IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეკითხვა მოძღვარს, მკრეხელობს თუ არა პატრიარქი
Laitmani
პოსტი Jun 23 2012, 01:58 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 23-June 12
წევრი № 12,442



დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"


,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“

ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18.

როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ:

ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ";

"ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ";

"ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ"


შეკითხვა მოძღვარს:

მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Laitmani
პოსტი Jul 20 2012, 04:01 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 23-June 12
წევრი № 12,442



marine

ციტატა
ვერავითარ მკრეხელობას ვერ ვხედავ მე ხელზე მთხვევაში.


ძალიან ცუდი თუ ვერ ხედავთ, შევეცდები დაგანახვოთ.

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი.

კითხვა: რას განასახიერებს სიმბოლურად, როდესაც მღვდელმსახურს ვეამბორებით ხელზე?

პასუხი: მოძღვრის ხელზე მთხვევით ჩვენ ვეხებით მაკურთხეველ მარჯვენას და ამით ვაღიარებთ, რომ მოძღვარზე არის სამოციქულო მადლი.

http://www.kvirispalitra.ge/questions.html...uestion&id=1224

შესაბამისად მამა გიორგიმ აღიარა, რომ რომის პაპზე არის სამოციქულო მადლი.

ეხლა რა არის ეს სამოციქულო მადლი? ეს ნიშნავს მოციქულთა მიერ ხელდასხმით გადაცემულ სულიწმიდის მადლს ჭეშმარიტი ეკლესიის ეპისკოპოსებსა და საჭეთმბყრობლებზე, აი ასეთი ეკლესიის საჭეთმბყრობლად აღიარა რომაულ-ლათინური ერესის ქურუმი მაგ პროტოპრესვიტერმა ხელზე მთხვევით და თქვენ თუ ვერ ხედავთ აქ მკრეხელობას, თუ გნებავთ სხვა თემაში დავკონკრეტდეთ ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად.

ციტატა
თუ მამა გიორგისთან არ გსურს საუბარი, მაშინ დარეკე საპატრიარქოში და იქ დაგაკვალიანებენ ვის ესაუბრო.


მსურს ან არ მსურზე არ არის, მე კითხვა დავსვი და თუ შეუძლიათ მიპასუხონ, თუ არ შეუძლიათ ან არ უნდათ პასუხის გაცემა მაშინ დაწერონ, რომ არ შეგვიძლია კითხვაზე პასუხის გაცემა ან არ გვსურს ამის ქმნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Laitmani   შეკითხვა მოძღვარს   Jun 23 2012, 01:58 PM
Laitmani   კითხვა ჩავწერე დავ...   Jul 20 2012, 03:19 PM
marine   კითხვა ჩავწერე და...   Jul 20 2012, 03:21 PM
Laitmani   marine ძვირფასო მარინ...   Jul 20 2012, 03:28 PM
marine   marine ძვირფასო მარინ...   Jul 20 2012, 03:32 PM
Laitmani   marine გმადლობ მარინე...   Jul 20 2012, 03:46 PM
marine   [b]marine გმადლობ მარინ...   Jul 20 2012, 03:47 PM
George Leluashvili   Laitmani ეს კურთხევის ა...   Jul 20 2012, 03:58 PM
Laitmani   marine ძალიან ცუდი თუ ...   Jul 20 2012, 04:01 PM
marine   marine ძალიან ცუდი თუ ვ...   Jul 20 2012, 04:07 PM
George Leluashvili   Laitmani რატომ ურევ ყვე...   Jul 20 2012, 04:07 PM
marine   Laitmani შენი აზრით "ჩ...   Jul 20 2012, 04:13 PM
Laitmani   George Leluashvili პატივისცე...   Jul 20 2012, 04:19 PM
marine   George Leluashvili პატივისცემ...   Jul 20 2012, 04:24 PM
George Leluashvili   Laitmani მამა ლევანი სა...   Jul 20 2012, 04:23 PM
Laitmani   George Leluashvili გიორგი, მშო...   Jul 20 2012, 04:26 PM
marine   marine არანაირად, უბრა...   Jul 20 2012, 04:29 PM
George Leluashvili   Laitmani შენ გაიხარე! ...   Jul 20 2012, 04:31 PM
Laitmani   George Leluashvili შენც გაიხა...   Jul 20 2012, 04:50 PM
George Leluashvili   Laitmani იცი რა, ჯერ ერთი...   Jul 20 2012, 09:06 PM
afxazi   თემა აშკარად პროვო...   Jul 20 2012, 09:31 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 07:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი