![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"
,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“ ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18. როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ: ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ"; "ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ"; "ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ" შეკითხვა მოძღვარს: მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ? |
![]() ![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
George Leluashvili
ციტატა ასევე უწმინდესმა ბრძანა, რომ ყოველ დღე უნდა ვემთხვიოთ მშობლებს ხელზე და ავიღოთ მათგან ლოცვა კურთხევა. გიორგი, მშობელი, ლამაზი გოგონა და რომის პაპი ერთი და იგივე არ არის, როდესაც ბიჭი ლამაზ გოგონას ხელზე კოცნის ეს ამბორი გამოხატავს მიჯნურობას, როდესაც შვილი მშობელს კოცნის ეს დედაშვილურ ან მამაშვილურ სიყვარულს, ხოლო როდესაც მართლმადიდებელი მღვდელმსახური მწვალებელთა ბელადს ეამბორება ხელზე ეს ნიშნავს მისგან იმის აღიარებას რომ მწვალებელთა ბელადში სამოციქულო მადლია. მე ეხლა აქ ვერ აგიხსნით ვისთვის კოცნა რას ნიშნავს ეს წესით თავად უნდა იცოდეთ. მშობლის ხელზე ამბორს ადარებ მართლმადიდებელი მღვდელმსახურის რომის პაპის ხელზე მთხვევას? საოცარი ლოღიკა გაქვთ ღმერთმანი. ციტატა ალბათ თავადაც კარგად გესმის, რომ პროტოპრესვიტერი არ აღიარებს კათოლიციზმსა და მით–უმეტეს რომის პაპს. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ეგრე არც პატრიარქი არ აღიარებს ამ ერესს მაგრამ ზემოთ კი დევს ფაქტი ერეტიკოსთა ზიარებისა, ამიტომ აქაც ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. marine ციტატა შენი აზრით "ჩამჭრელი კითხვა" მოგიგონებია. არანაირად, უბრალოდ მე ვბრკოლდები, უმაღლეს იერარქთა მხრიდან დიდი რჯულის კანონის აბუჩად აგდებითა და დარღვევით. marine ციტატა არამედ მართლმადიდებელ მოძღვრების ხელი იგულისხმება. მაშინ მე რაბინსა და მოლას უნდა ვემთხვიო ყოველ დღე ხელზე და თუ ეს არ არის მკრეხელობა ზიარებას ნუ ამიკრძალავენ ამის გამო მოძღვრები შევთანხმდით? |
marine |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,622 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine არანაირად, უბრალოდ მე ვბრკოლდები, უმაღლეს იერარქთა მხრიდან დიდი რჯულის კანონის აბუჩად აგდებითა და დარღვევით. ![]() marine მაშინ მე რაბინსა და მოლას უნდა ვემთხვიო ყოველ დღე ხელზე და თუ ეს არ არის მკრეხელობა ზიარებას ნუ ამიკრძალავენ ამის გამო მოძღვრები შევთანხმდით? რომის პაპს არავინ არ კოცნის ყოველ დღე. ეს არის საპატიო შეხვედრების დროს, როცა პატივისცემის გამოხატულებაა ხელზე მთხვევა. არავინ გეუბნება რომ მოლებთან ირბინო... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 06:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი