მღვიმევი-კაცხის სვეტი..., ვესტუმროთ ჭიათურას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიმევი-კაცხის სვეტი..., ვესტუმროთ ჭიათურას |
ანანო |
Jan 30 2012, 06:58 PM
პოსტი
#1
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
მოკლედ რაჭის შემდეგ, ისევ მიიძინა ფორუმმა
გთავაზობთ გასვლას ჭიათურაში ვგონებ, ბევრის სურვილი იყო პირად საუბრებში პ.ს. შოთა არის ჩამოსული ისრაელიდან და მასაც ვინახულებთ ამ გასვლაში მოკლედ გასვლა იქნება კვირას, ზუსტ დროს დავწერ ამ დღეებში რაც შეეხება რაოდენობას:მხოლოდ ერთი სამარშუტო მგზავრობა ჯდება: 280 ლარი სია: 1.ანანო 2.ნეო 3.გურულო 4.მოგზაურა 5.შოთა 6.???? -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ნაინა |
Aug 6 2012, 06:34 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ანანო
ციტატა ტაძარია თუ/ მანდ პირველად მივდივარ და ''ჩაინიკი'' ვარ ძაან მაგარი ეკლესიაა. უკან დაბრუნებისას, საჩხერეს რომ გასცდებით, ჭერა თხევზე ვაკეზე რომ გახვალთ, ხაშურამდე მარჯვენა მხარეს არის მთაზე ასასვლელი, იქ არის ულუმბოს მამათა მონასტერი, თუ შეძლებთ მონახულებას არ ინანებთ ნამდვილად. ოღონდ ეგ ხაშურს ეკუთვნის უკვე და არა საჩხერეს. რაც შეეხება კაცხს, იქვეა სოფელი თირი, სადაც ძალიან კარგი სანახავი გამოქვაბული და ეკლესიაა, ასევე სვერში და ითხვისშიც. მაგრამ სვერს და ითხვისს ვერ მოასწრებთ. ჭიათურაში მღვიმევის მონასტერის შემდეგ ფბ-ზე კი დაგიწერე გამოქვაბულში გახსნილი ეკლესია რომ უნდა ნახოთ აუცილებლად. ისე იქედან წამოსვლა არ ღირს, მით უმეტეს იქვეა, ორ ნაბიჯში, მღვიმევის მონასტერშივე გეტყვიან სად უნდა ჩახვიდეთ. იკითხეთ ოღონდ. საჩხერისკენ სობორო და მოდინახე უნდა ნახოთ, ისე არ წამოხვიდეთ იქედან, მოასწრებთ, ეგ უკვე უკან წამოსასვლელ გზაზეა თითქმის. ცოტა გადახვევა დაგჭირდებათ ოღონდ. ჯრუჭის მონასტერს და გორიჯვარს თუ მოასწრებთ უკვე აღარ ვიცი. ისე კი მართლა სასურველია მონახულება. მე თითქმის ყველაფერი ჩამოგიწერეთ ფბ-ზე და აქ დავამატე კიდევ რაც იქ გამომრჩა. გადახედეთ და რასაც მოასწრებთ ერთ დღეში, გათვალეთ თქვენ. ისე კი, სანახავი ბევრად მეტია, მაგრამ ღრმა სოფლებისკენ მოგიწევთ გადასვლა და მერე 2 დღიანიც კი არ გეყოფათ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი