![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის მოსაზრება ქრისტეს შობის შესახებ. დიდი სურვილი მაქვს ვიცოდე და ვფიქრობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, თუ როგორ პასუხობს დღევანდელი ქრისტიანობა დიდი მეცნიერის მოსაზრებებს, რომელიც 55 წლის წინ იქნა საჯარო ლექციაზე წაკითხულო. გთავაზობთ ამ ლექციის სტენოგრამიდან ამოკრებილ არასრულ ინფორმაციას...
აქვე, იმედს გამოვთქვამ, რომ მაქსიმალურ მოთმინებას გამოვიჩენთ და შევძლებთ ჯანსაღ დისკუსიასა თუ კრიტიკას. მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ მრავალრიცხოვან რელიგიათა შორის, რომელთაც ისტორია იცნობს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანობას. ამ რელიგიამ დროთა მსვლელობაში შეიმუშავა საკუთარი არა მარტო დოგმატიკურ-ფილოსოფიური და მორალური მოძღვრება, არამედ მეტად რთული კულტიც. ამ მხრივ საყურადღებოა სისტემა დღესასწაულებისა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია შობა ქრისტესი, დაბადება იმ ადამიანისა, რომლის სახელთან დაკავშირებულია ქრისტიანობა. თავდაპირველად უნდა ვიკითხოთ: რა წყაროებშია შემონახული ცნობები ქრისტეს დაბადებისა და მისი ცხოვრების შესახებ? ერთადერთი წყარო ამისა არის ე.წ. სახარება, რომელიც ოთხი ავტორის შრომისაგან შედგება. ამ შრომებში ყველაში კი არ გვაქვს მოთხრობილი ქრისტეს შობის შესახებ, არამედ ორში მხოლოდ, დანარჩენი ორი ამაზე არაფერს ამბობს. სახარებათა მოთხრობებში გვაქვს ქრონოლოგიური შეუსაბამობანი. საყურადღებოა, მაგალითად, შემდეგი გარემოება: აღწერა, რომელსაც თითქოს ქრისტეს დაბადების წელს ჰქონდა ადგილი, მომხდარა, ლუკას ცნობით, მაშინ, როდესაც ასურეთს მთავრობდა კვირინე. კვირინე კი, ისტორიიდან ვიცით, გარდაიცვალა 60 წლით ადრე, ვიდრე ქრისტე დაიბადებოდა. შემდეგ - ქრისტე გასამართლებულ იქნა თითქოს მაშინ, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებად იყვნენ ანა და კაიაფა; ცნობილია ნამდვილად, რომ იერუსალიმში ერთსა და იმავე დროს ორი მღვდელმთავარაი არ ყოფილა არასოდეს. ქრისტე, სახარების ცნობით, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ნაზარეთში. ეს კი პირწავარდნილი ანაქრონიზმია, რადგანაც ნაზარეთი ჩნდება 130 წლით გვიან ქრისტეს დაბადების შემდეგ. სახარებათა ცნობით სახელწოდება "ქრისტიანი" გაჩნდა პალესტინაში, "საქმე მოციქულთა" კი გადმოგვცემს, რომ ეს სახელწოდება პირველად ანტიოქიაში გაჩნდა (XI,26). სახარებები ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში, ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ წინააღმდეგობას, რომელთა მორიგება პირდაპირ შეუძლებელია. შეიძლება განა ენდოს კაცი ისეთ წყაროს, რომელიც სავსეა შეუსაბამობით და წინააღმდეგობებით? ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება. განსაკუთრებით ვერ შეურიგდება ჭკუაში მყოფი კაცი სახარების იმ ამბავს, რომ ქალწულს, უქმრო ქალს შეეძლოს უთესლოდ, უქმროდ შვილი გააჩინოს; მითუმეტეს შეუძლებელია დავიჯეროთ, ქალწულმა დაბადოს და ამის შემდეგ ქალწულად დარჩეს, როგორც ამას ამტკიცებენ მარიამის შესახებ მისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც მას "მარადის ქალწულად" თვლიან. მტკიცება ასეთი რამესი (ეპიფანე კვიპრელი და იერონიმე) არის აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა ადამიანის გონებისა თვით ბნელით მოცულ საშუალო საუკუნეებშიაც კი. მარიამი სახარების თხრობის მიხედვითაც კი არ დარჩენილა ქალწულად, ის იყო ცოლი იოსებისა; მათე ამბობს: "თხოვილ იყო დედა მისი (ქრისტესი) მარიამ იოსებისა" (1,18), "ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო" (1,19). ანგელოზი ეუბნება იოსებს: "ნუ გეშინიან მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა" (მათ. 1,20), "და წარიყვანა იოსებ ცოლი თვისი და არა იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო" (მათ. 1.24-25), ესეიგი - იოსებმა თუმცა დატოვა თავისთან, თავის სახლში თავისი ცოლი მარიამი, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა მასთან არ ქონია, სანამ მან, მარიამმა, არ შვა პირმშო, პირველი შვილი - ქრისტე, ამის შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალაში შევიდა, მარიამს გაუჩნდა სხვა შვილებიც - ვაჟები: იაკობი, იოსია, სიმონ და იუდა (მათ. XIII, 55, მარკ. VI,3), ე.წ. "ძმანი უფლისანი", და ქალები მარიამი და სალომე. ლეგენდარული ქრისტეს სახის შესაქმნელად ფანტაზიამ გამოიყენა მითები და თქმულებები თითქმის ყველა ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ჩვენს ერამდე ცნობილ რელიგიებში, ქრისტე უკვე ამ რელიგიებში იყო მოცემული. ასე რომ სავსებით მართალი იყო ნეტარი აგვისტინე იპონელი (IV-V ს.), რომელიც ამბობდა: "ის რასაც ქრისტიანულ რელიგიას უწოდებენ, არსებობდა უხსოვარი დროიდან და დაცული იყო იმ დრომდე, სანამ ქრისტე განხორციელდებოდაო". ნათქვამის ნათელსაყოფად ჩვენ არ შევუდგებით ქრისტეს მთელი ბიოგრაფიის შედარებას ძველი ღმერთების ბიოგრაფიასთან, დავკმაყოფილდებით მხოლოდ ერთი მომენტით ამ ბიოგრაფიიდან, სახელდობრ - ქრისტეს შობის ამბებით. რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი. ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა "შობის" სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს, ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ "ღმერთკაცის" (ეს ქრისტეს ტიტულია) ამენოფისე III დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული ღებულობს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე აღმოსავლეთის მოგვებისაგან. აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში. უფრო მეტ მსგავსებას ვპოლობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი ის რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. "შობის" დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს "შობა"? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა) იულიოსის კალენდრით ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა, ღმერთებიც, როგორიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის "ღმერთი უძლეველი მზისა". რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტეს, რომელსაც მათ, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, "მზე სამართლისა". თვით ქრისტიანობის იდეოლოგიური მებაირახტრენი, მაგალითად გრიგოლ ნოსელი და აგვისტინე იპონელი, არ მალავდნენ, რომ ქრისტეს შობი დღესასწაული მათ მიერ დაკავშირებულია მწის მოქცევასთან. საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს. ამასთან ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება. ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. ღორის გასუქებას, მის დაკვლას, მისი ხორცით გახსნილებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, პირდაპირ რიტუალური ხასიათი ქონდა. რით აიხსნება ასეთი უპირატესობის მინიჭება ღორისთვის, რატომ სხვა დღესასწაულთან არაა ასე ხაზგასმით მის მოხმარება დაკავშირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან. როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, 25 დეკემბერი, ქრისტეს შობის დღესასწაული, ქრისტეს შობამდე, ყველგან მაშასადამე ჩვენშიაც, იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან. გარეული ტახი იხსენიება როგორც მითრას ცხოველი, რომლის მოდგმა, მითრაისტების რწმენით, მკვდრეთით აღდგომამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაულთან ღორის დაკავშირება არის მონაგონარი მითრას კულტისა. გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში "ლალიტა ვისტარა". აი ეს მსგავსება: 1. ქრისტეს, მის მიმდევართა რწმენით, არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით კაცობრიობის სიყვარულით. 2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება "ძე ღვთისა", დავითს კი "ღვთის მამა". 3. ქრისტეს დედას, ე.წ. "ღვთიშობელს", ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა - მაია. 4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმას ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, რიგირითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღვთიშობელს" მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა. 5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ. 6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლად დაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის. 7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლენში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეხნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა "ინდოელთა მესიის" დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის. ასეთი მსგავსება, თითქმის იგივეობამდე დაყვანილი, დამაფიქრებელია. შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაში პირიორიტეტი სახარების ამბებს მიანიჭოს და ბუდისტური ლეგენდების წყაროდ სახარება ჩათვალოს. მაგრამ ეს სწორი არ იქნება, რადგანაც ბუდისტების "საღვთო წიგნები" რომლებიც შეიცავენ ბუდას შესახებ ლეგენდებს ჩამოყალიბებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასე რომ ეს წიგნები ქრისტიანულ წყაროებს ვერ გამოიყენებენ. ამავე დროს იოსებ ფლაბიოსის შრომებიდან ვიცით, რომ ინდოეთი პალესტინაზე გავლენას ახდენდა ჯერ კიდევ სახარების შექმნამდე ("ებრაელთა ომის ისტორია", VII, VIII, 7). ყველაფერი რაც აქამდე ითქვა, ნებას იძლევა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ისტორიულად ფაქტი ქრისტეს დაბადებისა და მისი რეალურად არსებობისა. ქრისტე დაიბადა ადამიანის შ ე გ ნ ე ბ ა შ ი მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება. მიუხედავად ამის, საქრისტიანო ქვეყნებში დამყარდა წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან; ქრისტეს დაბადებას ჩვეულებრივ სდებენ 753 წელს ქ. რომის გაშენებიდან შეიძლება თუ არა ზუსტად გამოანგარიშება იმისა, თუ როდის დაიბადა ქრისტე, გვაქვს თუ არა რაიმე მონაცემი ამის გასარკვევად? არავითარი, გარდა იმ ცნობებისა, რომელთაც სახარებაში ვპოულობთ, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ღურებულებისაა ეს წყარო. -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
peritoniti
ციტატა არ ჩანს ის თუ რა აუცილებელი იყო ჯვარცმა. თუ ღმერთმა აუცილებლად ჩათვალა განკაცება, კი ბატონო მოსულიყო მაცხოვარი, ექადაგა ისე როგორც ეს გააკეთა და ამაღლებულიყო გასაგებია კითხვა. ვეცდები გასაგებად აგიხსნა. აი, წარმოიდგინე ავადმყოფი, რომელსაც ბევრი დაავადება აწუხებს. მიდის მასთან ჯანმრთელი ექიმი და უხსნის ავადმყოფს თავისი ცხოვრების წესს: რას ჭამს, როგორი რეჟიმი აქვს, რას საქმიანობს და ა.შ. ანუ ექიმი ავადმყოფს მოუწოდებს, რომ მას მიბაძოს ცხოვრების წესში, მაგრამ ისმის კითხვა – ეს საკმარისია, რომ ადამიანი განიკურნოს? ავადმყოფს სჭირდება მკურნალობა და სჭირდება წამალი. ასევეა ზუსტად ადამიანი და მისი დაცემული ბუნება. ანუ არ არის საკმარისი ზნეობრივი და ეთიკური სწავლებების მიღება, შეწყნარება და აღსრულება. მაცხოვრის მოსვლის მთავარი მიზანი არ იყო ეთიკური სწავლება. მისი მოსვლის მიზანი გაცილებით უფრო საიდუმლოებრივი და საკრალურია, ვიდრე უბრალოდ მოძღვრების გადმოცემა. უფალი მოვიდა არა საქადაგებლად, სასწავლებლად და ზნეობრივი კანონების მოსაცემად, არამედ ჩვენს მსახურებად. ციტატა რა აუცილებელი იყო ჯვარცმა? რატო ჩათვალა ეს საჭიროდ უფალმა? შენი შეკითხვები ადამიანური სიბრძნიდან გამოდინარეობს ![]() ადამიანის სიბრძნეს არ შეუძლია პასუხი გასცეს მას. მართალი ხარ ![]() მაგრამ აი რა არის ყურადსაღები: თუ მიტევება ანდაც, როგორც შენ ამბობ, ქადაგება და საღვთო მოძღვრების გადმოცემა საკმარისი იქნებოდა იმ ერთობის აღსადგენად, რაც ადამიანმა ცოდვით დაცემამდე დაკარგა, რა თქმა უნდა, საჭირო არ იყო ქრისტეს ჯვარცმა, მაგრამ იყო კი ეს ყოველივე საკმარისი? ეს მსხვერპლი იმისთვის იყო საჭირო, რომ მინიჭებულ მიტევებას ეხსნა კაცობრიობა. პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგ სამყარო შეიცვალა. ცოდვის მიტევება და ქადაგება გულისხმობს ადამიანებისთვის ღმერთის მიცემას, მაგრამ თავისუფალი ნების მქონე ადამიანის გამოხსნა იძულებით არ შეიძლებოდა. ამიტომ ეს საკმარისი არ იყო. რაღაც ადამიანსაც უნდა გაეკეთებინა, რომ ერთობა აღდგენილიყო. ბუნებრივია, ადამიანს უნდა მისცემოდა დაცემული მდგომარეობიდან ახალ, ნეტარ სამოთხისეულ მდგომარეობაში გადასვლის შესაძლებლობა. ღმერთთან ერთობის აღდგენა, ადამიანის გარდაქმნა, ცოდვის ყველა შედეგის აღმოფხვრა და ღვთის აბსოლუტურ სიმართლეში დარწმუნება ითხოვდა ისეთ მსხვერპლს, სიყვარულის ისეთ სრულყოფილ გამოვლინებას, ადამიანის ნების ისეთ შერწყმას ღვთის ნებასთან, რომლის გაღბა მხოლოდ ღმერთკაცს შეეძლო. რა უნდა იყოს აღმატებული საყვარელი ძის მსხვერპლშეწირვაზე? ეს აბსოლუტური მსხვერპლი გაღებულია ![]() რა უნდა იყოს უფრო სრულყოფილად გამოხატული სიყვარული, ვიდრე მზადყოფნა საკუთარი თავის გაღბისა სამყაროს ცოდვათაგან გამოსახსნელად? ეს სიყვარული გამოხატულია გოლგოთის ნებაყოფლობითი სიკვდილით, სადაც ადამიანთა ცოდვათაგან გამოსახსნელად საკუთარი სიცოცხლე გაიღო იესო ქრისტემ, სადაც ლოცულობდა თავისი მკვლელებისათვის და მიუტევა ყველა მტერს. ბოროტებით და ადამის ცოდვაზე აღმატებული ცოდვით არ მომხდარა გამოხსნა, ბოროტება მხოლოდ უკიდურესი ზღვარი იყო ამ დაცემისა, გამოხსნა მოხდა მსხვერპლშეწირვით, სიყვარულით და ღვთის ნებასთან შეერთებული ადამიანის ნებით. და კიდევ, ერთი აუცილებელი შენიშვნა: ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ დახშული იყო სასუფევლის კარი ყოველი ადამიანისთვის. ძველი აღთქმის მართალნიც კი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ და იქ მოელოდნენ მესმიას, რომელიც მათ სასუფეველში აღიყვანდა და ღვთაებრიობის თანამონაწილეს გახდიდა. სწორედ ამიტომ, საჭირო იყო ადამიანების მიერ დახშული სამოთხის კარი, კვლავ ადამიანის მეშვეობით გაღებულიყო, ასეთი ადამიანი კი მხოლოდ იესო ქრისტე შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მან თავისი უცოდველი ცხოვრებით, მოთმინებითა და გაღებული მსხვერპლით დაამარცხა ჯოჯოხეთი. როცა იგი ხორციელად საფლავში დადეს, სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა, საიდანაც მართალთა სულნი გაანთავისუფლა და ზეცად აღიყვანა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი