით და დავშორდით სამოთხესა და ღმერთს, ზიარების მიერ კვლავ ახლად ვიძენთ მარადიულ ცხოვრებას და ხრწნილების უკუმგდებელნი ვუერთდებით მას, უკვდავს, მოკვდავქმნილს ხორცით ჩვენს გამო” (წმ. სვიმეონ თესალონიკელი “წმინდა საიდუმლოთა შესახებ”), დამატებით მოვიყვანთ სხვა ამონარიდებსაც ამ თემასათან დაკავშირებით:

ამონაკრები ზიარების ლოცვებიდან:

“ღირს-მყვენ ჩუენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა.”

“ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა”

დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ცენტრის ეს მცირე ამონარიდი ქრისტიანული მოძღვრების უმნიშვნელოვანესი დოგმატების შესახებ, მიმართული არაა კერძოდ რომელიმე პიროვნების წინააღმდეგ, არამედ ემსახურება საზოგადოებისათვის ქრისტიანული მოძღვრების მიტანას და მათი შეცდომაში შეყვანისაგან დაცვას.

© წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყვეების ცენტრი – 2012 წელი

სტატია სრულად: http://www.orthodoxtheology.ge/qristologiamodzgvreba/

--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Jul 19 2012, 02:41 PM
პოსტი #43

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069

ციტატა(benediqt @ Jul 18 2012, 12:14 PM) *

ხო მეც ვნახე ეგ დავით ხოსიტაშვილის ავტორობით
მაგრამ არ აჯობებდა დავით ხოსიტაშვილს პირველ რიგში სანამ ამ კამპანიას წამოიწყებდა თავად მეუფესთვის ეკითხა და მისგან გაეგო რაზე საუბრობდა მეუფე.

--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
nk44   ანტი-ეკლესიური ამბოხი   Jul 12 2012, 02:20 PM
A.V.M   აქაც გაჟღერდა ეგ ი...   Jul 12 2012, 02:23 PM
nk44   აქაც გაჟღერდა ეგ ი...   Jul 12 2012, 02:27 PM
A.V.M   ვიცი ბატონო ჩემო ვ...   Jul 12 2012, 02:29 PM
nk44   ვიცი ბატონო ჩემო ვ...   Jul 12 2012, 02:33 PM
აკაკი   ეგ ფორუმი ნაგავია ...   Jul 12 2012, 02:41 PM
A.V.M   ჯიგარი ხარ აკაკი...   Jul 12 2012, 02:42 PM
nk44   აკაკი A.V.M გაიხარეთ ძ...   Jul 12 2012, 02:46 PM
A.V.M   ეგ არაფერი... სამაგ...   Jul 12 2012, 02:48 PM
George Leluashvili   :thumbs: :thumbs: :thumbs: აბსოლუ...   Jul 12 2012, 06:23 PM
A.V.M   მოდი ბიჭებო თავად ...   Jul 12 2012, 07:44 PM
George Leluashvili   A.V.M :კი1:   Jul 12 2012, 07:47 PM
benediqt   [b] ქრიტიანული მოძღ...   Jul 18 2012, 12:14 PM
nk44   [b] ქრიტიანული მოძღ...   Jul 19 2012, 02:41 PM
benediqt   nk44 და რატომაა სამწ...   Jul 19 2012, 08:54 PM
afxazi   ყველგან ჩხუბი და ა...   Jul 19 2012, 09:18 PM
მონა უფლისა   ფაქტია,რომ ბოლო ხა...   Jul 20 2012, 12:33 AM
ნაინა   მონა უფლისა სადაც ...   Jul 20 2012, 02:14 AM
nk44   afxazi დამეთანხმები რო...   Jul 20 2012, 11:22 AM
benediqt   nk44 მე ვერ დაგეთანხ...   Jul 20 2012, 11:44 AM
nk44   benediqt ამხანაგ ხოსიტა...   Jul 20 2012, 12:28 PM
benediqt   nk44 და რატომ უნდა ჰკ...   Jul 20 2012, 12:51 PM
nk44   benediqt იმიტომ რომ გაი...   Jul 20 2012, 01:02 PM
benediqt   nk44 რატომ არ მპასუხ...   Jul 20 2012, 01:07 PM
nk44   nk44 რატომ არ მპასუხო...   Jul 20 2012, 01:17 PM
benediqt   nk44 შენ დათიკოს ბრა...   Jul 20 2012, 01:40 PM
nk44   nk44 შენ ხოსიტაშვილს ...   Jul 20 2012, 01:53 PM
დათიკო   ვინ არის ამ განყოფ...   Jul 20 2012, 06:06 PM
nk44   ვინ არის ამ განყოფ...   Jul 20 2012, 06:29 PM
დათიკო   nk44 ის არ გეწყინა მეუ...   Jul 20 2012, 06:38 PM
nk44   nk44 ის არ გეწყინა მე...   Jul 20 2012, 06:42 PM
დათიკო   ეხლა მინდა პასუხი ...   Jul 20 2012, 06:43 PM
დათიკო   nk44 ერეტიკოსი მისთვ...   Jul 20 2012, 06:54 PM
afxazi   კარგია რომ დათიკომ...   Jul 20 2012, 07:16 PM
nk44   afxazi დამართავს ნებას...   Jul 20 2012, 08:54 PM
George Leluashvili   nk44 აი ეს საინტერესო...   Jul 20 2012, 09:16 PM
afxazi   George Leluashvili თავად არის...   Jul 20 2012, 09:24 PM
nk44   afxazi აი აგერ ბატონო ფ...   Jul 20 2012, 09:37 PM
afxazi   nk44 დავითი ალბათ იტყ...   Jul 20 2012, 09:48 PM
nk44   nk44 დავითი ალბათ იტ...   Jul 20 2012, 09:57 PM
ნაინა   ყოველთვის ვკითხულ...   Jul 20 2012, 09:59 PM
nk44   ნაინა ეპისკოპოსის ...   Jul 20 2012, 10:03 PM
ნაინა   nk44 თუ რაიმე მსგავსს ...   Jul 20 2012, 10:14 PM
nk44   ნაინა შენ არ გინდა ...   Jul 20 2012, 10:28 PM
დათიკო   მართალია, სპირიდონ...   Jul 20 2012, 11:10 PM
ნაინა   დათიკო რომ არ უნდა ...   Jul 20 2012, 11:52 PM
დათიკო   ნაინა მე დიდი იმედ...   Jul 21 2012, 12:03 AM
benediqt   ამ თემას რატომ არ ხ...   Jul 21 2012, 12:16 AM
ნაინა   benediqt შენ რომლის დახუ...   Jul 21 2012, 12:45 AM
benediqt   ნაინა თემა რომელი...   Jul 21 2012, 03:01 AM
ნაინა   benediqt ერთსა და იგივე...   Jul 21 2012, 07:57 AM
nk44   დათიკო სახუმაროდ ...   Jul 21 2012, 12:44 PM
დათიკო   nk44 რამდენი ხანი გავ...   Jul 22 2012, 09:15 AM
nk44   [b]nk44 რამდენი ხანი გა...   Jul 22 2012, 12:40 PM
დათიკო   თემა გადავიდა შესა...   Jul 22 2012, 09:33 AM
benediqt   nk44 რა წერია იქნებ დ...   Jul 22 2012, 12:48 PM
დათიკო   nk44 შენ მიპასუხე, შე...   Jul 22 2012, 12:50 PM

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 06:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი