![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...
პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი... გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ.... რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით... სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო... გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ... ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას! გვიყვარდეს ერთმანეთი! |
![]() ![]() |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
A.V.M
ციტატა რა ხდება ამ მხრივ უცხოეთში? ესპანეთში მაგალითად ძალიან ტრადიციული ხალხია, თავიანთი უყვართ ძალიან და პირველ ადგილზე აყენებენ ყოველთვის. იმდენად არ უყვართ არაფერი უცხო რომ ინგლისური ენაც კი არ იციან. მაგალითად ბარსელონას აეროპორტში ერთი კაცი ძლივს ვნახე ინგლისური რო იცოდა. რაც შეეხება რელიგიას, ძალიან უყვართ დღესასწაულები, ღამეებს ათენებენ ხოლმე, დააქვთ უზარმაზარი ქანდაკებები ქრისტეს და რვთისმშობელის და მიყვება უკან უზარმაზარი მრევლი და დადიან მთელი დღე და ღამე, მთელ ქალაქს მოივლიან, თუმცა ეს მხოლოდ რიტუალია, რაც შეეხება ცხოვრების წესს, დიდი ქრისტიანობა და რწმენა არ იგრძნობა მათ საქციელში. მიუხედავად ამისა სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, არც არავინ ცემს და არც არავინ ზღუდავს არაფერში, ხშირად მინახავს პლიაჟზე პროტესტანტების კრება. ტაძრებს რაც შეეხება, უფრო ტურისტული ნაგებობებია, ვიდრე სალოცავი. მაგრამ დიდ კათედრალებში სურათს არ გადაგაღებინებენ წირვის დროს. ისე, ტავისუფალ დღეებში შესვვლ ფასიანია, ბილეთი უნდა იყიდო ![]() თუმცა ყველა არაა ასეთი, მაგალითად, ბარსელონაში ერთი კათოლიკე კაცია, მილიონერი. აშენებული აქვს სპეციალურაად დიდი შენობა, თავშესაფარი უსახლკაროებისთვის ან ნებისმიერი მსურველისთვის ვისაც უნდა დაძინება, ტანსაცმელი, ან საკვები. მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაფერი რომ მიიღო დილა სარამოს თითო საათი მის ქადაგებას უნდა უსმინო. ძალაინ კარგი ადამიანია და კარგ საქმეს აკეთებს, ხალხს ეხმარება როგორც მატერიალურად ისე სულიერად. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი