ანტი-ეკლესიური ამბოხი, სოციალურ ქსელებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანტი-ეკლესიური ამბოხი, სოციალურ ქსელებში |
nk44 |
Jul 12 2012, 02:20 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ფორუმ.გე-ზე მეუფე სპირიდონის 8 ივლისის ქადაგების შესახებ სერიოზული ანტი-ეკლესიური ამბოხია ატეხილი
და სხვადასხვა ანტ-ეკლესიური სუბიქტები ავრცელებენ რომ მეუფის ეს ქადაგება არის მწვალებლობა, ამას ავრცელებენ ლათინები, ბაპტისტები და სხვა სექტანტები. სამწუხარო კი ის არის რომ ამაშია ჩართული დავით ხოსიტაშვილი და ავრცელებს რომ მეუფე სპირიდონი ქადაგებს მწვალებლობას იქნებ რაიმე ინფორმაცია დაიდოს ოფიციალური რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეიყვანონ შეცდომაში თორე ფორუმ.გე-ს რელიგიის განყოფილებაში ეს ხალხი ცდილობენ მეუფე სპირიდონის მწვალებლად გასაღებას სამწუხაროა რომ ამაში ჩართული დავით ხოსიტაშვილი -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
afxazi |
Jul 20 2012, 07:16 PM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
კარგია რომ დათიკომ პასუხი დაწერა.
nk44 მართლა ვერ გავერკვიე რის თქმას ცდილობ. გარკვევით ითქვა, რომ არავის არავისთვის ერეტიკოსი არ უწოდებია (თუ ამას მიაგნებ, მოგილოცავ, საბაბი გექნება ბრალი დასდო იმას, ვინც მეორეს ერეტიკოსი უწოდა). კვლავ გავიმეორებ, რომ ძალიან წყნარად და მშვიდად ვისაუბრეთ ამ თემაზე უკვე და ითქვა, რომ ეს ფრაზები შეიცავდა ხარვეზს. არსებობს აურაცხელი დოგმატური თხზულება, რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ მათთან შედარების შემთხვევაში ეს აზრი გაგვიჩნდეს. ერთ მაგალითს მოვიტან: IV მსოფლიო კრებაზე, როდესაც წაიკითხეს ლეონ დიდის ტომოსი, რამდენიმე ეპისკოპოსმა მოითხოვა დრო, რათა ეს ეპისტოლე შეედარებინათ კირილე ალექსანდრიელის ნაშრომებისათვის და დარწმუნებულიყვნენ მის მართლმადიდებლობაში. ამის გამო ისინი არავის დაუგმია და არ უთქვამთ, რომ მათ ლეონს შესაბამისი პატივი არ მიაგეს. შეადარეს ეს ეპისტოლე და ხელიც მოაწერეს შემდგომში მას. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს ამა თუ იმ დოგმატურ სწავლებაზე ტერმინოლოგიურად ჩამოყალიბებული სწავლებანი, რომლებსაც ყოველთვის უნდა ვადარებდეთ ამა თუ იმ ადამიანის მიერ ჩვენდამი მოწოდებულ შეხედულებებს, რომ დავრწმუნდეთ ჭეშმარიტებას გვიქადაგებს იგი თუ არა. ეს რომ არათუ ცუდი, არამედ პირიქით აუცილებელი ქმედებაა, ამას ეკლესიის ისტორია უნათლესად მეტყველებს. მე ვერავითარ ანტიეკლესიურობას ვერ ვხედავ იმაში, თუკი მეუფის სიტყვების საპასუხოდ დაიწერა მართლმადიდებელ დოგმატიკოსთა სწავლებანი, მართლმადიდებლური სწავლებანი. თუ ვინმემ მეუფეს ერეტიკოსი უწოდა, ეს შეცდომაა და არათუ უბრალოდ შეცდომა, არამედ ძალიან დიდი დანაშაულიც. ამასთან ერთად, როდესაც საკითხი მიემართება ერთ კონკრეტულ სასულიერო პირს, ამ შემთხვევაში ეპისკოპოსს, რა უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ საკითხი ეკლესიას მიემართება. რა შუაშია ეკლესია? განა ერთი ეპისკოპოსია ეკლესია? რატომ არ ამახვილებ შენ პირადად იმაზე ყურადღებას, რომ მეუფის სიტყვები არ იყო თანხმობაში იმასთან, რაც დათიკომ მოიტანა სტატიაში? შენ ისე გამოგყავს, რომ შეურაცხყოფა მეუფეს არა დათიკომ, არამედ კირილე ალექსანდრიელმა და სხვა მამებმა მიაყენეს. მე გთხოვ, რომ დაგვიწერო შენი აზრი მეუფის ციტატასთან დაკავშირებით, სწორი იყო იგი თუ არა და სათანადოდ ახსნა შენი პასუხი. სხვა შემთხვევაში ცილისწამებებს მოეშვი. აქ გუშინენა ადგმული არავინაა და ხუთი თუ არა ორი სიტყვა მაინც ეთქმის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი