![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
tedo881 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 ![]() |
მაინტერესებს ძველ აღთქმაში კონკრეტულად სად გვხვდება წინასწარმეტყველებები ქრისტეზე, ქრისტეს ცხოვრებაზე.
|
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
- როდესაც ადამიანი, მეტად კი მცირედმორწმუნე ადამიანი, იობის წიგნს ეცნობა, მის ცხოვრებას, ტანჯვას და განსაცდელს, გონებაში იშვება აზრი: რატომ იტანჯებიან ადამიანები უსამართლოდ, დაუმსახურებლად? და მისთ. იობი მართალი კაცი იყო, ალალი, ღვთისმოშიში, ღვთის მსახურება იყო მთელი მისი სიცოცხლე. ემსახურებოდა უფალს, არა გამორჩენის გამო (ე.ი ხორციელი, მიწიერი თვალსაზრისით), არამედ სულითა და ჭეშმარიტებით. აი, ნაცნობი სიტყვებიც ახალი აღთქმიდან. იობი, როგორც აბრაამი, დიდსულოვანი (დიდებული სულის მქონე) ადამიანია, ახალი აღთქმის ადამიანი ძველ აღთქმაში. და მაინც, რატომ იტანჯება ადამიანი დაუმსახურებლად? - სვამს კითხვას მცირდემორწმუნე გონება. ე.ი იობის ცხოვრების, მისი განსაცდელის გაცნობისას ადამიანი ზოგადსაკაცობრიო საკითხს, პრობლემას უახლოვდება. ადამიანისგან ამაზე პასუხის ძიება ჭიანჭველის მიერ ფილოსოფიის შესწავლას ემსგავსება. ადამიანის მიზანი არ უნდა იყოს ამაზე პასუხის მოძიება. აი, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ვერ დაიტევს პასუხს ამაზე, არ შეუძლია. ამიტომაცაა ასე დაფარული ჩვენთვის. საზრუნავი კი ისაა, თუ როგორ დავითმინოთ, ღვთის მადლიერებითა და დიდებით, მოწევნული განსაცდელი და როგორ გავიზარდოთ განსაცდელით. რაც შეეხება ხსენებულ ზოგადსაკაცობრიო საკითხსა და პრობლემას, აღსანიშნავია, რომ იობის წიგნი ამ მხრივ წინასწარმეტყველურია. იობი, უდიდეს განსაცდელში მყოფი ადამიანი, და ამ ზოგადსაკაცობრიო პრობლემის საკუთარ თავზე გამომცდელი, ხედავს მხსნელის არსებობის საჭიროებას. ერთ-ერთ საუბარში იობი ამბობს: ”ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!” (იობი 19:25). აი სიტყვები, სადაც იობი წინასწარმეტყველებს მხსნელს, მის მოსვლას, რომელსაც, აღსანიშნავია, რომ საკუთარ გამომხსნელად მიიჩნევს და ეს ასეც არის, რადგან ვიცით, მაცხოვარმა რომ ადამიანთა მოდგმა იხსნა ცოდვის წყევლისა და სიკვდილისაგან და დაუბრუნა/შეარიგა ღმერთს, ამასთან საჭიროა, რომ თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი თავის მაცხოვრად, პირადად თავის მაცხოვრადაც მიიჩნიოს უფალი იესო ქრისტე, ისურვოს და იღვაწოს ცხონებისათვის. ამდენად, იობის წიგნში ამ რთულ საკითხზე პასუხი გაცემულია: - ჩვენ, ადმის მოდგმა, ვსაჭიროებთ მხსნელს, გადამრჩენელს.
სიტყვებს ”ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი”, იობის წიგნის ძველ ქართულ თარგმანში (მცხეთურ ხელნაწერში) ასე ვკითხულობთ: "ვიცი, რამეთუ საუკუნჱ არს, რომელსა ჴსნაჲ ჩემი ეგულების". ყურადღება მივაქციოთ სიტყვებს "საუკუნჱ არს" რომელსა ჴსნაჲ ჩემი ეგულების” - ესე იგი, მხსნელი, რომელსაც ადამის მოდგმის ხსნა აქვს განზარხული "საუკუნჱ არს", მარადიული არსებაა, არც დასაბამი, არც დასასრული აქვს, არამედ მარად არსებულია. აი, ეს სიტყვები მხსნელის ღვთაებრივობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ამ სიტყვების მეორე ნაწილს "და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!", შეიძლება ვქვათ, რომ სიტყვა "საბოლოოდ" აღნიშნავს იმ ჟამთა აღსასრულს-ბოლოს, როცა ღვთის ძე უნდა მოვლინებოდა ქვეყანას, როგორც პავლე მოციქული ამბობს: ,,ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი” (გალ. 4:4). ხოლო სიტყვები ”აღიმართება მიწაზე”, ჩემი აზრით, ღვთის წიაღში მარად არსებული ლოგოსის ხორცშესხმაა და მისი განკაცება, მისი ჯვარცმა (შდრ. ”როგორც მოსემ აღამაღლა-აღმართა გველი უდაბნოში, ისე უნდა ამაღლდეს-აღიმართოს კაცის ძეც”). ვასკვნით, რომ კაცთა მოდგმის მხსნელი, რომლის მოსვლას წინასწარმეტყველებს იობი, არის თავად ღმერთი, რომელმაც დე შეგვიწყალოს ჩვენ და გვაცხოვნოს, ღვთისმოშბლის მეოხებით, ამინ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი