![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"
,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“ ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18. როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ: ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ"; "ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ"; "ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ" შეკითხვა მოძღვარს: მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ? |
![]() ![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
marine
ციტატა ვერავითარ მკრეხელობას ვერ ვხედავ მე ხელზე მთხვევაში. ძალიან ცუდი თუ ვერ ხედავთ, შევეცდები დაგანახვოთ. მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი. კითხვა: რას განასახიერებს სიმბოლურად, როდესაც მღვდელმსახურს ვეამბორებით ხელზე? პასუხი: მოძღვრის ხელზე მთხვევით ჩვენ ვეხებით მაკურთხეველ მარჯვენას და ამით ვაღიარებთ, რომ მოძღვარზე არის სამოციქულო მადლი. http://www.kvirispalitra.ge/questions.html...uestion&id=1224 შესაბამისად მამა გიორგიმ აღიარა, რომ რომის პაპზე არის სამოციქულო მადლი. ეხლა რა არის ეს სამოციქულო მადლი? ეს ნიშნავს მოციქულთა მიერ ხელდასხმით გადაცემულ სულიწმიდის მადლს ჭეშმარიტი ეკლესიის ეპისკოპოსებსა და საჭეთმბყრობლებზე, აი ასეთი ეკლესიის საჭეთმბყრობლად აღიარა რომაულ-ლათინური ერესის ქურუმი მაგ პროტოპრესვიტერმა ხელზე მთხვევით და თქვენ თუ ვერ ხედავთ აქ მკრეხელობას, თუ გნებავთ სხვა თემაში დავკონკრეტდეთ ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად. ციტატა თუ მამა გიორგისთან არ გსურს საუბარი, მაშინ დარეკე საპატრიარქოში და იქ დაგაკვალიანებენ ვის ესაუბრო. მსურს ან არ მსურზე არ არის, მე კითხვა დავსვი და თუ შეუძლიათ მიპასუხონ, თუ არ შეუძლიათ ან არ უნდათ პასუხის გაცემა მაშინ დაწერონ, რომ არ შეგვიძლია კითხვაზე პასუხის გაცემა ან არ გვსურს ამის ქმნა. |
marine |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,622 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ძალიან ცუდი თუ ვერ ხედავთ, შევეცდები დაგანახვოთ. მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი. კითხვა: რას განასახიერებს სიმბოლურად, როდესაც მღვდელმსახურს ვეამბორებით ხელზე? პასუხი: მოძღვრის ხელზე მთხვევით ჩვენ ვეხებით მაკურთხეველ მარჯვენას და ამით ვაღიარებთ, რომ მოძღვარზე არის სამოციქულო მადლი. http://www.kvirispalitra.ge/questions.html...uestion&id=1224 შესაბამისად მამა გიორგიმ აღიარა, რომ რომის პაპზე არის სამოციქულო მადლი. ეხლა რა არის ეს სამოციქულო მადლი? ეს ნიშნავს მოციქულთა მიერ ხელდასხმით გადაცემულ სულიწმიდის მადლს ჭეშმარიტი ეკლესიის ეპისკოპოსებსა და საჭეთმბყრობლებზე, აი ასეთი ეკლესიის საჭეთმბყრობლად აღიარა რომაულ-ლათინური ერესის ქურუმი მაგ პროტოპრესვიტერმა ხელზე მთხვევით და თქვენ თუ ვერ ხედავთ აქ მკრეხელობას, თუ გნებავთ სხვა თემაში დავკონკრეტდეთ ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად. მსურს ან არ მსურზე არ არის, მე კითხვა დავსვი და თუ შეუძლიათ მიპასუხონ, თუ არ შეუძლიათ ან არ უნდათ პასუხის გაცემა მაშინ დაწერონ, რომ არ შეგვიძლია კითხვაზე პასუხის გაცემა ან არ გვსურს ამის ქმნა. ძალიან პროვოკატორობ. მე მიმაჩნია რომ არ არის ხელზე მთხვევა მკრეხელობა. ჩვენს პატრიარქსაც ემთხვევიან ხოლმე ხელზე სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები, მაგრამ ამით მათი მრწამსი არ იცვლება. ძალიან პროვოკატორობ. ამიტომ რაც გირჩიე, ისე გააკეთე. თუ გულწრფელად გაინტერესებს პასუხი (რაც მეეჭვება) დარეკე საპატრიარქოში და დაგაკვალიანებენ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 06:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი