![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#21
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"
,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“ ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18. როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ: ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ"; "ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ"; "ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ" შეკითხვა მოძღვარს: მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ? |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#22
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
Laitmani
ციტატა პატივისცემის გამოხატულება უბრალო მისალმებითაც შეიძლება, ხოლო სასულიერო პირის ხელზე ამბორი რასაც ნიშნავს ზემოთ არის კარგად განმარტებული დეკანოზ ლევან მათეშვილის მიერ. მამა ლევანი საუბრობს მართლმადიდებელ სასულიერო პირზე და არსად ახსენებს კათოლიკეებს. რაც შეეხება უბრალო მისალმებას, მამა გიორგი არ დაიწყებდა თავის დაფასებას - თქვენ ხელზე ემთხვიეთ, მე კი სალამს მივცემო. ყველა ხელზე ემთხვეოდა და რა პრობლემაა, რომ მანაც იგივე გააკეთა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 12:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი