![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
nk44 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 ![]() |
ფორუმ.გე-ზე მეუფე სპირიდონის 8 ივლისის ქადაგების შესახებ სერიოზული ანტი-ეკლესიური ამბოხია ატეხილი
და სხვადასხვა ანტ-ეკლესიური სუბიქტები ავრცელებენ რომ მეუფის ეს ქადაგება არის მწვალებლობა, ამას ავრცელებენ ლათინები, ბაპტისტები და სხვა სექტანტები. სამწუხარო კი ის არის რომ ამაშია ჩართული დავით ხოსიტაშვილი და ავრცელებს რომ მეუფე სპირიდონი ქადაგებს მწვალებლობას იქნებ რაიმე ინფორმაცია დაიდოს ოფიციალური რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეიყვანონ შეცდომაში თორე ფორუმ.გე-ს რელიგიის განყოფილებაში ეს ხალხი ცდილობენ მეუფე სპირიდონის მწვალებლად გასაღებას სამწუხაროა რომ ამაში ჩართული დავით ხოსიტაშვილი -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
nk44
ციტატა და თუ მეწყინა არ დამიწყია მისთვის ერეტიკოსის იარლიყის მიკვრა რადგან დამანინტერესა რას ფიქრობს ამის შესახებ შენ კი იმის მაგივრად ეს კითხვა გაგჩენოდა და გეფიქრა გეკითხა მისთვის ჩასაფრებულის პოზიციიდან დაიწყე რომ მეუფე ერეს ქადაგებს და მას ცინიკურად სპირიდონიზმი უწოდე და თან ამას სექტანტებთა და სხვა ანტი-ეკლესიურ ძალებთამნ ერთად აკეთებდი. კარგი ვქენი თვეების წინ რომ დავტოვე შენი მოდერაციის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ფორუმის ძალით რელიგიის განყოფილება. ერეტიკოსი მისთვის არავის უწპდებია იმ სტატიაში! მე მოვითხოვ შენგან დაიდოს ციტატა, სადაც აღნიშნულ სტატიაში მეუფე სპირიდონი მოხსენიებულია როგორც ერეტიკოსი. თუ შენ არ დადებ ამას, მოგიწოდებ გამოიჩინო ელემენტარული ადამიანობა და მეტად აღარ გაიმეორო ეგ ცილისწამება! მე სხვაგანაც მაქვს დაწერილი, რომ არც მე და არც ვინმე სხვას არ აქვს უფლება ერეტიკოსი უწოდოს ვინმეს, მანამდე სანამ ამას კრება ან მაღალიერარქები არ გადაწყვეტენ! ეს არის ჩემი სიტყვა და გთხოვ მეტად ნუღარ მიმართავ ასეთ მდაბალ ხერხებს ჩირქი მოსცხო ადამიანის რეპუტაციას! გარდა ამისა, ის ვინც თავს თლის ქრისტიანად, ისმენს ამგვარ ცდომილებას და ხმას არ აიმაღლებს ამის შესახებ, თავად გამოდის შემწყნარებელი ამგვარი ცდომილებისა! ვისაც მიაჩნია რომ მეუფემ სწორი დოგმატური სწავლება გაავრცელა ქადაგებისას, ამოიღოს ხმა და ხმამაღლა თქვას! რაც შეეხება იმას, ვითომდა ჩასაფრებული პოზიციაა და ამბოხი: მას შემდეგ რაც იქადაგა მეუფემ არაერთი დღე გავიდა. ჩვენ (მთელი ცენტრი და არა მარტო ერთი პიროვნება) ველოდით შესაბამის რეაგირებას საპატრიარქოსგან, მაგრამ რატომღაც ეს ფაქტი გაატარეს ვითომც არაფერი მომხდარა და ცუდი არაფერი უქადაგია მეუფეს. ლოდინის შემდეგ კი გადაწყდა ყველაზე რბილ ფორმაში დაწერილიყო სწორი სწავლება ქრისტოლოგიის შესახებ. ვემეორებ, არა მხილება ან შეურაცხყოფა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სწორი სწავლების ფიქსირება წმინდა მამათა სწავლების შესაბამისად. აი, შენ კი, მოდიარ და პირდაპირ აქვეყნებ თემას თითქოსდა აქ ამბოხებას აქვს ადგილი და ჩვენ ვიღთაც სექტანტებთან მხარდამხარ ჩასაფრებულები ვებრძვით მეუფეს. ეს არ არის ქრისტიანის საქციელი, რომელსაც გული შესწტკივა თავისი ეკლესიის სწავლებაზე. ეს არა თუ არაქრისტიანული, არამედ ელემენტარულად ძალიან მდაბიო საქციელია. მე მოგიწოდებ შენ მეტად აღარ გაიმეორო მსგავსი საქციელი ასევე მოვუწოდებ ყველა მართლმადიდებელს, საუკუნეების მანძილზე საკუთარი სისხლით გადარჩენილ დოგმატების გაუკუღმართებაზე არ დახუჭონ თვალები! ხალხნო, ჩვენი წმინდა მამები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ მსგავსი შეცდომებით არ დანაგვიანებულიყო ჩვენი სწავლება. აქ კი იმაზე არის ატეხილი ერთი ამბავი, როგორ თუ გავბედეთ და ხმა ამოვიღეთ მსგავს რამეზე?! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი