სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დათიკო |
Jun 29 2007, 11:40 PM
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ხალხნო, მოკლედ ამას წინათ ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ თურმე სომხები თავის თავს მიაფიზიტებს უწოდებენ. ზოგადად ეს ორი ტერმინი ერთნაირად იტარგმნება, მაგრამ თუმე სწყინთ როცა მათ მონოფიზიტებად იხსენიებენ, რადგან მონოფიზიტური სწავლება თავადაც ანათემაზე გადაუციათ.
კი ვიცოდი რომ ისინი თავს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას უწოდებენ და მართლმადიდებლებადაც მიაჩნიათ თავი, მაგრამ ეს ტერმინი პირველად გავიგე. მინდა რომ ამ თემაში უფრო დეტალურად ვისაუბროთ მონოფიზიტობისა თუ ორიენტალ ორთოდოქსიის შესახებ. ანუ როგორც დიალოგისას შევიტყვე: მიაფიზიტებს მართლაც ქრისტეს ერთი ბუნების სწამთ, მაგრამ მონოფიზიტებისგან განსხვავებით, მათ სწამთ, რომ ეს ერთი ბუნება სრული ღვთიური და სრული ადამიანური ბუნების თანაბარი მონაწილეობით არის შექმნილი, მათი ერთმანეთთან შერევის, ერთმანეთისგან განცალკავების და რომელიმე მათგანის ცვლილების გარეშე. მოკლედ, ვისაუბროთ ამაზე. |
![]() ![]() |
| konstantin Logos |
Jul 21 2012, 10:50 PM
პოსტი
#2
|
![]() ქრისტიანი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 10-May 12 მდებარ.: Tbilisi წევრი № 12,342 |
afxazi
ციტატა საერთოდ ეს ტერმინი მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე და მას არც ვიყენებ მე პირადად ამა თუ იმ საუბარში. ერთბუნებიანობის აღმსარებელი ყველა მონოფიზიტია. მათ შორის შესაძლებელია იყოს სხვაობები და იყო კიდეც. ცნობილია რომ მონოფიზიტები უამრავ განშტოებად განცალკევდნენ. მგონი დეფინიციებში უნდა გავერკვეთ. მონოფიზიტობა ნიშნავს ერთ ბუნებოვნებას, სადაც "მონო" ერთი, ერთადერთის მნიშვნელობას ატარებს. ანუ ეს ერთი ვერ იქნება ორი, სამი, ხუთი და ექვსი არც ერთად და არც ცალცალკე. მონოფიზიტობა აღიარებს მხოლოდ ერთ ღვთაებრივ ბუნებას ქრისტეში, რომელმაც ან შთანთქა ადამიანური ბუნება, ან შეერწყა ადამიანურ ბუნებას ისე რომ მისგან არაფერი დარჩა(ადამიანური ბუნებისგან).. მონოფიზიტობა როგორც ტერმინი ქალკედონიტებმა მიაკერეს იარლიყად ყველა იმ ეკლესიას, რომელმაც არ მიიღო ქალკედონიტობა, და იმპერიის გარეთ ამოჩნდა(აღმოსავლეთ პროვინციები)... ევტიქის ერესი, ევტიქიანელობა საბაბად გამოიყენეს, იმისათვის რომ ყველა ის ვინც ქალკედონურ ტერმინილოგიას არ ეთანხმებოდა და სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ ან ვერ დაესწრო კრებას, ან უარყო მისი ადექვატურობა - ყველა მონოფიზიტად შეირაცხა...ოღონდ არა თვითონ 5 საუკუნის დასაწყისში, როცა ევტიქის ერესი დაიგმო, არამედ 7 საუკუნის ბოლოს, როცა აღმოსავლეთ პროვინციები იმპერიის გარეთ აღმოჩნდნენ... მიაფიზიტობა კი აღიარებს, რომ ქრისტეს ორი ბუნება აქვს, მაგრამ ეს ორი ბუნება შეერთებულია არა ერთ პირში როგორც ამას დიოფიზიტები ამბობენ, არამედ თვითონ ღმერთკაცურ ბუნებაშივე არსებობენ შეურევლად და შეურწყმელად, უნიკალური თვისებების შენარჩუნებით. ანუ ერთსა და იმავე განკაცებულ ლოგოსის ბუნებას ახასიათებს როგორც ღმერთის ასევე ადამიანის თვისებები... რაც სრულიად არ არის მონოფიზიტობა. მიაფიზიტობა - ახალი ტერმინია და მისი გათანაბრება შეიძლება ტერმინთან „კირილეანიტობასთან“, ანუ ის არ ატარებს რაიმე ახალი მიმდინარეობის შინაარსს. ვინაიდან სწორედ კირილე ალექსანდრიელის მოღვაწეობის პერიოდში ქრისტოლოგიური ტერმინების და დეფინიციების გაგებას ეფუძნება. ქალკედონის კრებამდელ ტერმინებს და დეფინიციებს ვგულისხმობ, რომელიც დამკვიდრებული იყო ალექსანდრიის სკოლაში. ალექსანდრიული სკოლის ტერმინოლოგიით უჰიპოსტასო ბუნება არ არსებობს, შესაბამისად ორი ბუნების აღიარება უტოლდება ორი ჰიპოსტასის აღიარებას, რაც ნესტორიანელობას უდრის, ხოლო ერთ ჰიპოსტაში ორი ბუნების შეერთება - კი შეუძლებლად მიაჩნდათ. ციტატა რაც შეეხება ნესტორიანიზმს, ეს უკანასკნელი მართლმადიდებლობას ეთანხმება იმაში, რომ აღიარებს ორ ბუნებას, თუმცა ეწინააღმდეგება როგორც ორი ძის აღმსარებელი. რაც შეეხება ტერმინს დიოფიზიტი, ის დამკვიდრდა ზოგადად მართლმადიდებლობის შინაარსით და თქმა იმისა, რომ ნესტორიანელობა დიოფიზიტურია, რბილად რომ ვთქვა უხერხულია. ვინაიდან III საეკლესიო კრებამდე ცნება "ბუნება" და ჰიპოსტასი ურთიერთჩანაცვლებადი იყო. ანუ როდესაც საუბარი იყო ორ ბუნებაზე, შეუძლებელი იქნებოდა ერთ ჰიპოსტასზე საუბარი. ანტიოქიურმა სკოლამ, ნესტორის ხელმძღვანელობით აღიარა 2 ბუნებასთან ერთად 2 ჰიპოსტასი. ნესტორიანელობის მთავარი საღვთისმეტყველო პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ის ქრისტეს ღმერთკაცური ბუნების სრულ სიმეტრიას აღიარებს: ერთიან ღმერთ-კაცურ პირში შეურწყმელად შეერთებულია ორი ჰიპოსტასი(ორი ბუნება) ღვთაებრივი და ადამიანური. ნესტორი ცდილობდა ერთიან პირში წარმოედგინა ღმერთის და ადამიანის ერთიანობა, ერთია ქრისტე ღმერთი, მაგრამ მას ორი ჰიპოსტასი აქვს: ლოგოსი-ძე ღვთისა, და იესო მარიამის ძე...სწორედ ეგ გახდა, იმის მიზეზი რომ ნესტორი ერიდებოდა მარიამის „ღვთისმშობლობის“ აღიარებას, იმიტომ რომ მარიამი იყო არა ქრისტეს, როგორც პირის დედა, არამედ ქრისტეს ადამიანური ჰიპოსტასის დედა. ნესტორი დაგმობილ იქნა 3 საეკლესიო კრებაზე, სადაც იგი ამხილა კირილე ალექსანდრიელმა, მიღებულ იქნა 12 ანათემატიზმი. ეს იყო ალექსანდრიული სკოლის გამარჯვება ანტიოქიურ სკოლაზე, რომლის წარმომადგენელიც იყო ნესტორი. დადგინდა კირილეს ფორმულა: „ერთიანია განხორციელებული სიტყვა-ღმერთის ბუნება“ ქალკედონურმა კრებამ და მასთან ერთად პაპი ლეონის ტომოსმა ახალი ტერმინოლოგია შემოიღო, რომელიც უცხო იყო ალექსანრდიული სკოლისთვის. ხოლო ანტიოქიურ სკოლას მიეცა საშუალება „შური ეძია“ ალექსანდრიული სკოლისთვის, სწორედ ამიტომ 4 საეკლესიო კრებაზე ქალკედონში კირილეს 12 ანათემატიზმი არ წაუკითხავთ, წაიკითხეს მხოლოდ კირილეს წერილები, რომლებიც არ ეწინაამღდეგებოდნენ პაპი ლეონის ტომოსს და ქალკედონის ახალშემოღებულ „ენას“.... დადგინდა ანტიოქიური დიოფიზიტური ფორმულირება „ორი ბუნების“ შესახებ, რომელიც ერთ ჰიპოსტასში და ერთ პირში გაერთიანდა, ხოლო კირილე ალექსანდრიელის ფორმულა: ერთიანია განკაცებული სიტყვა-ღმერთის ბუნება - ამოღებულ იქნა ხმარებიდან... ყველა ვინც უარყოფდა ქალკედონის კრების გადაწყვეტილებებს და ენას - ევტიქიანებად ანუ მონოფიზიტებად შეირაცხნენ. მიაფიზიტები მიიჩნევენ, რომ ქრისტეს ღმერთკაცური ბუნების ორად გახლეჩა-გაყოფა ნესტორიანელობის საფრთხეს ქმნის, ამიტომაც არ მიიღეს ქალკედონის კრების გადაწყვეტილებები. უნდა აღინიშნოს რომ კირილე და იოანე ალექსანდრიელმა 3 საეკლესიო კრებაზე მიიღეს ისეთი ქრისტოლოგია, რომელიც მისაღები უნდა ყოფილიყო როგორც ანტიოქიისთვის, ასევე ალექსანდრიისთვის. მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ, ორივე ფლანგზე რადიკალურად განწყობილმა ფთრთებმა ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში. შესაბამისად ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებების წინწაწევას და პოზიციონირებას. თვითონ ქალკედონის კრების მიღება ყველაზე მეტად რომს აწყობდა, ვინაიდან პაპი ლეონის უცოდველობასთან არ ყოფილიყო წინაამღდეგობა.(მიიღეს რა პაპი ლეონის ტომოსი), ხოლო ანტიოქიელებისთვის აუცილებელი გახდა 5 საეკლესიო კრების მოწვევა, იმიტომ რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი იყო. რომმა უპრობლემოდ მიიღო ქალკედონი. მაგრამ თვითონ შიდა ბიზანტიურ ეკლესიებს გაუჭირდათ ქალკედონური გადაწყვეტილებების მიღება, ქრისტოლოგიური დავა საყოველთაო სახალხო გახდა ბიზანტიისთვის, ამიტომ იმპერატორები ცდილობდნენ შეერიგებინათ მოკამათე მხარეები, იღებდნენ სხვადასხვა ბრძანებულებებს, სადაც იკრძალებოდა ქალკედონის თემის გახსენება, ამათთაგან ცნობილია იმპერატორ ზენონის ჰენოტიკონი, სხვათა შორის ეს ჰენოტიკონი კავკასიის ეკლესიებმაც მიიღეს.. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა იმპერატორის ტახტზე ავიდნენ პრორომაული ორიენტაციის იუსტინე და იუსტინიანე.. დაგმეს ზენონის ჰენოტიკონი და ცდილობდნენ რომის მიერ აღიარებული ქალკედონური კრების გადაწყვეტილებების აქტუალიზაციას და დანერგვას ხალხში, და მოახერხეს კიდეც ეს, ოღონდ აღმოსავლურ პროვინციებში ეს ნაკლებად გამოუვიდათ. სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი გახდა იერარქების ხელში იარაღი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა მარადიული. საბოლოოდ რომის ეკლესიას და ბიზანტიას შორის განხეთქილება მოხდა, და მიზეზი აქაც პოლიტიკური იყო |
დათიკო მიაფიზიტები Jun 29 2007, 11:40 PM
მნათე ამ საუბარში მეც ვმ... Jun 29 2007, 11:48 PM
დათიკო მნათე
ნუ ლოსკის მი... Jun 30 2007, 12:01 AM
ლეონტი არსებობს ცნობები, ... Jun 30 2007, 12:01 AM
Sotiris დათიკო
ნუ ანერვიუ... Jun 30 2007, 01:12 AM
დათიკო Sotiris
არაა ეგ პრობლემ... Jun 30 2007, 01:17 AM
Sotiris
Sotiris
არაა ეგ პრობლე... Jun 30 2007, 04:27 AM
ნათია ძალიან საინტერესო ... Jun 30 2007, 01:50 AM
მნათე
მოკლედ ჩვენ ვამბო... Jun 30 2007, 02:40 AM
დათიკო მნათე
კი
მაცხოვარ... Jun 30 2007, 02:46 AM
მნათე
და ეს მიაფიზიტები... Jun 30 2007, 02:50 AM
ლეონტი სოტირისის მოტანილ... Jun 30 2007, 09:40 AM
Sotiris
სოტირისის მოტანილ... Jul 1 2007, 07:53 PM
italieli-dato
[b]ღმერთმა გვაშოროს... Jul 1 2007, 07:58 PM
ალექსანდრე ქართულად თარგმნეთ ... Jul 1 2007, 05:40 AM
დათიკო გაღმა ფორუმზე ასეთ... Jul 1 2007, 05:40 PM
Lenus "Our Church is Orthodox, because it has the t... Jul 1 2007, 06:10 PM
დათიკო Lenus
სწორედ რომ ბუნე... Jul 1 2007, 06:17 PM
დათიკო მე რატომღაც ასეთ ტ... Jul 1 2007, 08:13 PM
Sotiris აგერ ვდებ ლინკებს ... Jul 1 2007, 08:51 PM
forumis virusi
შამბეზის დოკუმენტ... Jul 1 2007, 09:44 PM
დათიკო Sotiris
ნეტში ხომ არ გე... Jul 1 2007, 09:13 PM
Sotiris
Sotiris
ნეტში ხომ არ გე... Jul 1 2007, 09:29 PM
დათიკო Sotiris
სამწუხაროა. არა... Jul 1 2007, 09:42 PM
Sotiris
Sotiris
კურაევის წერილ... Jul 1 2007, 10:13 PM
დათიკო Sotiris
მოკლედ რა.
რა არ... Jul 1 2007, 10:21 PM
დათიკო Audio interview with His All Holiness Ecumenical P... Jul 1 2007, 11:02 PM
Sotiris
Audio interview with His All Holiness Ecumenical ... Jul 1 2007, 11:22 PM
კანუდოსელი
უფრო საინტერესო ი... Jul 2 2007, 11:58 AM
Sotiris
ანათემა ეხება მონ... Jul 2 2007, 07:00 PM
დათიკო კანუდოსელი
მე კი მ... Jul 2 2007, 04:44 PM
likita ისეთი შთაბეჭდილებ... Jul 2 2007, 04:58 PM
Lenus
მგონი არა მარტივ, ... Jul 2 2007, 05:02 PM
დათიკო Lenus
ხო, არც ისე მარტი... Jul 2 2007, 05:28 PM
კანუდოსელი
Lenus
ხო, არც ისე მარტ... Jul 2 2007, 05:37 PM
დათიკო კანუდოსელი
აბა რო... Jul 2 2007, 05:46 PM
Lenus
კი, ბევრი არ წამიკ... Jul 2 2007, 06:35 PM
კანონისტი აი რა ვნახე ვიკიპე... Sep 6 2007, 12:28 PM
Sotiris
Православные Церкви не явл... Sep 6 2007, 08:48 PM
კანონისტი აქვე, სომხეთის სამ... Sep 6 2007, 12:48 PM
დათიკო ბოლო ბოლო გაირკვა ... Sep 6 2007, 07:28 PM
კანონისტი დათიკო
წაიკითხე ის... Sep 6 2007, 07:32 PM
დათიკო კანონისტი
წავიკით... Sep 6 2007, 07:35 PM
დათიკო Sotiris
:lol:
უი ეგ ვერ შევ... Sep 6 2007, 09:24 PM
რემანოზი რაც შ Sep 11 2007, 09:12 PM
კანონისტი ძალიან საინტერესო ... Oct 2 2007, 11:59 AM
konstantin Logos სომხური ეკლესია არ... Jul 6 2012, 08:41 AM
A.V.M konstantin Logos
რაღაც მაინტ... Jul 11 2012, 05:05 PM
konstantin Logos
konstantin Logos
რაღაც მაინტ... Jul 20 2012, 09:30 AM
dokeri მონოფიზიტობა არის ... Jul 20 2012, 03:34 PM
konstantin Logos
მონოფიზიტობა არის... Jul 20 2012, 08:47 PM
afxazi konstantin Logos
გინდა მიაფ... Jul 20 2012, 09:29 PM
konstantin Logos
konstantin Logos
გინდა მიაფი... Jul 20 2012, 10:17 PM
afxazi konstantin Logos
საერთოდ ეს ... Jul 21 2012, 01:23 PM
A.V.M ფორუმული პოლემიკე... Jul 21 2012, 03:02 PM
dokeri ჭეშმარიტება ერთია ... Aug 29 2012, 07:27 PM
A.V.M konstantin Logos
ახლა ვნახე შ... Aug 29 2012, 09:26 PM
konstantin Logos dokeri
რა თქმა უნდა ჭეშ... Aug 30 2012, 07:36 AM
A.V.M konstantin Logos
ჯერ კონკრეტ... Aug 30 2012, 12:27 PM
dokeri
ჭეშმარიტი და უნაკ... Aug 30 2012, 02:11 PM
A.V.M
არა მგონია...
,,ქრის... Aug 30 2012, 10:04 PM
dokeri [quote name='A.V.M' post='714879' ... Sep 3 2012, 01:34 PM
konstantin Logos A.V.M
ვარ მართლმადიდე... Sep 4 2012, 08:48 AM
konstantin Logos dokeri
ასე რომ ყოფილიყ... Sep 4 2012, 09:02 AM
A.V.M
ჩვეული პასუხია...:D
(... Sep 4 2012, 12:20 PM
konstantin Logos A.V.M
ბართლომე არ არი... Sep 4 2012, 12:22 PM
A.V.M
საჭირო რომ ყოფილი... Sep 4 2012, 12:28 PM
konstantin Logos A.V.M
ფილიოკვე ამოღებ... Sep 4 2012, 01:23 PM
A.V.M
მე სვა რამეს ვწერ შ... Sep 4 2012, 01:59 PM
dokeri konstantin Logos
ბართლომე არ... Sep 4 2012, 04:01 PM
A.V.M
მთლად საუბარზე ნუ ... Sep 4 2012, 04:30 PM
konstantin Logos A.V.M
ჩემი პასუხი ეხე... Sep 6 2012, 08:22 PM
A.V.M
ფილიოკვე რა თქმა უ... Sep 6 2012, 09:54 PM
konstantin Logos A.V.M
ვერ გავიგე :(
ჩვე... Sep 6 2012, 10:14 PM
George Leluashvili konstantin Logos
არა ბიჭო ეხლ... Sep 6 2012, 10:34 PM
A.V.M
მოიცა!მოიცა!
ახ... Sep 6 2012, 10:35 PM
konstantin Logos A.V.M
ბოდიში მაგრამ ... Sep 6 2012, 10:37 PM
konstantin Logos
ამაზე არსებობს მი... Sep 6 2012, 10:53 PM
A.V.M
რა პრობლემებიცაა ... Sep 7 2012, 11:11 PM
A.V.M
ზომიერება ყოველთვ... Sep 8 2012, 12:39 AM
konstantin Logos A.V.M
როგორც ვხედავ ს... Sep 8 2012, 01:07 AM
konstantin Logos A.V.M
არა, მე ვგულისხმ... Sep 8 2012, 01:26 AM
A.V.M
ღმერთმა ნუ ქნას ვი... Sep 9 2012, 11:54 PM
konstantin Logos A.V.M
ლაშა რატომ უნდა ... Sep 12 2012, 12:49 PM
A.V.M თქვენი აზრით წმ.მო... Oct 11 2012, 01:53 AM
A.V.M რატო არ წერთ არაფე... Oct 12 2012, 02:32 AM
Otherguy A.V.M
მთავარი პრობლემ... Oct 19 2012, 10:30 PM
A.V.M Otherguy
ველოდი პოსტს ამ... Oct 20 2012, 02:16 AM
Otherguy A.V.M
ათეიზმი აქ არაფ... Oct 20 2012, 08:43 PM
A.V.M
ანუ იესო ღმერთკაც... Oct 21 2012, 01:28 AM
Otherguy A.V.M
ათეიზმი რა შუაშ... Oct 21 2012, 01:56 AM
A.V.M Otherguy
მე რაღაც გკითხე... Oct 22 2012, 01:49 AM
George Leluashvili Otherguy
ღვთაებრივ ნება... Oct 22 2012, 02:49 AM
Otherguy A.V.M
არიან მწვალებლე... Oct 22 2012, 07:23 AM
marine რაღაც ასე მახსოვს, ... Oct 22 2012, 05:00 PM
afxazi Otherguy
მარტივი და გულ... Oct 22 2012, 08:28 PM
Otherguy
Otherguy
მარტივი და გულ... Oct 23 2012, 07:52 AM
George Leluashvili Otherguy
"დამორჩილებუ... Oct 22 2012, 11:08 PM
A.V.M Otherguy
აფხაზმა დაგიწე... Oct 23 2012, 01:28 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th July 2026 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი