გვიყვარდეს ერთმანეთი..., მერე რა რომ სხვაგვარად ვფიქრობთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გვიყვარდეს ერთმანეთი..., მერე რა რომ სხვაგვარად ვფიქრობთ |
sergi_glaxa |
Feb 18 2009, 09:49 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...
პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი... გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ.... რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით... სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო... გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ... ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას! გვიყვარდეს ერთმანეთი! |
ხახაბოელი |
Jul 24 2012, 10:47 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
iberieli1989 მამათა სწავლებები სრულ თანხმობაშია სახარებასთან და არაფრით ეწინააღმდეგება მას. 325 წელს არიანელებს რომ გაემარჯვათ დრწმუნებული ვარ დღეს უამრავი ქრისტიანული კონფესიები, რომ არიან იესოს ღმერთად არ მიიღებდნენ. საქმე იმაშია რომ ბიბლია ურთულესი წიგნია, მისი სწორი განმარტება თუ სწორი გადმოცემა არ არსებობს შეუძლებელია.გადმოცემის გარეშე რომ დაიწყეს განმარტებები, იმიტომ არის ამდენი სექტები.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 02:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი