სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Mar 1 2007, 12:35 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „ათასწლოვანი კულტურული ცხოვრების შემდეგ იციან კი ბოლოს და ბოლოს, თუ რისთვის ცხოვრობენ? რა მიზანი აქვს მათ არსებობას და რა წარმოადგენს სულიერი კულტურის იდეალს?
მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს და უმთავრესად არც სვამენ მას. ისინი იმგვარად ცხოვრობენ, როგორც ეს მათ ყოფას მოაქვს, აქვთ რა საკუთარი არსებობის ქვეცნობიერი და არაცნობიერი მიზნები. ეს მიზნები კი უმრავლესობასთან იმის იქით არ ვრცელდება, გამოკვებონ, ჩააცვან და გაათბონ საკუთარი სხეული, დააკმაყოფილონ ცხოველური მოთხოვნილებები“. მაინც რა არის ადამიანის ამქვეყნად არსებობს უმთავრესი მიზანი? რა შეხედულებებსაც არ უნდა გაეცნო ამ თემასთან დაკავშირებით, მოცემულ კითხვაზე მართლმადიდებლურ პასუხზე უფრო სწორს, გამართულს ვერ შეხვდები. კატეხიზმოში - მართლმადიდებლურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ „თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს შემქმნელს თავისას, რომლის მსგავსადაც იგი შეიქმნა“. სულიერი, პიროვნული სრულყოფაა ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. ეკლესიურ ხალხთან ეს ერთი მხრივ, გასაგებია. იმდენად მრავალფეროვანი, რთულია მართლმადიდებლური ლიტერატურა, სიბრძნენი, დოგმები, რომ ძნელია ყველას სათანადო ყურადღება მიაქციო. ზოგი ერთით დაინტერესდება, დაიმახსოვრებს, შეეცდება გაიაზროს, სხვა მეორეთი, ნაწილი მესამით. კატეხიზმოს ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც ალბათ მრევლის მრავალ წევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიუქცევია, ვერ ჩამწვდარა მის არსს, მნიშვნელობას. კიდევ სხვა ნიუანსების აღნიშვნაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა სხვა რამ არის ჩვენთვის მთავარი: ის, რომ დადგა დრო განსაკუთრებით წამოიწიოს იმ სიბრძნემ, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის სულიერი, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვა და თანდათანობით ამ მიზნის განხორციელება ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით. ერთ-ერთი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი, რასაც უნდა ეცნობოდეს ადამიანი ცხოვრებაში და კარგად იბეჭდავდეს გონებაში , სწორედ ეს არის ის, რომ უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნეული სრულყოფის გარეშე. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| სოფი |
Apr 5 2007, 05:29 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
"ღმერთი-ეს არის უსაზღვრო სიყვარული,სიცოცხლე,სიმდიდრე,
ილამაზე, უსაზღვრო კეთილი ძალა.ე.ი. ყველაფერი კეთილი თვით ღმერთშია.ღმერთმა ადამიანიც სიკეთისთვის შექმნა..." -------------------- "Happiness only real when shared."
|
natia83 რატომ შვა უფალმა ადამიანი? Mar 1 2007, 12:35 AM
KAIROS
ნათია, კეთილი იყოს... Mar 1 2007, 04:52 AM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e გამარჯობა
რისთვის... Mar 20 2007, 03:49 PM
Bloody Elf
გამარჯობა
რისთვი... Apr 16 2010, 11:42 PM
miss_kartveli ღმერთმა ადამიანის ... Mar 20 2007, 03:58 PM
ekusia a-l-e-q-s-a-n-d-r-e
ღმერთმა შე... Mar 20 2007, 05:02 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e ekusia
რათქმა უნდა ეგე... Mar 20 2007, 06:35 PM
A L U B A L A ekusia
რაო? პირველად მე... Mar 20 2007, 05:10 PM
adamis_nekni ეს მხოლოდ უფალმა უ... Mar 20 2007, 06:04 PM
მხევალი ნინო a-l-e-q-s-a-n-d-r-e
ამაზე უშვე... Mar 20 2007, 06:36 PM
palma ალბათ იმიტო, რომ ღმ... Mar 20 2007, 06:40 PM
tatia24
ალბათ იმიტო, რომ ღმ... Mar 20 2007, 10:07 PM
ქავთარაძე ამ თემაში ალბათ და ... Mar 20 2007, 06:52 PM
adamis_nekni modi yvelaferSi nu CaveZiebiT, eg RmerTma iccis da... Mar 20 2007, 07:33 PM
გლახა adamis_nekni
შენ არ ჩაეძიო ... Mar 20 2007, 07:55 PM
adamis_nekni
adamis_nekni
შენ არ ჩაეძიო ... Mar 20 2007, 07:57 PM
ნოდარიკო არადა წეღან ჩამოვა... Mar 20 2007, 09:22 PM
solomony მე ასეთი კუთხით ვი... Mar 20 2007, 10:31 PM
მარინე ღმერთს შენთვის გონ... Apr 1 2007, 11:03 PM
salomea07 ამაზე რომ ვფიქრობ, ... Apr 5 2007, 08:53 PM
laziale
ამაზე რომ ვფიქრობ, ... May 6 2007, 12:51 PM
ზებედე
რატომ შექმნა ღმერ... Aug 15 2007, 03:53 AM
bududu_tea თქვა ღმერთმა ვქმნა... May 7 2007, 12:33 AM
ნათია რადგან კეთილმა და ... May 7 2007, 01:49 AM
XAFRAN წრფეს ანუ უსასრულო... Aug 15 2007, 02:33 AM
natato95 თუ ძაან გაინტერესე... Mar 31 2011, 10:56 PM
natato95 ღმერთმა ადამიანი ს... Apr 1 2011, 12:37 AM
აკაკი "... რომ დაცემულ ან... Apr 1 2011, 09:31 AM
atheist იმიტომ რომ თავად გ... Apr 3 2011, 02:37 AM
*ana* ეს ყველაფერი კი, მა... Apr 3 2011, 09:53 PM
.zakaria.
ეს ყველაფერი კი, მა... Apr 4 2011, 08:02 PM
beks777 ღმერთმა ადამიანი შ... Apr 4 2011, 12:37 PM
beks777 .zakaria.
დამასკელი წაკ... Apr 5 2011, 10:01 PM
leluashvili.giorgi ღმერთი ისეთი დიადი... Apr 5 2011, 10:23 PM
marine "ადამიანი ცისა და... Feb 10 2014, 12:04 PM
m16
ეგ არ ცემს კითხვას ... Feb 23 2014, 10:36 PM
A.V.M რელიგიური პოლემიკ... Feb 23 2014, 10:39 PM
m16 A.V.M
დავაი დაიწყე ამ ... Feb 23 2014, 10:41 PM
MIRDAT A.V.M
რამე კამათს თუ დ... Feb 24 2014, 01:04 AM
A.V.M m16
მე რა დავიწყო . ვი... Feb 24 2014, 01:23 AM
MIRDAT
ხომ იცოდა, რომ ისე ... Feb 24 2014, 02:15 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი