სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Laitmani |
Jun 23 2012, 01:58 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 |
დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს"
,,საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი _ აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს _ ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება...“ ამონარიდი მართლმადიდებლური ჟურნალიდან ,ჯვარი ვაზისა, 1984წ., #2, გვ..17-18. როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს. ხოლო ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257 გვამცნობს, რომ: ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ"; "ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ"; "ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ" შეკითხვა მოძღვარს: მწვალებელ-ერეტიკოსთათვის ევქარისტიის მიცემით ჩაიდინა, თუ არა მკრეხელობა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ? |
![]() ![]() |
| George Leluashvili |
Jul 20 2012, 09:06 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Laitmani
ციტატა შენც გაიხარე, ერთმანეთთან იმიტომ ვაიგივებ რომ სიტყვა მოძღვარი ნიშნავს სულიერ მასწავლებელს და ამ შემთხვევაში როდესაც დეკანოზი ლევან მათეშვილი პასუხობს კითხვას თუ რას გამოხატავს ხელზე მთხვევა ის არ აკონკრეტებს პასუხში რომ აქ მხოლოდ მართლმადიდებელ მოძღვარზეა საუბარი, მოძღვარი კი შეიძლება იყოს, მღვდელი, მოლა, რაბინი, გურუ, პასტორი და ა.შ იცი რა, ჯერ ერთი მხოლოდ მამა ლევანის სიტყვებით ვერ ვიმსჯელებ და შენ კი ნუ ახდენ მისით მანიპულაციას. გასაგებად ვთქვი, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მამა გიორგი და სხვა მართლმადიდებელი სასულიერო პირნი მხოლოდდამხოლოდ პატივისცემას გამოხატავენ რომის პაპის მიმართ ხელზე მთხვევით. იქნებ ახლა ისიც მითხრა, რომ პატივი არ უნდა ვცეთ მის პიროვნებას? ციტატა დიდი რჯულის კანონი გვამცნობს: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" მე მართლმადიდებლობისგან მისწავლია, რომ უნდა შევიძულო პიროვნების არასწორი სწავლებები, მისი ცოდვილი ქმედებები და არა თავად პიროვნება, რადგან ისიც ღვთის ხატია და ჩემი მოყვასია, ამიტომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მამების დასაკნინებლად რომის პაპის მათ მიერ ხელზე მთხვევა არგუმენტად ვერ გამოგადგება.ციტატა მე ძალიან კარგად ვარჩევ ეს პატრიარქი და პროტოპრესვიტერი გიორგი ვერ არჩევენ ვის მიცენ ზიარება და ვის არა და ვის დაუკოცნონ ხელები და ვის არა. თავი დაიცხრე და ისე ისაუბრე და შესაბამისი ხარისხებით მოიხსენიე პატრიარქიც და პროტოპრესვიტერიც. შენ მათ ამას ვერ ასწავლი და საერთოდ, ადამიანს რომელსაც სულიერ ცხოვრებაში თუნდაც ერთი აგური აქვს შენზე მეტი დადებული, შენ არავითარ შემთხვევაში არ გაქვს უფლება მისი განკითხვისა! ციტატა არაფერში აქ საქმე არ არის ყველაფერი ცხადზე ცხადია, მე უბრალოდ ველოდები აქ პასუხს რომელი მოძღვარი გაბედავს პირველად და იტყვის რომ პატრიარქმა ენით აუწერელი მკრეხელობა ჩაიდინა მწვალებელთათვის წმინდა ევქარისტიის მიცემით. სანამ ვინმეს მკრეხელად და მწვალებლად შერაცხავდე, იქამდე მიზეზებიც კარგად უნდა გქონდეს გამოკვლეული და შესაბამისი პიროვნებებისგანაც უნდა მოითხოვო ახსნა. შენ მხოლოდ ფორუმზე დასმული შეკითხვითა და რამდენიმე გაუნათლებელი სასულიერო პირის პასუხით კმაყოფილდები. ეს კი შენს არაობიექტურობასა და ზერელე დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ციტატა ანუ ათასში ერთხელ სატანას მოციქულების ხელზე მთხვევა არაფერია ხო?გაკვირვებული ვარ პირდაპირ. კათოლიკეებს არ ვიხსენიებთ ჩვენ სატანის მოციქულებად და ასეც რომ იყოს, ხელს არ გვიშლის იმაში, რომ პიროვნებას ამა-თუ იმ ფორმით პატივი მივაგოთ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Laitmani შეკითხვა მოძღვარს Jun 23 2012, 01:58 PM
Laitmani კითხვა ჩავწერე დავ... Jul 20 2012, 03:19 PM
marine
კითხვა ჩავწერე და... Jul 20 2012, 03:21 PM
Laitmani marine
ძვირფასო მარინ... Jul 20 2012, 03:28 PM
marine
marine
ძვირფასო მარინ... Jul 20 2012, 03:32 PM
Laitmani marine
გმადლობ მარინე... Jul 20 2012, 03:46 PM
marine
[b]marine
გმადლობ მარინ... Jul 20 2012, 03:47 PM
George Leluashvili Laitmani
ეს კურთხევის ა... Jul 20 2012, 03:58 PM
Laitmani marine
ძალიან ცუდი თუ ... Jul 20 2012, 04:01 PM
marine
marine
ძალიან ცუდი თუ ვ... Jul 20 2012, 04:07 PM
George Leluashvili Laitmani
რატომ ურევ ყვე... Jul 20 2012, 04:07 PM
marine Laitmani
შენი აზრით "ჩ... Jul 20 2012, 04:13 PM
Laitmani George Leluashvili
პატივისცე... Jul 20 2012, 04:19 PM
marine
George Leluashvili
პატივისცემ... Jul 20 2012, 04:24 PM
George Leluashvili Laitmani
მამა ლევანი სა... Jul 20 2012, 04:23 PM
Laitmani George Leluashvili
გიორგი, მშო... Jul 20 2012, 04:26 PM
marine
marine
არანაირად, უბრა... Jul 20 2012, 04:29 PM
George Leluashvili Laitmani
შენ გაიხარე!
... Jul 20 2012, 04:31 PM
Laitmani George Leluashvili
შენც გაიხა... Jul 20 2012, 04:50 PM
afxazi თემა აშკარად პროვო... Jul 20 2012, 09:31 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2025 - 05:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი