IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მუჰამედის მიმდევართა შსახებ, წმ. იოანე დამასკელი ( VIII ს )
აკაკი
პოსტი May 16 2010, 01:39 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



პირველ რიგში მოგესალმებით, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ.
გამარჯობათ!

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!


არაბთა რელიგია VI საუკუნეში

არაბთა უმეტესობა კერპთაყვანისმვემლები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდა: თითოეულ ტომს თავის ღვთაებათა გამოსახულებები - კერპები ჰქონდა.
რამდენი ტომიც იყო, იმდენი კერპი იყო. თუმცა ყველა ამ კერპს ერთი შესაკრებელი ადგილი ჰქონდა. ეს იყო ქალაქი მექა და, საკუთრვი, იქ არსებული წმინდა ადგილი ქააბა, სადაც 360 კერპი იყო განლაგებული.

ყოველ კერპს წელიწადში ერთხელ მისი თაყვანისმცემელი ტომი ეწვეოდა ხოლმე. ასე რომ, მთელი წლის მანძილზე თაყვანისმცემელთა ნაკადი შეუწყვეტლივ მოედინებოდა მექისკენ. ამ გარემოებამ მექა რელიგიური და სავაჭრო ცენტრი გახადა და დიდი ავტორიტეტი შესძინა არაბულ სამყაროში, რაც დღემდე გრძელდება.


ვინ იყო მუჰამედი?
მუჰამედის მიმდევართა შესახებ (წმ. იოანე დამასკელი. VIII ს)

მუჰამედი (მაჰმადი) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების ახალი წესი და მიზანი.
მუჰამედი დაიბადა 570 წელს წარჩინებული კურეიშელების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება დაიწყო, მოუწოდებდა არაბებს, რომ დაევიწყებინათ ძველი ღმერთები, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთი.საგან აშორებდნენ, და ერთი ღმერთი - ალაჰი ერწმუნათ. ამ ახალ რელიგისა ისლამი ეწოდებოდა.
მექელებმა არ მიიღების მისი ქადაგება და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მას ბევრი თანამზრახველი გამოუჩნდა და , ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუგამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი.

ისლამის მამამთავარმა და მოქადაგებმ, მუჰამედმა ბევრი რამ აიღო იუდაიზმიდან და ქრისტიანობიდან. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი, და ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა..) ირწმუნეს.

ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნოეს, აბრაამს, იაკობს, ისააკს, მოსეს, დავით მეფეს და სოლომონ მეფეს, წმიდა მარიამსა და იესო ქრისტეს (თუმცა მას არ თვლიან ღვთისძედ და არც წმინდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს. ოღონდ ისლამის მიხედვით, "იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება", ამიტომ ალაჰმა მუჰამედი გამოგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამიუს ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი "ყურანი", რომლეიც მთლიანად შედგება მუიჰამედის ქადაგებებისგან, და "ჰადისები" ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.


წმ. იოანე დამასკელი (VIII ს )


არის კიდევ დღესამომდე გაბატონებული ხალხი, ეს გზააბნეული ნათესავი და აჩრდილი ისმაილიტებისა, რომელიც წინამორბედია ანტიქრისტესი. ეს ხალხი ისმაილისაგან მომდინარეობს, რომელიც აბრაჰამს აგარმა უშვა, რის გამო ისინი იწოდებიან კიდევ აგარიანებად ანუ ისმაილიტებად. სარაკინებად კი (ანუ სარკინოზებად) ისინი იწოდებიან ბერძნულ გამოთქმისაგან - "სარას კენუს", იმიტომ, რომ აგარმა ასე შესჩივლა ანგელოზს: "სარა კენინ მი არელისენ" (ანუ მე სარამ ცარიელი გამიშვა, განმიტევაო). უწინ ეს ხალხი კერპებს ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა ცისკრის ვარსკვლავს და აფროდიტეს, რომელსაც თავიანთ ენაზე (ანუ არაბულად) ხაბარს უწოდებენ, რაც დიდს ნიშნავს .

ამრიგად, ირაკლიოსის ზეობამდე საკრინოზები დაუფარავად ემსახურებოდნენ კერპებს, ხოლო ამ დროიდან მოყოლებული დღესამომდე კი მათ (ცრუწინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო შინაარს ძველი და ახალი აღთქმების წიგნებსა და, ასე შემთხვევით, თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც გასაუბრებია და ამ ცრუ სწავლებასთან მისადაგებით, აგრეთვვე ძველი და ახალი აღთქმების თვითნებური გამოყენებით შეუდგენია კიდევ თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღვთისმოშიშებისა და მოჩვენებითი კეთილმსახურების წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვვა და ცრუდ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილო თუა, მან თავის ხალხს გადასხვა იგი როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყოველივეში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა.

ეს მუგამედი თავის ამ წიგნში, რომელსაც არაბულად ყ უ რ ა ნ ი ეწოდება, ამბობს, რომ ერთი ღმერთია შემოქმედი ყოველივესი, რაც კი არსებობს, და რომ იგი არ არის შობილი არც თვითონ და არც სხვა ვინმე უშვია. კიდევ ეს ცრუწინასწარმეტყველი ამბობს, რომ ქრისტე არის სიტყვა ღმერთისა და მისი სულიც , ქმნილება და მონა ღმრთისა; რომ იგი, ქრისტე, უთესლოდ იშვა ქალწულ მარიამისაგან, რომელიც მოსესა და აარონის და იყო, რადგანაც, ამბობს მუჰამედი, სიტყვა ღმრთისა და სული მისი შევიდა მარიამში და მისი საშუალებით შვა იესუ, წინასწარმეტყველი და მონა ღმრთისაო; უსჯულო იუდეველებმა მისი ჯვარცმა მოისურვეს და როცა შეიპყრეს, მხოლოდ მისი აჩრდილი აცვეს ჯვარსაო; თვით ქრისტე კი იმ დროს, ამტკიცებს მუჰამედი, არ ყოფილა ჯვარცმული და არც მომკვდარაო - ღმერთმან თავისთან, ზცად წაიყვანა იგი, იმიტომ, რომ უყვარდა ქრისტე - თავისი წინასწარმეტყველი და მონაო.

და კიდევ იმასაც ამბობს მუგამედი: როცა ქრისტე ზეცად აღმაღლდა, ღმერთმა ჰკითხაო მას: "იესუ, იძახდი შენ - მე ძე ღვრთისა და თვით ღმერთი ვარო?" რაზედა იესუმ უპასუხარო: "მოწყალე იყავ ჩემდამიო, უფალო! შენ თვით უწყი რომ მე არ ვიძახდი ამას, და არც მრცხვენის ვიყო შენი მორჩილი მონა! მაგრამ ცოდვილმა ადამიანებმა დაწერეს, რომ თითქოს მე ვიძახდი ამ სიტყვებს და ამით იცრუეს ჩემს გამო და წარწყმდნენო". და ამის შემდეგ უთხრა მას ღმერთმაო: "ვუწყი მეც, რომ შენ არ იძახდი ამ სიტყვებს!" - აი, ამგვარად ფუჭსიტყვაობს მუჰამედი ქრისტესთვის, და კიდევ მრავალს სხვასაც ცრუდ ამტკიცებს იგი ამ თავის სასაცილო წიგნში და დიდად იქადის კიდეც, რომ იგი (ანუ ეს წიგნი - ყურანი) ღვთის მიერ ზეგარდმო შთაგონებით მოეცა მას, წინასწარმეტყველს ღმრთისა.

ჩვენ კი ასე ვეტვით მუგამდის მიმდევართ: "მაგრამ ვინ არის მოწმე იმისა, რომ ღმერთმა ზეგარდმო შთაგონებით მისცა მას წერილი, ან წინასწარმეტყველთაგან რომელმა იწინასწარმეტყველა მისთვის, რომ აღდგება ასეთი წინასწარმეტყველი (ანუ მუჰამედი)?" და როცა მათ გაუძნელდებად პასუხის მოცემა ამ კითხვაზე, ჩვენ კვლავაც ვეტყვით, რომ მოსემ იმ დროს მიიღო სკული ღმრთისაგან, როცა სინაის მთაზე მთელი ერის წინაშე, ღრუბლებსა და ცეცხლი, წყვდიადსა და კვამლში, ყველას დასანახად და ღვთაებრივი დიდებით გამოეცხადა ღმერთი; და იმასაც დავძენთ, რომ ყველა წინასწარმეტყველი, დაწყებული თვით მოსეთი და შემდგომნიც, თითქმის ყველანი წინასწარმეტყველებდნენ ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლისათვის, ანუ იმისთვის, რომ ქრისტე ღმერთი - ძე ღვრთისა ხორციელად მოვა და ჯვარს ეცმება, მოკვდება და მკვდრეთით აღდგება, და რომ სწორედ იგი იქნება მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა. გარდა ამისა, ასეც ვეტყვით მუჰამედის მიმდევრებს: "მაშ, რატომ არ მოვიდა თქვენი წინასწარმეტყველი ისე, რომ მისი ღვთიუროვა სხვებსაც დაედასტურებინათ? რატომ არ უწინასწარმეტყველებია მისთვისაც? ანდა რატომ თქვენი თანდასწრებითაც არ მისცა ღმერთმა ზეგარდმო წერილი მუჰამედს, ის წერილი, რომლისთვისაც თქვენ გაიძახით, ღმერთმა მისცაო, რათა თქვენვე ყოფილიყავით ამაში დარწმუნებული? რატომ იმი მსგავსად არ მისცა ღმერთმა წერილი მუჰამედს, როგორც მოსეს მისცა სჯული კვამლოვან მთაზე, მთელი ხალხის თვალწინ?" ისინი გვპასუხობენ, რომ ღმერთი ყოველივეს ისე იქმს, როგორც თვით ნებავს ეს. დავუშვათ, ჩვენ ვუწყით, მაგრამ კვლავაც ვიკითხავთ: "როგორ, რა სახით გადმოეცა თქვენს წინასწარმეტველს წერილი ზეგარდმო?" ისინი გვპასუხობენ, რომ მუჰამედმა წერილი ღვღთისაგან იმ დროს მიიღო, როცა ეძინა. ამის გამო ჩვენ გავიხუმრეთ: "რადგან წერილი მუგამედმა მძინარემ მიიღო და არ შეუგვრძნია ღვთაებრივი ზემოქმედება, მაშინ სწორედ მასზე აღსრულებულა ხალხური ანდაზა, რომელიც გვასწავლის - "სიზმარში ნაცად-ნახული ცხადად რა მოსახმარიაო." laugh.gif smile.gif

მაგრამ ხუმრობა იქით იყოს, და ჩვენ კვლავ შევეკითხებით მათ: "თუკი მუჰამედი თქვენს წერილში გიბრძანებთ არაფერი შეიწყნაროთ და არც გააკეთოთ მოწმეთა დასტურის გარეე, რატომ თქვენც არც ეტყვით თქვენს წინასწარმეტყველს - პირველ ყოვლისა, შენ დაგტვიდასტურე მოწმეთა საშუალებით, რომ ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი ხარ, ღვცთის მიერ ხარ გამოგზავნილი ჩვენთან და ისიც გვაუწყე, თუ რომელი წინასწარმეტყველი საღმრთო წერილისა მოწმობს და წინასწარმეტყველებს შენი მოსვლისათვის?" ამ შეკითხვაზე სირცხვილეულნი სდუმან ამ ცრუ-წინასწარმეტყველის - მუჰამედის მიმდევრები.

"მაშ. რადგანაც თქვენთვის ნება არ მოუციათ მოწმეთა დასტურის გარეშე არც დაქორწინებისა, არც ყიდვა-გაყიდვისა, ადა არც სხვა რამის მოქმედებისა, იქამდეც კი, რომ მოწმეთა გარეშე თქვენ არ მიიღებთ არც ვირს და არც პირუტყვს, არამედ ცოლესაც, ყოველგვარ ქონეასაც და ვირებსაც ყოველივეთი მოწმეთა თანდასწრებით მიიღებთ, და მოწმეთა გარეშე მხოლოდ თქვენს რწმუენას და წიგნს (მუჰამედისა) შეიწყნარებთ, რამეთუ აკი თქვენდა გადმომცემი ამ წერილისა არაფრით არ ადასტურებს, არომ ნამდვილად ღმერთისაგან ზეგარდმო მიიღო იგი, და არც თქვენ უწყით ვინმე (საღმრთო წერილის წინასწარმეტყველთაგან), ვინც დაადასტურებდა მის ჭეშმარიტებას, და გაიზახით მუჰამედმა წერილი ძილში მიიღო, - რადგანაც ყოველივე მარლაც ასეა, ამიტომ თქვენი წინასწარმეტყველი მუჰამედი - ცრუ-წინასწარმეტყველია, ხოლო მისი წერილი უკეთური სიცრუე, გაკიცხვისა და დაცინვის ღირსი.

მუჰამედის მიმდევრები ჩვენ, მართმადიდებელ ქრისტიანებს ეთერიასტებს გვიწოდებენ, რადგანაც ჰგონიად, რომ ჩვენ ღმერთს ვუერთებთ სხვა ღმერთს, როცა ვამბობთ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა და თავა ღმერთია. ამაზე ჩვენ ვეტყვით მათ, რომ ამის შესახებ ჩვენ გვაუწყეს საღმრთო წერილის წინასწარმეტყველებმა, თქვენ კი, როგორც თვით ამტკიცებთ, აღიარებთ წინასწარმეტყველებს და გწამთ მათი. თუკი ცრუდ ვამბობთ - ქრისტე ღმერთის ძეაო, მაშ გამოდის, რომ წმინდა წინასწარმეტყველებსაც საღმრთო წერილისა არ უთქვამთ მართალი, რადგან სწორედ მათ გვიწინასწარმეტყველეს ღმერთის ძის ამქვეყნად მოსვლა, - ამას კი, რომ წმინდა წინასწარმეტყველთა სიტყვები ჭეშმარიტი არ იყოს, თქვენც არ დაუშვებთ; მაგრამ ზოგიერთი თქვენგანი ბრალს გვდებს, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ცრუდ მივაწერთ ამას წინასწარმეტყველებს, და ამასთან ცდილობს იგავურად, სხვა გაგებით განმარტოს საღმრთო წერილის შესაბამისი ადგილები. სხვები კი თქვენიანთაგან ამბობენ, რომ ებრაელებმა (იუდეველებმა) ჩვენდამი დიდი სიძულვილის გამო შეცდომაშ შეგვიყვანეს და ყოველივე ეს ქრისტესთვის თითქოსდა თვით ჩაწერეს საღვთო წერილში წინასწარმეტყველთა სახელით. და ეს მათ ნაყალბევი, ვითომ, ჩვენს ქრისტიანთა დაღუპვას ემსახურება.

კვლავაც ჩვენ ასე ვეტყვით მუჰამედის მწვალებლობის მიმდევართ: აკი თქვენვე აცხადებთ, რომ ქრისტე არის ს ი ტ ყ ვ ა ღმრთისა და მ ი ს ი ს უ ლ ი ო, - მაშ, რად გვაგინებთ ჩვენ და რატომ გვეძახით ეთერიასტებს - ს ი ტ ყ ვა და ს უ ლ ი ხომ განუყოფელნი არიან ი მ ი ს ა გ ა ნ, ვ ი ს შ ი ც ჰგიებენ.[/b]

ამრიგად, თუკი ღმერთში არსებობს მ ი ს ი ს ი ტ ყ ვ ა ცხადია, რომ თვით ი გ ი ც, ანუ ეს ს ი ტ ყ ვ ა, არის ღ მ ე რ თ ი ; ხოლო თუკი იგი ღმერთის გარეთ იმყოფება, მაშინ ღმერთი, თქვენი შეხედულებით, უსიტყველი და უსულო ყოფილა! ამრიგად, იმის შიშით, ღმერთს სხვა ღმერთ არ ჰყავდესო გვერდით, თქვენ მოჰკალით იგი! და რამდენად უკეთესი იქნებოდა თქვენთვის გეთქვათ, რომ მას ჰყავს გვერდით სხვა ღმერთი! ანდა ვიდრე ქვად გექციათ იგი, ანდა სხვა რაიმე უგრძნობელ საგნად. ასე, რომ თქვენ ცრუდ გვიწოდებთ ეთერიასტებს, ჩვენ კი სრულიად სამართლიანად გეძახით ღმერთის მკვლელებს!

გარდა ამისა, მუგამედის მიმდევრები ჩვენ კერპთაყვანისმცემლობაში გვდებენ ბრალს, რადგანაც ჩვენ ჯვარს ვეთაყვანებით, რომ იმ წმინდა სალოცავს, რომელსაც ისინი უგულებელყოფენ და რომელიც სძაგთ, ჩვენ კი ასე ვეტყვით ამ ბრალდებაზე: თქვენ რატომღა შეეხებით ხოლმე მოწიწებით თქვენს გავათში მდებარე ქვას, რომელსაც ემთხვევით და ეამბორებით? ზოგნი თქვენგან იძახიან, რომ სწორედ მასზე შეეყო აბრაამი აგარს, სხვები კი ამტკიცებენ, აქ მიაბაო აბრაჰამმა აქლემი, როცა ისააკი ღმერთისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირაო. ამაზე მივუგებთ: საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ის მთა ტყით იყო მოსილი და იმ ადგილსაც ხეები იდგამ როიმელთა ფიჩხის კონაც აბრაჰამმა ისააკს აჰკიდაო და კიდევ იმასაც გვეუბნება წერილი, რომ აბრაჰამმა სახედრები მსახურებთან დასტოვაო. მაშ, საიდანღა გაიძახით ასეთ უაზრობას?! იმ ადგილას ხომ ხშირი ეკლნარია, და სახედრები ბერც კი გაივლიან! სარკინოზები სირცხვილეულნი არიან, მაგრამ მაინც ამბობენ, ეს ქვა აბრაჰამისააო. მაგრამ ჩვენ კვლავაც მივმართავთ მათ: იყოს ეგ ქვა! მაშ გამოდის, რომ მხოლოდ იმიტომ ემთხვევ-ეამბორებით და ეთაყვანებით მას, რომ ამ ქვაზე შეეყო აბრაჰამი თავის ხარჭას, ანდა იმის გამო, რომ მასზე მიაბა მან თავისი აქლები, და ამის გაკეთებას სულაც არ თაკილობთ, ჩვენ კი უტიფრად ბრალს გვდებთ იმაში, რომ ქრისტეს მინდა ჯვარს ვცემთ თაყვანს, რომლითაც ძალა დემონებისა და შეცთომილება ეშმაკისა შემუსრვილ იქნა! ჰოდა, იმასაც გეტყვით, რომ ეგ, რასაც თქვენ აბრაჰამის ქვას უწოდებთ, სინამდვილეში აფროდიტეს (კერპის) თავია, რომელსაც თქვენ თაყვანს სცემთ და ჰავეთს უწოდებთ! ვინც მას გულმოდგინედ დააკვირდება, დღესაც შეამჩნევს მასზე გამოკვეთილი თავის კვალს, ნაშთს ამ წარმართული ქალღმერთის უკეთური ქანდაკისა.

ამ მუჰამედმა, ცრუ წინასწარმეტყველმა, შეადგინა მრავალი სულელური ზღაპარი და ყოველივე მათგანს თავ-თავისი სახელწოდება მისცა, როგორიცაა, მაგალითად, თქმულება ცოლზე. ამ თქმულებაში წესად უდგენს, თავის მიმდევრებს, რომ ნებადართულია მოყვანა ორმოცი ცოლისა, ხარჭა კი თუგინდ ათასიც გყავდეთო (იმ ორმოცი კანონიერი ცოლის გარდა) ანუ იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ და რამდენის რჩენა-შენახვასაც შეძლებთო! მაგრამ მუჰამედი იმასაც ამბობს თავის წინგში(ყურანში), რომ ნებადართულია, თუკი მოგესურვება, ერთი ცოლი განუტევო, სხვა კი სურვილისამებრ, მოიყვანოო. ეს თავისი განწესება მუჰამედმა შემდეგი შემთხვევისა გამო დაადგინა:
მას ერთი ერთგული თანამუშაკი ჰყავდა, სახელით ზაიდი, რომლისც მეტად ლამაზი ცოლი თვითონ მას შეჰყვარებოდა; ერთხელაც, როცა ისინი ერთად ისხდნენნ:
მუჰამედმა უთხრა ზაიდს: "ღმერთმა მიბრძანა შენი ცოლი მოვიყვანო ჩემადაო!"
ზაიდმაც მიუგო: "მოციქული შენა ხარ, ისე ჰქენი, როგორადაც მღმერთს უბრძანებიაო, აიღე და წაიყვანე ჩემი ცოლიო!"

უფრო სწორად, ყოველივე იმის ნაცვლად, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, მუჰამედმა ასე უთხრა ზაიდს: "ღმერთმა მიბრძანა, რომ შენ განუტევო შენი ცოლი!" იმანაც ადგა და განუტევა. რამდენიმე დღის შემდეგ მუჰამედმა კვლავ უთხრა თავის ამხანაგს: "მაშ კი განუტევე, მაგრამ ღმერთა მე მიბრძანა შენი ცოლის შემად მოყვანა". მერმე რაკი მოიყვანა და შეირთო ზაიდის პირმშვენიერი ცოლი, მუჰამედმა იმრუშა მასთან და ასეთ კანონი დაუწესა შთამომავალთ: ვისაც მოესურვება, დე განუტევოს თავისი კანონიერი ცოლი, მაგრამ თუკი განტევების შემდეგ კვლავაც მოისურვებს მის შერთვას, მაშნ მანამდე ჯერ სხვა დაქორწინდეს მასზე, რადგან არ შეიძლება განტევებული ცოლის კვლავ შერთვა, თუკი მასზე ჯერ სხვა არ იქროწინებს.

თუკი, ვთქვათ ძმა განუტევებს ცოლს, მასზე დაქორწინება მის ძმასაც შეუძლიაო. ამასთანავე იმავე წიგნში მუჰამედი იმასაც განუწესებს თავის მიმდევართ: "დაამუშავე მიწა, რომელიც ღმერთმა მოგცა", რომ სულ სამარცხვნინო საქმეებზე არ ელაპარაკნა და ცოტაოდენი ჯეროვანიც ეთქვა. smile.gif

კვალად, მის წიგნში არის თქმულებამ საღმრთ დედა აქლემის შესახებ, რომელზეც წერია, რომ იყო საღმრთო დედა აქლემი, სვამდა მთელს მდინარეს და იმხელა იყო, რომ ვერ ეტეოდა ორ მთას შორის. ამრიგად, იმ ადგილასო, ამბობს მუგამედი, ხალხიც იყო: ერთ დღეს წყალს ეს ხალხი სვამდა; მეორე დღეს კი - დედა აქლემიო. როცა აქლემი შესვამდა მდინარეს, მერე იგი ასმევდა ხალხს წყლის ნაცვლად თავის რძესო. ამ ხალხისაგან კი აღდგნენო ბოროტნი კაცნი და მოკლეს საღმრთო დედა აქლემი, მაგრამ იმას კოზაკი დარჩა, რომელმაც, როცა დედა მოუკლეს, ღმერთს შეჰღაღადაო, და ღმერთა იგი თავისთან წაიყვანარო - აი, ასე იტყვით მუჰამედი საღმრთო აქკლემისათვის.

ჩვენ ასე ვეტყვით მუჰამედის მიმდევრებშ: საიდანაა ეს დედა აქლემი? ისინი გვპასუხობენ, რომ იგი ღმერთსგანაა. ჩვენ შევეკითხებით: თუ შეეყო მას სხვა აქლემი? გვეუბნებიან - აოაო. მაშ საიდანცა იშვა კოზაკი, ვკთხავთ ჩვენ, რადგნა ვხედავთ, რომ თქვენი საღმრთ კოზაკი წარმომავლობის გარეშეა. მისი მშობელი ბოროტებმა ევნო, მაგრამ არ ჩანს არც ის, ვინც შეეყოფოდა დედა აქლებს, და კოზაკიც (პატარა დედა აქლემი)
ზეცად იქნა აღტაცებულიო. მაშ, რატომ არ გიაგო თქვენმა წინასწარმეტყველმა, რომელსაც როგორც თქვენ ამბობთ, ღმერთი ესიტყვებოდა, ამ აქლემის ამბავიც, - თუ სად ძოვს იგი, ანუ ვის მიერ იქნა გამოზრდილი რძით (მოკლილი დედა აქმების მსგავსად). თუ, იგიც მისი დედა აქლემივით, მოკლულ იქნა, ანდა სამოთხედ შევიდა თქვენ უწინარეს და წინამორბედ გექმნათ თქვენი "ნეტარი" ცხოვრებისა? და ალბატ მისგან გამოედინება სამოთხეში ის რძის მდინარეს, რომლის შესახებაც თქვენ ლაპრაკობთ. აკი თქვენი სიტყვით, სამი მდინარე მოედინება თქვენთვის სამოთხეში: მშინარე წყლისა, მდინარე ღვინისა და მდინარე რძინა. თუკი თქვენი წინამორბედი აქლემი სამოთხის გარეთაა, მაშნ ცხადიამ იგი ჩამომდნარი უნდა იყოს შიმშილისა და წყურვილისაგან ანუ სხვენი ისრაგბებლებენ მისი რძით. ტყუილად გაიძახის თქვენი წინასწარმეტყველი, ღმერთს ვესიტყვებოდიო, რადგან თვით ეს საიდუმლოც დედააქლემისა არ გაემხილა მას. და თუ ეს აქლემი სამოთხეშ იმყოფება, მაშინ იგი კვლავაც მთელს წყალს სვამს, დათქვენ კვლავ ევნებით უწყლობისაგან სამოთხისა სხვა სიამტკბილობათა შორის. ხოლო თუკი ღვინოს მოისურვებს, იძულებული იქნებით შეუძავებლად დალიოთ ღვინის მდინარისაგან, რადგანაც წლის მდინარე უკვე აქლემს შეუსვამს მთლიანად; მაშასადამე, თქვენ სვამთ ღვინოს, აღენთებით, თრობა გერევათ და იძინებთ.

ასე, რომ დამძიმებულნი თრობამორეული ძილისაგან, მძიმე გუნებაზე იღვიძებთ და ევნებით ნაბახუსევზე, რის გამოც გავიწყდებათ სამოთხის შვება-სიამენი. მაშ, როგორღა იზრუნა თქვენმა წინასწარმეტყველმა, რომ ასეთი ვნება არ გწეოდათ და უკვე სამოთხეში მოხვედრილებს, სადაც მხოლოდ ნეტარება უნდა განგეცადათ?! რატომ არ იფიქა მან ამ დედა აქლემისათვის, - თუ სად იმყოფება იგი ამჟამად? მაგრამ თქვენ არც გიკითხავთ მუჰამედისათვის ყოველივე ამის შესახებ მაშინ, როცა იგი, თითქოსდა სიზმარშიაო, გითხრობდათ სამოთხის ამ სამი მდინარისათვის. ხოლო ჩვენ სრულიად აშკარად გიზხადებთ თქვენ, რომ ეს თქვენი საოცარი დედა აქლემი თქვენს უწინარეს და თქვენ წინამორბედად შესულა სახედართა სამშვინელშ, სადაც თქვენც მოგიწევთ შესვლა და ცხოვრება პირუტყვთა მსგავსად; სწორედ იქაა უკიდურესი წყვდიადი და დაუსრულებელი ტანჯვა, ცეცხლი მოტყინარე და მატლი დაუძინებელი ჯოჯოხეთის დემონებითურთ.

და კიდევ, ერთ ასეთ თქმულებაში ტრაპეზის შესახებ მუჰამედი ამბობს, რომ ქრისტემ ღმერთს ტრაპეზი სთხოვა, და ეს ტრაპეზი მიეცაო მას. ღმერთმაო, ნათქვამია თქმულებაში, უთხრა ქრისტეს: მე გაძლევ შენ და იმათაც, ვინც შენთანაა, უკვდავ ტრაპეზს!

გარდა ამისა, მუგამედს შეუთხზავს თქმულებაც მოზვრის შესახებ და კიდევ მრავალი სხვა მონაჩმახიც, სწორედ რომ სიცილის ღირსი, რომელიც მათ სიმრავლის გამო, უპრიანია გამოვტოვოთ. მან ისიც დაუწესა სარკინოზებს, რომ წინადაიცვეთდნენ; ერთი რამ სჯულით ნებადართულისაგან - მიეროთ საზრდოდ, ხოლო სხვა რამისგან, რაც ასევე ნებადართულია სჯულით, თავი შეეკავებინათ, ღვინის მიღება კი, როგორც ვიცით, ამქვეყნად საერთოდ აუკრძალა თავის მიმდევრებს.


სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა IV ტომი.



ჯერ წაიკითხეთ და შმედეგ იმსჯელეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი Aug 17 2012, 11:12 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



არის თუ არა მუჰამედი წინასწარმეტყველი?

IPB-ს სურათი

რატომ არ თვლიან ქრისტიანები მუჰამედს წინასწარმეტყველად? ეს კითხვა აღელვებს მრავალ მუსულმანს და ხშირად გაისმის ქრისტიანთა მიმართ, ძირითადად ამგვარი ფორმულირებით: “ჩვენ, მუსულმანები თაყვანს ვცემთ იესო ქრისტეს, როგორც მოციქულს, თქვენ კი არ ცნობთ მუჰამედს წინასწარმეტყველად! რატომ უშვებთ ასეთ უსამართლობას?”

თუმცა, მოციქულებრივ აღიარებაზე ბევრად მნიშვნელოვანია არსის აღიარება. ამ შემთხვევაში სწორედ რომ საპირისპირო სურათს ვიღებთ. ჩვენ, ქრისტიანები, ისევე როგორც მუსულმანები, მუჰამედს ადამიანად მივიჩნევთ, იესოს კი მუსულმანები, ჩვენსავით ღმერთად არ მიიჩნევენ. თუკი ჩვენ მათ ადამიანს ადამიანად ვრაცხთ, ხოლო ისინი ჩვენს ღმერთს ღმერთად არ ცნობენ, მაშ ჩვენს შორის ვინ უფრო უნდა მიუთითებდეს უსამართლობის შესახებ?
მხოლოდ ამ გარემოებით რომ არ შევიზღუდოთ, შევეცდებით ღრმა და ამომწურავი პასუხი გავცეთ კითხვას, რატომ არ ცნობენ ქრისტიანები მუჰამედის მოციქულებრივი არსის ჭეშმარიტებას.

პირველი, უნდა ითქვას, ქრისტიანები იმიტომ არ მიიჩნევენ მუჰამედს მოციქულად, რომ ხსნისა და ცხონების ღვთაებრივ განგებულებაში ისეთი ფიგურა, როგორსაც მუჰამედი წარმოადგენს ისლამში, სრულიად ზედმეტია.

უფალმა აბრაამს გაანდო აღთქმის მცნებები; ისააკის მეშვეობით, მისგან წარმოშვა უფლის რჩეული ერი; განაახლა და გააფართოვა მცნებები მოსეს მეშვეობით; შემდეგ განუწყვეტლივ უგზავნიდა კაცობრიობას მცირე წინასწარმეტყველებს იოანე ნათლისმცემლის ჩათვლით, რომელმაც ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველა რასაც მოჰყვა მაცხოვრის მოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ,, რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.”(მათე 11-13) ნათლისმცემლის შემდეგ წინასწარმეტყველთა მოვლინება შეწყდა დედამიწაზე.
ახალი აღთქმა წარმოადგენს გამოცხადებაში გადმოცემული საღმრთო ისტორიის სრულყოფილ დასასრულსა და საბოლოო შევსებას.

ყოვლის შემძლე უფალმა ინება მიწაზე გარდმოსვლა და ხალხთან ურთიერთობა (ვარ3-38). წინასწარმეტყველთა გამოგზავნას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, მათ უნდა მოემზადებინათ კაცობრიობა უფლის მოსვლისათვის. როდესაც ადამიანები განემზადნენ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დაბადებულიყო დედათა შორის უბიწო არსება ქალწული მარიამი, მხოლოდ მაშინ გამოჩნდა უფალი განხორციელებული ,, და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა. “(Iტიმ 3-16) და განახორციელა განზრახული – ადამიანთა ხსნის საქმე. საიდუმლოთა მეშვეობით ჩამოაყალიბა სრულიად ახლებური ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის, რის მიხედვითაც ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა შეერწყას უზენაესს. ამაზე მეტად სრულყოფილი, ამაზე ახალი არაფერი, ვერაფერი მოხდება, ისევე როგორც ვერაფერი შეედრება ღმრთის სრულყოფილებას.

მაშ, რაღა საჭიროა ახალი წინასწარმეტყველი? მათი დრო წავიდა. წინასწარმეტყველნი ესაჭიროებოდნენ კაცობრიობას უფლისაკენ მიმავალი გზის დასაწყისში, როგორც მცირეწლოვან ბავშვს სჭირდება აღმზრდელი. მაგრამ უკვე გაზრდილ, ჩამოყალიბებულ ადამიანს ორმოცი წლის შემდეგ რომ გამოეცხადოს მავანი, რომელიც კვლავ მის აღზრდას ითავებს, თავისი ხელით აჭმევს, დატუქსავს, კუთხეში დააყენებს, როგორც ბალღს, ასეთი ამბავი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობას გამოიწვევს. მოწიფულ ადამიანს აღარ სჭირდება აღმზრდელი. სწორედ ასევე, კაცობრიობა, რომელმაც უკვე ნახა, შეეხო და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და მიიღო შესაძლებლობა იცხოვროს უფალში, სრულიად უადგილოდ, ზედმეტად ჩათვლის ნებისმიერ განცხადებას, რომ ვინმე უფლის ნებას გადასცემს მათ. ამიტომაც ახალ აღთქმაში უფლის მიერ არაფერია ნათქვამი განსაკუთრებული მისიით წარმოგზავნილი მომავალი წინასწარმეტყველების შესახებ. სამაგიეროდ არის გაფრთხილება, რომ “მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. “(მათ24-11). უფრო ადრე, თვით უფალი გვაფრთხილებდა, რომ მრავალთაგან მხოლოდ მცირედნი არიან წინასწარმეტყველნი: ,, მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი”(იერ14-14)

მიზეზი მეორე – ქრისტიანები იმიტომ არ აღიარებენ მუჰამედს წინასწარმეტყველად, რომ მისი სწავლება სრულიად საპირისპიროა ქრისტეს სწავლებისა.
მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

ქრისტემ თქვა: ,, ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.”(ლუკ.16-18); “ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს. “(მკ10-12). ყურანი, თავის მხრივ გვასწავლის: თუკი დაცილებული ცოლ-ქმარი კვლავ დაქორწინებას გადაწყვეტს, ამისათვის ცოლი მანამდე სხვა კაცს უნდა გაჰყვეს ცოლად(!), შემდეგ გაშორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დაუბრუნდეს ყოფილ ქმარს: “ თუ მამკაცი გაეყარა ცოლს, იგი მას ვერ დაიბრუნებს მანამ, სანამ ქალი სხვას არ გაჰყვება ცოლად.ხოლო თუ მას მეორე ქმარი გაშორდება, მათ (ყოფილ ცოლ-ქმარს), უფლება აქვთ თავიდან დაქორწინდნენ და ამით ისინი არ სცოდავენ“. (ყურ.2-230)”.

ახალი აღთქმა ქადაგებს: “ ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება “(იაკ.1;13-14). ყურანი კი ღვთის სიტყვას გვამცნობს: “ ჩვენ გაცდუნებთ თქვენ სხვადასხვა საშუალებებით: შიშით, შიმშილით, ქონების, სიცოცხლის, მოსავლის დაკარგვით“. (ყურ. 2;150-151).”

ახალი აღთქმა: “ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას, თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.(რომ.12;17-19) ყურანი: „ მორწმუნეებო! მოკლულებისთვის თქვენ შური უნდა იძიოთ.“ (2.178).

უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, თუმც, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია.

ესოდენ აშკარა უთანხმოება კიდევ ერთ საფუძვლიან მიზეზს იძლევა ქრისტიანებისთვის, რომ არ მიენდონ მოსაზრებას მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის შესახებ. არ შეიძლება უფალი არ ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს და ორ, სხვადასხვა ჭეშმარიტებას არ ქადაგებდეს. აქედან გამომდინარე, ახალი აღთქმა და ყურანი – სხვადასხვა წყაროდან წამოსული გამოცხადებაა. ის, ვინც ყურანი მოუტანა კაცობრიობას, არ შეიძლება იყოს ღვთიური წინასწარმეტყველი, რომელმაც ქრისტიანებს გვაჩუქა სახარება.

მიზეზი მესამე; მუჰამედი, წინასწარმეტყველთა დასში საკუთარი რჩეულობის დასამტკიცებლად ვერცერთ ობიექტურ მტკიცებულებას ვერ წარმოგვიდგენს.
განმანათლებელი გრიგოლ პალამა მიმართავდა მუსულმანებს: “თქვენც და ჩვენც გვაქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოცდილი და კანონით განმტკიცებული ჩვეულება: მტკიცებულებათა გარეშე არაფერი მივიღოთ ჭეშმარიტებად. მტკიცებულება ორგვარი სახისა არსებობს: მას ნათელჰყოფს ან საქმე და მოვლენა, ან მომდინარეობს იმ ადამიანთაგან, ვინაც ღირსია ნდობისა. ასე, მაგალითად, მოსემ ნიშნებისა და სასწაულების მეოხებით დასაჯა ეგვიპტე; კვერთხით გააპო ზღვა, მისი ნებით ციდან მანანა მოეფინა მიწას ,, უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს. “(გამოსვ. 16.4). განა საჭიროა რამეს დამატება, მით უფრო, რომ თქვენც აღიარებთ მოსეს? ის არსებობდა და უფლისაგან იწოდა ღვთის ერთგულ მონად ,, უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი. “ ( რიცხ. 12.4) და არა შვილად და სიტყვად. ღვთიური განგებით იგი ავიდა მთაზე, სადაც მიიცვალა და შეუერთდა მათ, ვინაც მანამდე იყო ,, ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს,მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს. “(მეო.32.49-50). რაც შეეხება ქრისტეს, რომელმაც უამრავი გასაკვირველი სასწაული გვიჩვენა, მის შესახებ სწორედ მოსეს და სხვა წინასწარმეტყველთა რწმუნებები არსებობს. ახალ საუკუნეში მხოლოდ ის იწოდება თქვენ მიერაც კი ღვთის სიტყვად. მხოლოდ იგი იშვა ქალწულისაგან ახალ დროში. ახალ ეპოქაში მხოლოდ იგი ამაღლდა ზეცად, უკვდავთა დასს შეუერთდა; როგორც იმედოვნებენ, მხოლოდ იგი ჩამოვა ზეციდან, რათა განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი (იხ.2ტიმ;4:1;1 პეტ;4;5), რომელნიც აღსდგებიან. მე თქვენ მოგითხრობთ მხოლოდ იმის შესახებ, რასაც თქვენ, მუსულმანები, აღიარებთ. აი, რატომ გვწამს ქრისტესი და რატომ ვირწმუნეთ მისი სახარება. რაც შეეხება მუჰამედს, მის შესახებ არც ერთი წინასწარმეტყველი არ გვაძლევს ცნობას. გარდა ამისა, მისი ქმედებები არ გამოირჩევა გასაკვირი და უცხო სასწაულებით, რასაც მისდამი რწმენა უნდა აღეძრა. ამიტომ არ გვწამს იგი და არ გვჯერა მისი წიგნის.”

სწორედ გონივრული შენიშვნაა: იმისათვის, რომ რაიმე ჭეშმარიტებად მიიღო. საკმარისი არგუმენტები უნდა გაგაჩნდეს. თვით მუსულმანებიც არ აღიარებენ წინასწარმეტყველად ყველას, ვისაც კი ამის სურვილი აქვს. ასე, მაგალითად, XIX საუკუნეში პაკისტანში გამოჩნდა კაცი, რომელმაც თავი ალაჰის ახალ წინასწარმეტყველად გამოაცხადა და რომ მის მისიას პირველი გამოცხადების აღდგენა წარმოადგენდა, რომელიც ასე შერყვნა შემდგომმა ისლამმა. მან გაიჩინა მიმდევრებიც, თუმცა მუსულმანთა უმრავლესობამ არ ცნო მისი წინასწარმეტყველება და “აჰმადიელებს” დღემდე ერეტიკოსებად მოიხსენიებენ. სულ ახლახანს, აზერბაიჯანში მავანმა ქალმა თავი წინასწარმეტყველად გამოაცხადა, მაგრამ მუსულმანები არ ჩქარობენ მის ცნობას, რადგან მიაჩნიათ, რომ არ გააჩნიათ საკმარისი მტკიცებულებები.

ზუსტად ასევე, ქრისტიანები ვერ ხედავენ მტკიცებულებებს მუჰამედთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მუჰამედი ცდილობდა წარმოედგინა ამგვარი მტკიცებულებანი. თუმცა არგუმენტები, როგორც წესი, უნდა შეეფარდებოდეს მისწრაფებების ხარისხს. დავუშვათ, მავანი ადამიანი აცხადებს: “მისმინეთ, ხალხო! ამიერიდან ვითხოვ საყოველთაო მორჩილებას, რადგან მე ვარ თქვენი მბრძანებელი, ამასთან, მე – ღვთისაგან გახლავართ წარმოგზავნილი!” ბუნებრივია, გაჩნდეს კითხვა: კი მაგრამ რატომ უნდა დავუჯეროთ მას? პასუხად გაისმის: “აი, ნახეთ, როგორი ლექსები მაქვს, განა მსგავს ლექსს ვინმე შექმნის?! გულახდილად ვთქვათ: განა საკმარისი იქნება თქვენთვის ამგვარი არგუმენტაცია?

არადა ერთადერთი “არგუმენტი”, რომელიც მუჰამედმა მოიყვანა, - მის მიერ შექმნილი ყურანი გახლავთ: “თუკი ჩემი ღვთიურობის შესახებ გაგიჩნდებათ ეჭვები, მოიტანეთ სურა, მსგავსი ამისა, და მოიყვანეთ მოწმენი თქვენნი, გარდა ალაჰისა, რომ თქვენ ხართ მართალნი. თუკი ამას ვერ შეძლებთ – ამას კი ვერასოდეს შეძლებთ! – მაშინ გეშინოდეთ ცეცხლისა, რომლის საწვავი ქვებია და ადამიანები, ცეცხლი გამზადებული ურწმუნოთათვის!’ (2;21-22). სხვა ადგილზე მუჰამედი დაეჭვებულებისაგან უკვე არა ერთი, არამედ ათი სურის წარმოდგენას ითხოვს (11-16)

რა გასაკვირია, რომ არაბი მოაზროვნე არ-რავანდი (გარდ.906წ) აღშფოთებული იტყვის: “როგორ შეიძლება მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის ჭეშმარიტება ამტკიცო მისივე შექმნილი ყურანის მიხედვით? ევკლიდეს რომ ემტკიცებინა, რომ ადამიანები ვერასოდეს ვერ შექმნიან მის წიგნზე უკეთესს, განა ამ სიტყვების საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დამტკიცებულიყო რომ იგი წინასწარმეტყველია?(1)

აი, როგორ აღიქმება გვერდიდან მუსულმანური არგუმენტაცია: მუჰამედი ითვლება წინასწარმეტყველად, რადგან მან მიიღო “წმინდა წერილი” – ყურანი, ხოლო ყურანი ითვლება წმინდა წერილად, რადგან მას ასე უწოდა “წინასწარმეტყველმა” მუჰამედმა. ეს ტიპიური ლოგიკური შეცდომაა: არ შეიძლება მტკიცებულებად მიღება ისეთი რამის, რაც თავად საჭიროებს დამტკიცებას.


დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს: დაუჯერებთ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს მპყრობელად და წინასწარმეტყველად აღიარონ მის ხელთ არსებული ლექსების საფუძველზე , თუნდაც მართლა საუკეთესო ლექსები წარმოგდგინოთ? მგონი, საეჭვოა ასე მოხდეს. ლექსები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ისინი იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ პრეტენზია არის პოეტობაზე. ხოლო თუ საუბარია წინასწარმეტყველად აღიარებაზე, ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო სერიოზული არგუმენტები და სრულიად სხვა სფეროდან. [2].

იმის გასაგებად, როგორი მტკიცებულებები ჩაითვლება საკმარისად, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რა არის წინასწარმეტყველება.

წინასწარმეტყველება –ეს განსაკუთრებული ღვთიური ნიჭია. . წინასწარმეტყველი ჭვრეტს მომავალს. და ეს არის მტკიცებულება, რომ ის ჭეშმარიტად კავშირშია ღმერთთან. როგორც ცნობილია, დრო ჩვენი შექმნილი სამყაროს კუთვნილებაა. ჩვენ ყველა ვარსებობთ დროში, აღვიქვამთ წარსულის, აწმყოსა და მომავალს. ის, რაც სინამდვილეში მოხდება, არ ვიცით. ეს ზუსტად იცის იმან, ვინც დროის მიღმაა და ვისთვისაც ცხადია ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. და იმათ, ვინც მასთან უშუალო კავშირშია, ანუ, წინასწარმეტყველებმა. ის თავისი წმინდა ღვთაებრივი ჭვრეტიდან გვამცნობს მომავალს.

სწორედ ამიტომ ბიბლიაში მოცემულია მკაფიო კრიტერიუმი, როგორ განვასხვავოთ ცრუ წინასწარმეტყველნი ჭეშმარიტთაგან: და თქვა.. უფალმა.. ორი ციტატაა

ნებისმიერ მკითხველს შეუძლია წარმოთქვას ფორმალური “წინასწარმეტყველება”. მაგალითად, ის იტყვის: ხვალ მე დავწერ წერილს, და მართლაც, მეორე დღეს დაწერს წერილს. მაგრამ ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებასთან. რადგან მან რეალური მომავალი კი არ იცის, და ხვალ შესაძლოა მოხდეს ისეთი რამ, რომ წერილისთვის ვეღარ მოვიცალოთ.

ასევე მოქმედებენ ცრუ წინასწარმეტყველნი და მისნები , ეშმაკის მსგავსად, რომლებიც მათი პირით წინასწარმეტყველებენ: რაღაცაში მათი პროგნოზი არის ჩვენი შესაძლო ქმედებების გეგმა. მაგრამ ეშმაკმაც არ იცის მომავალი, ის, როგორც შექმნილი არსება, “დროში” არსებობს. სწორედ ამიტომ
ეშმაკთა წინასწარმეტყველებანი, ისევე, როგორც ადამიანთა პროგნოზები, გვეძლევა მოკლევადიან პერსპექტივაში. და ეს გასაგებიაცაა. ადვილია თქვა: ხვალ წერილს დავწერ- და დაწერო. მაგრამ ამის ერთი წლით ადრე დაგეგმვა და შესრულება- უფრო რთულია: საკუთარი გეგმის შესრულების ალბათობა ნაკლებია. ცოცხლები ვიქნებით იმ დროისთვის?! არავინ დაიჯერებს თუ ვიტყვით, რომ ასი წლის შემდეგ ჩემი შთამომავალი დაწერს ასეთ წერილს.

ბიბლიაში არსებობს კონკრეტული წინასწარმეტყველებანი, რომლებიც დაწერიდან ასწლეულთა შემდეგ ზედმიწევნით სრულდება. მათი სანდოობა უტყუარია: ამგვარი წინასწარმეტყველების შემცველი ხელნაწერები თარიღდება რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე ისინი აღსრულდებოდნენ. აი, მაგალითად: ერთხელ ერთი ქალი მიუახლოვდა ქრისტეს ალაბასტრის.. ჭურჭლით და თავზე დაასხა კეთილსურნელება, როცა მოციქულები აღშფოთდნენ ასეთი ძვირფასი კეთილსურნელების ამაო ხარჯვის გამო, მათ მოესმათ: ,, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. “ (მათე 26:13),. ამ სიტყვებს შეიცავს ხელნაწერი , რომელიც თარიღდება ჩვ. წ. II საუკუნით., როცა ქრისტიანობა იდევნებოდა, ხოლო ქრისტიანები წარმოადგენდნენ მცირერიცხოვან ჯგუფს. რა შეიძლება ითქვას მსოფლიოზე? როცა ყოველგვარი ადამიანური საზომით არავითარი გარანტია არ იყო იმისა, რომ წმინდა წერილი საერთოდ გადარჩებოდა: გავიხსენოთ, რომ მოგვიანებით, IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა დიოკლიტიანემ ბრძანა მთელი რომის იმპერიის საზღვრებში ამოეღოთ და გაენადგურებინათ ქრისტიანული წიგნები, განზრახული ჰქონდა ბოლო მოეღო ქრისტიანობისთვის: “ პირისაგან მიწისა აღიგავოს ქრისტიანთა სახელი”- ეწერა მის ბრძანებაში. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ქრისტეს სიტყვები ახდა სრული სიზუსტით, და თან საუკუნეების შემდეგ. და ბიბლია არის ამჟამად ყველაზე უფრო გავრცელებული წიგნი მსოფლიოში, მას კითხულობენ ექვსივე კონტინენტზე, ის თარგმნილია 2426 ენაზე, გამოცემულია საერთო ტირაჟით დაახლოებით 6 მილიარდი ეგზემპლარი, და მთელ მსოფლიოში ცნობილია ისტორია ალაბასტრის ჭურჭლიანი ქალის შესახებ. კონკრეტული წინასწარმეტყველება, რომელიც უკანა რიცხვით კი არ დაიწერა, არამედ არსებობს იმაზე ბევრად უფრო ადრინდელ ხელნაწერებში, ვიდრე მათი აღსრულება მოხდა, და ამ ზედმიწევნით აღსრულებაში ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს.

კიდევ ერთი მაგალითი. ესაია წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებს: და ბაბილონი, მეფური დიდება, ქალდეველთა სიამაყე დაიქცევა ღმრთისაგან, ვითარცა სოდომი და გომორი. აღარ დასახლდება ხალხი მასში უკუნუთი უკუნისამდე: ,, ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება” (ეს.13;19-22)

იერემია წინასწარმეტყველი გვამცნობს თავის გამოცხადებას ბაბილონის შესახებ: ,, წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში. ”(იერ.51;26)

ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ეს სიტყვები სრულიად წარმოუდგენლად მოეჩვენებოდათ თანამედროვეებს: ბაბილონი ხომ ათას ხუთასი წელი იდგა, ვითარდებოდა და ყვაოდა.

მაგრამ სწორედ ქ-მდე VI საუკუნეში ქალაქი დაიპყრო და ნაწილობრივ გაანადგურა სპარსეთის მეფე კიროსმა. ქ-მდე IV საუკუნეში ბაბილონს ალექსანდრე მაკედონელი დაეუფლა, რომელსაც დაცემის გზაზე დამდგარი ქალაქის აღორძინება ჰქონდა მიზნად. ალექსანდრემ როგორც კი გადაწყვიტა მთავარი წარმართული ტაძრისა აღდგენა და ბაბი;ლონის გადაქცევა თავისი სამეფოს დედაქალაქად, სულ მოკლე ხანში დაავადმყოფდა და გარდაიცვალა. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ნანგრევების დაშლაც კი ვერ მოასწრეს.

ესაია წინასწარმეტყველის წიგნის უძველესი სია – Qისა ქრისტემდე II საუკუნით თარიღდება, ხოლო უძველესი პაპირუსი, იერემია წინასწარმეტყველის ტექსტით – ქრისტემდე III საუკუნისაა. ამ დროს ბაბილონი ჯერ კიდევ დასახლებული ყოფილა. ქრისტეს აქეთ I საუკუნეში კი წინასაწარმეტყველება მთლიანად ახდება: 116 წელს იმპერატორ ტრაიანეს ბაბილონის ადგილზე მხოლოდ “ყორღანები და მის შესახებ ლეგენდები ხვდება”.

ალექსანდრე მაკედონელი არ გახლდათ ერთადერთი მმართვერლი, რომელიც წინასწარმეტყველების აღსრულებისთვის ხელის შეშლას შეეცადა. 1980-იანი წლების ბოლოს ერაყის ლიდერმა სადამ ჰუსეინმა ბრძანა მოემზადებინათ ბაბილონის აღორძინების პროექტი. მისი ჩანაფიქრით, სასტუმროებითა და გასართობი დაწესებულებებით სავსე ქალაქი ახლო აღმოსავლეთის ტურისტულ ცენტრად უნდა ქცეულიყო. სამუშაოები 2001 წელს დაიწყო და... იმავე წელს დასრულდა სამხედრო ოპერაციის “უდაბნოს ქარიშხალის” შედეგად. ღმრთის განგებულების ზედმიწევნით ზუსტად აღსრულებას ვხედავთ ამ შემთხვევაში ათასობით წლის განმავლობაში თანამედროვე ეპოქის ჩათვლით.

ბიბლიიდან კიდევ უამრავი, შემდგომში აღსრულებული წინასწარმეტყველების მოყვანა შეგვიძლია მაგალითებად.

იგივეს ვერ გავიმეორებთ მუჰამედის წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით. ყურანში იგი პირდაპირ აცხადებს, რომ არ უწყის, “რა გველის მე და თქვენ” (46;8). ერთ-ერთ ჰადისში მუჰამედი ამტკიცებს, რომ “არავინ უწყის, რა იქნება ხვალ. რა იმალება ჯურღმულებში, ვინ რას მოიპოვებს მომავალში, რომელ მიწაზე მოკვდება და არავინ იცის, როდის მოვა წვიმა” (ბუხარი 1039). იგი თვითონვე ადასტურებს, რომ ვერ განჭვრეტს მომავალს, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ეს ყველაფერი არ არის. მუსულმანური წყაროების მიხედვით, მუჰამედი წინასწარმეტყველებდა მომავალს, თუმცა ისინი არ ხდებოდა!

აი, მაგალითიც: “ერთხელ, სიცოცხლის ბოლოს, მოციქულმა ჩვენთან ერთად შეასრულა საღამოს ლოცვები, წამოდგა და თქვა: “გესმით თუ არა, რა ღამე დადგა დღეს? ჭეშმარიტად, ამ ღამიდან ასი წლის შემდეგ არცერთი სულიერი აღარ იქნება დედამიწაზე”. (ბუხარი 116). ამ სტრიქონების ნებისმიერი მკითხველი თვითონ არის მტკიცებულება მუჰამედის ცრუწინასწარმეტყველებისა, რადგან არათუ ასი, ათასხუთასი წლის შემდეგაც დედამიწა სავსეა სიცოცხლით.
კიდევ ჰადისი: ალაჰის მოციქულმა თქვა: „ მალე ევფრატი ოქროთი სავსე საგანძურს გახსნის,მაგრამ ისინი, ვინც ამ დროს იცხოვრებენ, ნურაფერს ნუ აიღებენ... და ევფრატი მათ ოქროს მთებს დაუდგამს.“ (ბუხარი 7119). 1500-წლის შემდეგაც, ეს „მალე“ არ დამდგარა.

ისევ ჰადისი: “წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს ის ერი, რომელიც მმართველად გახდის ქალს” (ბუხარი, 9.88.219). ინგლისელი ხალხი საკმაოს წარმატებულია ელისაბედ II-ის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის განმავლობაში, როგორც იქამდეც დედოფალ ვიქტორიას მმართველობის ჟამს იყო წარმატებული. შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა ისტორიიდან, მაგრამ ისინი ცნობილია განათლებული მკითხველისთვის.

როგორც ბიბლიიდან გვახსოვს, მოსეს კანონით, ერთი წინასწარმეტყველების აუსრულებლობაც საკმარისია არამარტო იმისთვის, რომ ადამიანი ცრუ წინასწარმეტყველად შეირაცხოს, არამედ სასტიკად დაისაჯოს კიდეც: ასეთი წინასწარმეტყველი მიეცით სიკვდილს:,,მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს. ” (მეორე 18:20).


მაგრამ ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, ღვთიური გამოცხადება გვთავაზობს მეორე, უნივერსალურ ხერხს განვსაზღვროთ—ჭეშმარიტია თუ ყალბი გამოცხადება, ასევე ისინი, ვისაც ეს ჩვენამდე მოაქვს.

აი ეს მეორე ბიბლიური კრიტერიუმი: ,, მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. ” (გალ.1:8)

სავსებით ლოგიკურია. რამდენადაც მუსულმანებმა უწყიან, რომ ქრისტიანებს აქვთ წმინდა წერილი – ბიბლია, ამდენად ბუნებრივია, მუჰამედის წინასწარმეტყველად აღიარებისთვის, მინიმუმ, საჭიროა, რომ მისი სწავლება წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ჭეშმარიტ ღვთიურ გამოცხადებასთან.

საინტერესოა, რომ თვით მუჰამედი სავსებით ეთანხმებოდა ამ კრიტერიუმს. ყურანში ნათქვამია, რომ იგი გამოგზავნილია “იმ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, რაც მის გამოჩენამდე გაცხადდა, როგორც პირდაპირი გზა და ბედნიერების მაუწყებელი მორწმუნეთათვის” (ყურ.2.97). აქვე კონკრეტულადაა დაზუსტებული, თუ რას გულისხმობს იგი: “ჭეშმარიტად გამოგიგზავნა, რათა დაადასტუროს იმის ჭეშმარიტება რაც მის მოვლენამდე იყო. უადრეს კი მოგივლინა მან თორა და სახარება, რათა ადამიანებს მათით ეხელმძღვანელათ” (ყურ.3. 3-4). სხვა ადგილზე ნათქვამია, რომ იესოს მიერ ბოძებული “სახარება – სახელმძღვანელო და სინათლეა”, რომელიც ადასტურებს თორას ჭეშმარიტებას, რომელიც უფრო უადრეს გაუცხადდათ ადამიანებს როგორც სახელმძღვანელო და დამარწმუნებელი ღვთისმოშიშთათვის” (ყურ. 5;46)
და ბოლოს, ქრისტიანებისთვის პირდაპირ არის გაცხადებული: “დაე განსაჯონ სახარების მფლობელებმა ისე, რაც დაუშვა ალაჰმა” (ყურ.5.47)

სწორედ ასე ვიქცევით ჩვენც და არა იმიტომ, რომ ყურანს ვუსმენთ, არამედ იმიტომ, რომ ასე წერია ბიბლიაში და ამასვე გვკარნახობს საღი აზრი.

თვით მუსულმანებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ის, რაც მუჰამედმა შექმნა, თითქოს დასტურად ბიბლიისა, შეიცავს უამრავ არსებით და კარდინალურ წინააღმდეგობას სწორედ ბიბლიასთან, რაც ზემოთ უკვე ვაჩვენეთ.

ამრიგად, მუჰამედი ამ კრიტერიუმსაც ვერ აკმაყოფილებს.

ავტორი: იური მაქსიმოვი

http://faith.ge/index.php?newsid=1240
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 12:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი