ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
marine |
Mar 7 2008, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს, არის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენიმე თვეში ქვის პერანგით შეიმოსება და დასრულებულ სახეს მიიღებს
(სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ სურათი დავდო.) ახლა ავხსნი რატომ გავხსენი ეს თემა. კვირას, წირვის დასასრულს, ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა (შაქარაშვილი) გვითხრა მრევლს, რომ ხუთშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა მშენებარე ტაძარში, რადგან წმიდა შიო მღვიმელიც ცამეტი ასურელი მამიდან ერთერთია. მოძღვარმა დასძინა, რომ ტაძარში მართალია მტვერია, მაგრამ დიდი მადლიც არისო გუშინ, პარაკლისზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვგროვდით. მომიახლოვდა უცნობი ქალი და მითხრა, რომ ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი-ვარო. ხილვა მქონდა, რომ შევედი მშენებარე ტაძარში, სადაც მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მითხრა, რომ ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელობისაა და აქ დიდი მადლიაო. ამ ქალმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და ვერც თავის ეკლესიაში უთხრეს სად იყო, ამიტომ საპატრიარქოში მისულა, სადაც მოასწავლეს დიდ დიღომში. მისდა გასაოცრად მოვიდა და მართლაც ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს იხდიდა მოძღვარი მინდა, ყველას გითხრათ, რომ მართალია ტაძარი მშენებარეა, მაგრამ დიდი მადლი აქვს უკვე რამდენიმე ხატი, სანთლები და შანდლებიც არის, ასე რომ შეძლებთ სანთელი დაანთოთ და ილოცოთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 30 2012, 11:02 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ესე იგი, ცამეტი ასურელი მამის სახ. ტაძარში შაბათ-კვირის გარდა, შუა კვირაში, ყოველ სამშაბათ საღამოს 6 სთ-ზე და ოთხშაბათ დილით 10 სთ-ზე მამა კახაბერი ჩაატარებს წირვა-ლოცვას. ( დილის 9 სთ-ზე იკითხება ზიარების წინა ლოცვები).
თუ ტაძარში მისულებს შესასვლელი კარი დაკეტილი დაგხვდათ, ხელმარჯვნივ მოუარეთ და იქიდან იქნება კარი ღია. მოგეხსენებათ დიდი დიღმის ქარი, რომელიც აორპირებს ტაძარს და აღსავლის კარი იღება. მამა დავითმა თქვა, რომ ამ დროს შეიძლება ქალი შემოვიდეს ტაძარში და აღსავლის ღია კარით შევიდეს საკურთხეველში, რის გამოც ტაძარი ხელახლა საკურთხებელი გახდება. მოგეხსენებათ, 9 აგვისტოს არის წმ. მკურნალ პანტელეიმონის ხსენება. ამის გამო 8-ში ჩატარდება ლოცვა, ხოლო 9 ში წირვა. ეს იქნება საჯანმრთელო შეკვეთილი წირვა-ლოცვა. ვისაც სურვილი გაქვთ რომ თქვენი ოჯახის წევრების და ახლობლების ჯანმრთელობაზე ილოცოთ, შეგიძლიათ მესანთლეს დაუტოვოთ სახელები და თანხა (10 სახელი ღირს 10 ლარი) და ამ თანხით შეეწიოთ ახალგახსნილ ტაძარს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 04:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი