ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
marine |
Mar 7 2008, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს, არის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენიმე თვეში ქვის პერანგით შეიმოსება და დასრულებულ სახეს მიიღებს
(სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ სურათი დავდო.) ახლა ავხსნი რატომ გავხსენი ეს თემა. კვირას, წირვის დასასრულს, ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა (შაქარაშვილი) გვითხრა მრევლს, რომ ხუთშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა მშენებარე ტაძარში, რადგან წმიდა შიო მღვიმელიც ცამეტი ასურელი მამიდან ერთერთია. მოძღვარმა დასძინა, რომ ტაძარში მართალია მტვერია, მაგრამ დიდი მადლიც არისო გუშინ, პარაკლისზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვგროვდით. მომიახლოვდა უცნობი ქალი და მითხრა, რომ ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი-ვარო. ხილვა მქონდა, რომ შევედი მშენებარე ტაძარში, სადაც მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მითხრა, რომ ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელობისაა და აქ დიდი მადლიაო. ამ ქალმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და ვერც თავის ეკლესიაში უთხრეს სად იყო, ამიტომ საპატრიარქოში მისულა, სადაც მოასწავლეს დიდ დიღომში. მისდა გასაოცრად მოვიდა და მართლაც ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს იხდიდა მოძღვარი მინდა, ყველას გითხრათ, რომ მართალია ტაძარი მშენებარეა, მაგრამ დიდი მადლი აქვს უკვე რამდენიმე ხატი, სანთლები და შანდლებიც არის, ასე რომ შეძლებთ სანთელი დაანთოთ და ილოცოთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2012, 12:48 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შაბათ-კვირის გარდა შუა კვირაში ყოველთვის ჩატარდება წირვა-ლოცვა შვილმკვდარი დედებისთვის. მამა დავითმა იქადაგა, იმდენი უნდა ვილოცოთ სანამ ფრთები არ ამოგვივაო
კანკელის ფრაგმენტი... ძალიან სასიამოვნოა... გაიხარე, ჩემო კარგო სტოა ფრაგმენტი, ქვაზე ამოკვეთილი ჩუქურთმა, რომელიც სტოას ამშვენებს აღსავლის კარები, რომელზეც ფართო მაშტაბით არის დაწერილი ხარების სცენა. სკამი ტაძრის ცენტრში ჭაღი, რომელიც არის 200 სანთლიანი და სანთლებს შორის დატანებულია სხვადსხვა წმინდანების ხატები. ანთებულ მდგომარეობაში ვერ გადავიღე, სურთი არ გამოვია, ამიტომ ასეთს გთავაზობთ. ჯერ მარტო ამ ტაძრის მოლოცვა იმად ღირს რომ ეს ჭაღი ნახოთ ძალიან ლამაზია მიმდინარეობს ლოცვა. თეთრ მაისურში არის გიორგი გოგუაძე, ძალიან თავმდაბალი პიროვნება, რომელმაც ააშენა ეს ტაძარი და ღმერთმა შეუწიროს ამხელა სიკეთე მიტრით დეკანოზი დავით შაქარაშვილი, ჩემი მოძღვარი და ასევე ამა ტაძრის აღმშენებელი და აწ უკვე წინამძღვარი გვერდით სტუმრად მოსული მამაო უდგას, რომელსაც სამწუხარო არ ვიცნობ და არც სახელი ვიცი. მამა დავითი სახარებას კითხულობს... ტაძარს ჩრდილოეთით აქვს პატარა მიშენება, ეკვდერივით, სადაც მამა დავითმა პირველი აღსარებები ჩაიბარა, მათ შორის ჩემიც აღსარებაზე მისული ეს ასაკიანი ადამიანი ჩვენი უხუცესი მრევლია, ბატონი ბიძინა, ძალიან, ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იმდენად ნათელი პიროვნებაა რომ სახე უბრწყინავს ხოლმე ეს მეორე მოძღვარი, მამა კახაბერია (თუ არ ვცდები გვარად ასათიანი) მამა კახაბერი ზეთს აცხებს მრევლს.. ეს კი მამა დავით მესხია რომელიც უკვე ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ტაძარში წირავს,სადაც ამ ახალი ტაძრის გახსნამდე მრევლი ვიყავი ესენი ჩვენი მედავითნეები არიან ჩემი საყვარელი მამა დავითი საოცარად მკაცრი და ამავე დროს საოცარად თბილი და ლმობიერი ღმერთმა გაგვიძლიეროს და დიდხანს გვიცოცხლოს ჯანმრთელი, სულიერად ამაღლებული და წარმატებული -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი