![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"
,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“ ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18. როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ: ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ"; "ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ"; "ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ" შეკითხვა მოძღვარს: მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ? |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
Laitmani
ციტატა გიორგი, მშობელი, ლამაზი გოგონა და რომის პაპი ერთი და იგივე არ არის, როდესაც ბიჭი ლამაზ გოგონას ხელზე კოცნის ეს ამბორი გამოხატავს მიჯნურობას, როდესაც შვილი მშობელს კოცნის ეს დედაშვილურ ან მამაშვილურ სიყვარულს, ხოლო როდესაც მართლმადიდებელი მღვდელმსახური მწვალებელთა ბელადს ეამბორება ხელზე ეს ნიშნავს მისგან იმის აღიარებას რომ მწვალებელთა ბელადში სამოციქულო მადლია. შენ გაიხარე! მეც მაგას არ გეუბნები, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მართლმადიდბელ და კათოლიკე სასულიერო პირების ხელზე მთხვევა? შენ რატომ აიგივებ ერთმანეთთან? ციტატა საოცარი ლოღიკა გაქვთ ღმერთმანი. რომელ ლოგიკაზე მესაუბრები, როდესაც ერთმანეთისაგან ვერ არჩევ მართლმადიდებელ და კათოლიკე მოძღვრებს? ციტატა ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ეგრე არც პატრიარქი არ აღიარებს ამ ერესს მაგრამ ზემოთ კი დევს ფაქტი ერეტიკოსთა ზიარებისა, ამიტომ აქაც ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. მე პირადად არ ვიცი რატომ მოხდა ეს ფაქტი, რა ედო საფუძვლად, ამიტომ ვერ გიპასუხებ.პატრიარქმა შენზე და ჩემზე კარგად იცის, რომ ის ერესს ასწავლის, ამიტომ საქმე სხვა რამეში უნდა იყოს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი