მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 7 2012, 07:49 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
12 (25) მაისი წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740) დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბძროლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელსაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-741) ხელმძღვანელობდა. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინეპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში. მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787) წმიდა პატრიარქ გერმანეს სახელი წმიდათა დიპტიხში შეიტანა. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი