![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"
,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“ ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18. როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ: ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ"; "ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ"; "ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ" შეკითხვა მოძღვარს: მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ? |
![]() ![]() |
Laitmani |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
George Leluashvili
ციტატა შენ გაიხარე!მეც მაგას არ გეუბნები, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მართლმადიდბელ და კათოლიკე სასულიერო პირების ხელზე მთხვევა?შენ რატომ აიგივებ ერთმანეთთან? შენც გაიხარე, ერთმანეთთან იმიტომ ვაიგივებ რომ სიტყვა მოძღვარი ნიშნავს სულიერ მასწავლებელს და ამ შემთხვევაში როდესაც დეკანოზი ლევან მათეშვილი პასუხობს კითხვას თუ რას გამოხატავს ხელზე მთხვევა ის არ აკონკრეტებს პასუხში რომ აქ მხოლოდ მართლმადიდებელ მოძღვარზეა საუბარი, მოძღვარი კი შეიძლება იყოს, მღვდელი, მოლა, რაბინი, გურუ, პასტორი და ა.შ პასუხი: მოძღვრის ხელზე მთხვევით ჩვენ ვეხებით მაკურთხეველ მარჯვენას და ამით ვაღიარებთ, რომ მოძღვარზე არის სამოციქულო მადლი. არსებობენ მოძღვარნი ჭეშმარიტნი და არსებობენ ცრუ მოძღვრები, აი რომის პაპი არის ცრუ მოძღვარი ვინაიდან ერესში მყოფი ეკლესიის საჭეთმბყრობელია და შესაბამისად მწვალებელი ვინაიდან: დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" აი აქედან გამომდინარე კი სატანას ცოცხალი მოციქული მიწაზე, ჰო და გეკითხები გიორგი, რა საქმე აქვს ქრისტეს ბელიართან? რა საქმე აქვს ქრისტეს მოციქულს სატანას მოციქულთან? ნუთუ ისე დაეცა საქრისტიანოს ღირსება რომ სატანას მოციქულებს ხელები უნდა ვულოშნოთ? თუნდაც პატივისცემის ნიშნად? გეკითხები ხომ იძახი რომ პატივისცემის ნიშნად ემთხვია ხელზეო? ჰო და თუნდაც პატივისცემის ნიშნად რად ემთხვია ქრისტიანი მღვდელმსახური სატანას ცოცხალ მოციქულს? ჩემი უფალი მაშინ როდესაც სატანა მიუახლოვდა მას ხელზე კი არ ემთხვია ასეთი სიტყვები უთხრა: განვედ სატანავ. ჰო და მაშინ როდესაც სატანას მოციქული გიახლოვდება რაღად უკოცნიან ხელებს? თუ არ არის რომის პაპი მწვალებელი და სატანას მოციქული? მაშ რჯულის კანონს რაღა ვუყოთ სადაც თეთრზე შავით წერია რომ მწვალებელია ყველა ვინც მცირედი მიდრკეს მართლმადიდებლობისაგან? ისე ამბობ პატივისცემა გამოხატაო გეგონება ეს ამართლებდეს რამით პროტოპრესვიტერის საქციელს, სატანას მოციქულს დაუკოცნა ხელები მაგ პროტოპრესვიტერმა და მასთან სასაუბროდ მაგზავნიდა აგერ ჩვენი თანაფორუმელი, მაგზავნიდა კაცთან რომელმაც სატანას მოციქულს ხელები დაუკოცნა. ციტატა რომელ ლოგიკაზე მესაუბრები, როდესაც ერთმანეთისაგან ვერ არჩევ მართლმადიდებელ და კათოლიკე მოძღვრებს? მე ძალიან კარგად ვარჩევ ეს პატრიარქი და პროტოპრესვიტერი გიორგი ვერ არჩევენ ვის მიცენ ზიარება და ვის არა და ვის დაუკოცნონ ხელები და ვის არა. ციტატა პატრიარქმა შენზე და ჩემზე კარგად იცის, რომ ის ერესს ასწავლის, ამიტომ საქმე სხვა რამეში უნდა იყოს. ჰო და რაში უნდა იყოს გენაცვალე საქმე ისეთში რომ საკუთარი მოქმედებებით დაარრვიო რჯულის კანონიც, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებიც და მწვალებლები აზიარო? არაფერში აქ საქმე არ არის ყველაფერი ცხადზე ცხადია, მე უბრალოდ ველოდები აქ პასუხს რომელი მოძღვარი გაბედავს პირველად და იტყვის რომ პატრიარქმა ენით აუწერელი მკრეხელობა ჩაიდინა მწვალებელთათვის წმინდა ევქარისტიის მიცემით. marine ციტატა რომის პაპს არავინ არ კოცნის ყოველ დღე. ეს არის საპატიო შეხვედრების დროს, როცა პატივისცემის გამოხატულებაა ხელზე მთხვევა. ანუ ათასში ერთხელ სატანას მოციქულების ხელზე მთხვევა არაფერია ხო? გაკვირვებული ვარ პირდაპირ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 07:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი