სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| A.V.M |
Jul 13 2012, 12:35 PM
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამ თემაში იქნება ხოლმე საუბარი სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებზე ჩემო ტკბილო ხალხო...
დღეს სვეტიცხოვლობაა და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს.მრავალს დაგასწროთ უფალმა. ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა. ![]() ამ დღესასწაულის შესახებ ქადაგებს დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
| A.V.M |
Jul 28 2012, 04:43 PM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)
15 (28) ივლისი წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა. როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. - „შეიბრალე თავი, ივლიტა, - ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, - დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“ - „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს - მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ - პასუხობდა ნეტარი. უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“. ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი. ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. გილოცავთ ამ დღესასწაულს! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M მრავალს დაესწარით ! Jul 13 2012, 12:35 PM
toka@ გილოცავთ ხალხი,მრა... Jul 13 2012, 12:36 PM
marine ღმერთმა მრავალს და... Jul 13 2012, 01:16 PM
ნაინა გილოცავთ! :) Jul 13 2012, 01:36 PM
marine დღეს წმინდა მკურნა... Aug 9 2012, 01:24 PM
tatia27 marine
გაიხარე მარინე ... Aug 9 2012, 02:41 PM
marine
[b]marine
გაიხარე მარინ... Aug 9 2012, 02:43 PM
mariami-k გილოცავთ ყველას... მ... Aug 9 2012, 02:42 PM
A.V.M წმ. პანტელეიმონი ი... Aug 9 2012, 04:11 PM
zaz დღეს წმიდა ალექსან... Sep 12 2012, 05:37 PM
A.V.M zaz
გაიხარე... Sep 12 2012, 05:38 PM
.zakaria. გილოცავთ ღვთისმშო... Sep 21 2012, 01:50 AM
izi-bartki Gparavdet yovladwmida gvtismshobeli,daglocot ,gaga... Sep 21 2012, 01:47 PM
აკაკი მეც გილოცავთ ყველა... Sep 21 2012, 01:52 PM
dr.house... შობამან შენმან, ღვ... Sep 21 2012, 02:46 PM
A.V.M გილოცავთ ხალხნო! Sep 21 2012, 07:50 PM
Tushi ყველას ვულოცავ დღე... Sep 21 2012, 07:51 PM
ქევანა გილოცავთ ქეთევანო... Sep 26 2012, 09:58 AM
George Leluashvili ქევანა
გილოცავ ქეთ... Sep 26 2012, 10:13 AM
A.V.M გილოცავთ ყველას!
... Sep 26 2012, 12:29 PM
ქევანა A.V.M
ეს ბაღანე qetevani-82 რა... Sep 26 2012, 01:11 PM
k@the
გილოცავთ ყველას!
... Sep 26 2012, 03:15 PM
A.V.M
,,დასწყევლოს ღმერთ... Sep 26 2012, 04:41 PM
marine ყველა ქეთევანს გილ... Sep 26 2012, 04:46 PM
ქევანა k@the
ქე[თე]ვან უნდა და... Sep 26 2012, 07:27 PM
.zakaria. ჯვართამაღლების დღ... Sep 27 2012, 10:53 AM
A.V.M ჯვართამაღლებას გი... Sep 27 2012, 01:15 PM
mariami-k მრავალს დაესწარით Sep 27 2012, 03:27 PM
zaz ყველას გილოცავთ Sep 27 2012, 03:37 PM
marine გილოცავთ!!!!! ... Sep 27 2012, 05:39 PM
marine გილოცავთ ათცამეტი ... Sep 28 2012, 04:17 PM
A.V.M გაიხარე მარინე! Sep 28 2012, 06:33 PM
მხევალი ნინო სოფიობას გილოცავთ... Sep 30 2012, 12:35 PM
A.V.M გფარავდეთ მთელს ფო... Oct 15 2012, 02:07 AM
qetevano კი გადასცდა 12-ს მაგ... Oct 15 2012, 02:18 AM
A.V.M qetevano
მართლა ლამაზია.... Oct 15 2012, 02:25 AM
qetevano
qetevano
მართლა ლამაზია... Oct 15 2012, 08:09 AM
marine qetevano
რა სილამაზეა!... Oct 15 2012, 04:17 PM
qetevano
qetevano
ყველას გილოცა... Oct 15 2012, 06:12 PM
A.V.M დღესაა ხსენება ივე... Oct 26 2012, 02:31 AM
A.V.M მოლოცვამდე შეგახს... Nov 21 2012, 01:20 AM
zaz მთავარანგელოზობა... Nov 21 2012, 02:17 PM
marine ყველას გილოცავთ!... Nov 21 2012, 02:45 PM
zaz ყოვლადწმიდა ღვთის... Dec 4 2012, 05:09 PM
A.V.M ყოვლადწმიდა ღვთის... Dec 5 2012, 01:19 AM
A.V.M გილოცავთ ყველას წმ... Dec 13 2012, 04:37 AM
marine
გილოცავთ ყველას წ... Dec 13 2012, 10:44 AM
zaz ყველას გილოცავთ. ა... Dec 13 2012, 07:04 PM
A.V.M ყველას გილოცავთ წმ... Dec 17 2012, 02:12 AM
zaz ყველას გილოცავთ. წ... Dec 17 2012, 11:33 AM
marine მეც გილოცავთ!!! ... Dec 17 2012, 12:33 PM
Mako-Mako გილოცავთ ყველას, მ... Dec 17 2012, 07:38 PM
ბადრი გილოცავთ :) Dec 17 2012, 11:32 PM
marine ყველას გილოცავთ სა... Dec 18 2012, 10:31 AM
A.V.M ძალიან დატვირთული ... Dec 19 2012, 12:50 AM
marine ყველას გილოცავთ ნი... Dec 19 2012, 10:30 AM
zaz ყველას გილოცავთ ნი... Dec 19 2012, 08:52 PM
marine დღევანდელი დღე დღე... Dec 20 2012, 03:23 PM
marine დღეს ყოველთა ქართვ... Dec 24 2012, 12:15 PM
zaz ყველას გილოცავთ ქა... Dec 24 2012, 09:38 PM
marine დღეს უსაყვარლესი წ... Dec 25 2012, 11:16 AM
marine ფორუმელებო, უკლებლ... Dec 31 2012, 11:39 AM
A.V.M წინადაცვეთა უფლის... Jan 14 2013, 12:14 AM
marine დღეს წმინდა ანტონი... Jan 30 2013, 12:02 PM
A.V.M გილოცავთ ამ ბრწყინ... Jan 31 2013, 01:13 AM
A.V.M ყველას გილოცავთ წმ... Feb 3 2013, 02:41 PM
A.V.M აფხაზს და მთელ ფორ... Feb 8 2013, 12:42 AM
zaz გილოცავთ ყველას წმ... Feb 8 2013, 12:35 PM
marine აფხაზს, კანონისტს ... Feb 8 2013, 12:44 PM
marine თამარებო და არათამ... Feb 13 2013, 12:47 PM
izi-bartki Tamarobas gilocavt, chemo tamarebo! Gvparavdes... Feb 13 2013, 07:00 PM
A.V.M უწმიდესი და უნეტარ... Feb 15 2013, 01:11 AM
marine ყველას გილოცავთ!... Feb 15 2013, 10:31 AM
zaz ყველას გილოცავთ. ღ... Feb 15 2013, 08:42 PM
A.V.M ივერიის ღვთისმშობ... Feb 24 2013, 09:49 PM
marine გილოცავთ!!! ივე... Feb 25 2013, 11:59 AM
qetevano დღეს წმინდა ქეთევა... Mar 1 2013, 11:06 PM
A.V.M qetevano
შენ და გვანცის ... Mar 3 2013, 09:08 PM
qetevano A.V.M
მადლობა, ისევ შე... Mar 3 2013, 09:41 PM
A.V.M qetevano
გაბწითლდებოდი ... Mar 3 2013, 09:43 PM
qetevano
ნამუსი რომ მქონდე... Mar 3 2013, 09:48 PM
marine qetevano
არ ვიცოდი, ქეთ, ... Mar 4 2013, 01:55 PM
qetevano marine
მადლობა, მეც არ ვ... Mar 4 2013, 02:31 PM
marine
marine
მადლობა, მეც არ ... Mar 4 2013, 03:32 PM
A.V.M კვირაცხოვლობას გი... May 12 2013, 01:03 PM
marine გილოცავთ!!! მრა... May 13 2013, 04:27 PM
G_saxva დღევანდელ დღეს გილ... May 13 2013, 04:48 PM
marine
დღევანდელ დღეს გი... May 13 2013, 04:49 PM
G_saxva ასევე წმ. ეგნატე ბრ... May 13 2013, 04:56 PM
marine
ასევე წმ. ეგნატე ბრ... May 13 2013, 04:59 PM
A.V.M თამარობა დგება და ... May 13 2013, 09:39 PM
G_saxva გილოცავთ თამარობა... May 14 2013, 09:16 AM
zaz ყველას გილოცავთ თა... May 14 2013, 04:45 PM
marine ყველა ფორუმელს და ... May 15 2013, 04:26 PM
marine ნიკოლოზობას და შიო... May 22 2013, 04:30 PM
A.V.M ნიკოლოზობას და შიო... May 22 2013, 04:36 PM
qetevano ნიკოლოზობას გილოც... May 22 2013, 05:36 PM
G_saxva მეც გილოცავთ ორივე... May 22 2013, 05:44 PM
G_saxva გილოცავთ ამ ორი წმ... Jun 3 2013, 11:56 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 06:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი