წმინდა სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა სამება |
kublaa |
Jul 5 2012, 06:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 4-July 12 წევრი № 12,478 |
ქრისტეს შობამდე ღმერთს სამი ბუნება ქონდა თუ ქრისტეს შობის შემდეგ წარმოიშვა ძე ღმერთი ?
|
ხახაბოელი |
Aug 17 2012, 09:10 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
esre ars cheshmariteba ლოგიკა ღმერთთან მიმართებაში ძალიან მოიკოჭლებს. მამა ძე და სულიწმინდა ერთი არსებაა, ერთბუნებოვანია.ისინი არც განიყოფიან, არც ერწყმიან ერთურთს.მამას, ძეს და სულიწმინდას ყოველთვის ერთი აზრი აქვთ. მათ აზრი მუდმივია და არც დროში წარმოიშვება და არც ქრება, ღმერთთან მიმართებაში დრო გაუქმებულია. არც ძე დაბადებულა დროში, არც ისტორიულ დროში, მისი შობა არ დაწყებულა, რაიმე მომენტში, ის მარადიულად იშვება მამისაგან, როგორც სულიწმინდა მარადიულად გამოდის მამისაგან.ღმერთი შეუდგენელია და უსაზღვროდ ღრმა,ვიცით რომ ყველგან მყოფია და დროისა და სივრცის მიღმაა, ის ყველგან არის და ყოველივეში.თუ ჩემთან არის და არის მარსზეც, ეს განა იმიტომ რომ ის დიდი ზომისაა? არა, ეს იმიტომ რომ ღმერთი ყველგან მთლიანად არის, ჩემშიც მთლიანია და შენშიც, რადგან ის არ შედგება რაიმე ნაწილისაგან, თუ შედგება რაიმესაგან, მაშ საზღვარიც ჰქონია, სადღაც იწყება და სადღაც მთავრდება,თუ არ შედგება და ყველგან არის მაშ, მთლიანი ყოფილა ყველგან, ვფიქრობ ადამიანის გონება უძლურია ღვთის მოსააზრებლად.მარადიულ გონებაში მარადიულად არსებობს სიბრძნე (ლოგოსი)მარადიული და უცვლელი, ვერ მოიყვან ვერანაირ შედარებას მატერიალურ სამყაროდან, ვერ მიწვდება კაცის გონება. ვერც ღმერთს წარმოიდგენს კაცი და ვერც იხილავს მის საღმრთო ბუნებას ვერასოდეს. არც თათბირი ყოფილა იმ გაგებით როგორც შენ გესმის მარადიულ და უცვალებელ ღმერთს აზრი არ გასჩენია მოდი შევქმნა კაციო, მასში მუდმივად იყო აზრი, სიბრძნე, ლოგოსი და მატერიაში განხორციელდა გარკვეულ დროში, მამისაგან ძის მიერ სულიწმინდით, ყოველივე იქმნა და დაემტკიცა.არ არის ცეცხლი სინათლის გარეშე, არც ცეცხლი უსწრებს სინათლეს, რადგან ცეცხლი სინათლის გარეშე არ არსებობს,არც მამა არს ძის გარეშე, არც სითბოს გარეშეა ცეცხლი, რა წამს ცეცხლი, იმ წამს სინათლე და სითბო, მარადიული ღმერთი, მარადიული ძე და მარადიული წმინდა სული, დროისა და სივრცის მიღმიერი, მხოლოდ ქმნილებათა მიმართებაში მოქმედებს დროში. ლოგიკა უძლურია, მითუმეტეს მათემატიკა, ასე რომ 1+1+1=1. ნებისმიერი 1 მატერიაში, მხოლოდ ერთია, რადგან ის განცალკევდება, სხვა 1 საგან, მოიაზრება ცალკე და გამოყოფილია მისგან ფორმით და სხვა თვისებებით. ღმერთთან მიმართებაში კი ეს 1 არც ფორმაშია ჩაკეტილი, არც უნარში, არც გამოყოფილია სხვა 1 საგან, არც შერწყმულია.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 01:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი