IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქრისტიანული ღვთისმსახურება ახალ აღთქმაში, ცოტაოდენი ინფორმაცია
სოფი
პოსტი Apr 4 2007, 05:52 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ღმერთი და ღვთისმსახურება


იესო ღმერთს "მამას" უწოდებდა რაღაც ახლებური,უფრო მეტად პიროვნული გაგებით,ვიდრე ვინმეს უწოდებია მანამდე.ის გვასწავლიდა,რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული სახით არის მისი მშობლიური მამა.იმავროულად ის თავის თანამოაზრეებს ასწავლიდა ლოცვას:"მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა!" ის ასწავლიდა მათ მისულიყვნენ ღმერთთან ისე,როგორც შვილები მიდიან მოსიყვარულე,მიმტევებელ და ბრძენ მამასთან.მან თავის მიმდევრებს მისცა "ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა"(ინ.1:12)
მრავალი ადამიანისთვის ეს მოძღვრება მეტისმეტად ახალი იყო.რელიგია მათ წარმოედგინათ მხოლოდ რიტუალებისა და წესების სისტემად,იესომ კი აჩვენა,რომ რელიგიის საფუძველთა საფუძველია - ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობანი.ღმერთი,როგორც მამა,წვდება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს,ის ზრუნავს ჩვენზე.ეს კი ლოცვას სრულიად სხვაგვარ აზრს აძლევს.
როდესაც ქალმა ჭასთან მისულ იესოს ჰკითხა,სად უნდა სცენ ადამიანებმა თაყვანი ღმერთს,მან უპასუხა:"დგება ჟამი,არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.მაგრამ...ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით,რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის"(ინ.4:21-23).მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ,როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველებამ განხორციელება,როცა "სახარება" არა მარტო ებრაელებს,არამედ წარმართებსაც ექადაგათ.
თავად მაცხოვარი სისტემურად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში და ესწრებოდა დღესასწაულებს იერუსალიმში.ის არ აწესებდწ რელიგიური რიტუალების ახალ სისტემებს.ის ვარაუდობდა,რომ მისი მოწაფეები მოძღვარს მიბაძავდნენ :შეისწავლიდნენ ბიბლიას,ილოცებდნენ და იმარხულებდნენ.და მან ანდერძად დაუტოვა მოწაფეებს,რომ ახალრწმენამიღებულნი მოენათლათ და გაეხსენებინათ მისი სიკვდილი,იმავდროულად ერთად მიეღოთ პურიცა და ღვინოც,ისევე როგორც მან გაუნაწილა მოწაფეებს პური და ღვინო თავის უკანასკნელ სერობაზე.

გავაგრძელებ.......


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
სოფი
პოსტი Apr 5 2007, 05:58 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



[] ებრაული ფონი




პირველი ქრისტიანები ებრაელები იყვნენ,ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს,რომ ქრისტიანული ღვთისმსახურების ფორმათა გამომუშავების დროს ბევრი რამ იუდაიზმთან იქნა ნასესხები.მოციქულთა საქმეების წიგნის2:46-ში ნათქვამია,რომ ებრაელი ქრისტიანები "ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში,ტეხდნენ სახლებში პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს".ისინი კვლავინდებურად ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას,რომელიც ებრაულ ტაძარში სრულდებოდა,ოღონდ ამთავრებდნენ მას განსაკუთრებული ქრისტიანული ტრაპეზით.
მაგრამ სულ მალე ქრისტიანები მიხვდნენ,რომ ტაძარში შეწირულმა მსხვერპლმა აზრი დაკარგა,ვინაიდან იესოს სიკვდილი იყო ერთხელ და სამუდამოდ მიტანილი უკანასკნელი მსხვერპლი ცოდვათა გამოსასყიდად.ისინი თანდათან განერიდნენ ტაძრულ ღვთისმსახურებას,განსაკუთრებ
თ მას შემდეგ,რაც წრისტიანებსა და იუდეველებს შორის შუღლი ჩამოვარდა.მაგრამ კიდევ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მრავალი ებრაელი ქრისტიანი აგრძელებდა სინაგოგებში სიარულს.პავლე მოციქული თავის ქადაგებას ნებისმიერ ქალაქში სინაგოგით იწყებდა და დადიოდა,ვიდრე იქიდან არ გამოაძევებდნენ.
ქრისტიანთა ღვთისმსახურებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იუდეველთა ღვთისმსახურების ორმა ასპექტმა: პასექის შესრულების რიტუალმა თავისი გამოხატულება ჰპოვა უფლის სერობაში და მეორე,სინაგოგის მსახურებამ,რომელიც შედგებოდა ბიბლიის კითხვისა,ლოცვისა და ქადაგებისაგან,ადრექრისტიანუ
ი ღვთისმსახურების მოდელში იჩინა თავი.
ებრ.7:23-27;საქმე 17:1-8


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 02:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი