IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბიბლიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები, ნაშრომები და მათი განხილვა
აკაკი
პოსტი Jul 17 2012, 08:02 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ

თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება.


ციტატა
თავიდანვე ვაცხადებთ, რომ:
ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას
(ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”).



ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს.


შესავალი


ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით.

ძველი აღთქმა


საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა.

ახალი აღთქმა


არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი).

IPB-ს სურათი


ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა".

დასკვნა


ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
  1. გადამწერნი ზედმიწევნით ამოწმებდნენ თავიანთსავე შესრულებულ ასლებს, უდარებდნენ სხვა ხელნაწერებს (რომელთა ავტორებიც, რა საკვირველია, ამგვარადვე იქცეოდნენ) შეცდომებისაგან დასაცავად.
  2. ღვთის ყოვლადწმიდა სულმა ჰყო ყოველივე, იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტი ასლები ( ხელნაწერები) გვქონოდა ღვთის სიტყვისა.
ასე რომ, არ უნდა მოვტყუვდეთ. მორმონების (ჯოზეფ სმიტის ამერიკული სექტა), სასულიერო ლიბერალების ("პროტესტანტული ლიბერალიზმი"), ისევე, როგორც სხვა კულტებისა და ცრუ-რელიგიების (როგორიცაა მაგ. ისლამი) განცხადებები, რომ - თითქოს - ბიბლია სრულიად განადგურდა, სიცრუე და სიყალბეა. სწორედ ამაზე მოწმობს ხელნაწერთა უვრცელესი, ისტორიული მტკიცებულებანი, რომელთა შესახებაც დაიწერა ეს ყოველივე - ზემოთ აღწერილი; საბოლოოდ კი იოანე მახარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა" (ინ. 20:31).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 07:06 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



წმინდა იერონიმეს ჰომილიაა, მათეს სახარების განმარტებიდან...
მოთხრობილია ოთხი სახარების შესახებ, სხვა ე.წ ”სახარებების” შესახებ, აპოკრიფების შესახებ, რატომ ოთხი სახარება და არა მეტი და ა.შ


IPB-ს სურათი

”მრავალნი არიან, რომელთაც დაწერეს სახარება, როგორც ლუკა მახარებელი მოწმობს, როცა ამბობს: ”ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის” (ლკ. 1:4), და ლიტერატურული ძეგლები, რომელთაც ვიდრე დღევანდელ დღემდე გაძლეს. ძეგლებმა, რომლებიც სხვადასხვა ავტორების მიერ გამოქვეყნდა, წარმოშვეს (სათავე დაუდეს და განავითარეს) სხვადასხვა ერესები (გაუკუღმართებული, ცრუ სწავლა-მოძღვრებები) - მაგალითად, სახარება ეგვიპტელთაგან, თომასაგან, მატათასა და ბართლომესაგან. არსებობს ასევე სახარება თორმეტი მოციქულისა, ბასილიდისა და აპელასი, და კიდევ სხვათა, რომელთაც სიმრავლის გამო ვერ ჩამოვთვლით. დღეისათვის საჭიროა მხოლოდ იმის თქმა, რომ ადამიანთა გარკვეულმა კრებულებმა, რომლებიც აღდგნენ გარეშე სულისა (იუდა 19) და გარეშე საღვთო მადლისა ”ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა", თუმცა არა ისტორიული სიმართლისა და ჭეშმარიტების გადმოსაცემად.

წინასწარმეტყველის შემდეგი გამონათქვამი, სამართლიანა შეიძლიება მიემართოს მათ: ”: ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ!.. მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, - იტყჳს უფალი, - და უფალმან არ მოავლინნა იგინი; (ეზეკ. 13:3,6). ასევე მაცხოვარი საუბრობს მათ მიმართ იოანესაგან სახარებაში :”ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი.” (ინ. 10:8). [გავითვალისწინოთ, რომ უფალმა თქვა]: ”რომელნი მოვიდეს”, და არა ”რომელნი წარმოიგზავნენ”. რადგან თვითონ ამბობს: ”ისინი მოვიდნენ, მაგრამ მე არ გამომიგზავნია იგინი”. (იერემ. 14:14, 23:21), რადგან მათთან, რომლებიც მოდიან, ამპარტავნული (მედიდური) განზრახვა, თავდაჯერებულობაა; ხოლო იმათთან კი, რომლებიც წარმოიგზავნენ, მორჩილების სამსახური (მორჩილების მსახურება).

თუმცა ეკლესია, რომელიც უფლის სიტყვით კლდეზეა დაფუძნებული (მთ. 16:18), რომელიც მეუფემ მიიწვია თავის პალატაში (ქება ქებათა 1:3, 2:4) და რომელსაც გაწვდილი აქვს თავისი ხელი დაფარული წარმოშობის გასახსნელად (განკაცება ქება. 5:4), მსგავსია ქურციკისა და ირმის ნუკრისა (ქება. 2:9, 8:14); მას (ეკლესიას) აქვს ოთხი კუთხე და ბეჭედი, რომელთა მეშვეობითაც, როგორც აღთქმის კიდობანი და საუფლო რჯულის მცველი, ხის მაგარი ბოძებით მოგზაურობს იგი და გადაჰყავს ტვირთი.

პირველ რიგშია მათე, გადასახადების ამკრეფი, რომელიც ასევე ეწოდება ლევი (ლუკა 5:27), რომელმაც გამოაცხადა სახარება იუდეაში ებრაულ ენაზე, ძირითადათ იმ ებრაელების გულისთვის, რომელთაც ირწმუნეს იესო და არავითარ შემთხვევაში აღარ უმზერდნენ აჩრდილს რჯულისას, რადგან იგი სახარების სამართლემ აღასრულა.

მარკოზი მეორეა, მოციქულ პეტრეს, ალექსანდრიის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსის ნაუბარის გადმომცემი, რომელსაც თვითონ მართლაც არ ეხილა უფალი და მაცხოვარი, არამედ მან მოგვითხრო ის, რაც მოისმინა თავისი მასწავლებლის ქადაქებიდან, უპირატესად მოვლენათა უტყუარობის, სანდოობის შესაბამისად, ვიდრე მათი თანმიმდევრობისა.

მესამეა ლუკა, ექიმი, შობით ასირიელი (ასურელი) ანტიოქიიდან, რომლის ქებაც მის სახარებაშია (იხ. 2 კორ. 8:18, კოლ. 4:14), რომელიც ასევე მოწაფე იყო პავლე მოციქულისა. მან შექმნა თავისი წიგნი აქაიასა და ბიოტიას (მაშინდელი ცენტრალური საბერძნეთი. ა. ჯ.) მხარეში, მეტად სიღრმისეულად, კვალდაკვალ მიჰყვა მოვლენებს, და თვითონაც აღიარებს წინასიტყვაობაში (ლკ. 1:1-4).

ბოლოს კი მოციქული და მახარებელი იოანეა, რომელიც ძალიან უყვარდა იესოს. უფლის მკერდს მიყრდნობილმა, შესვა წყალი სარწმუნოების მოძღვრების უწმიდესი წყაროსაგან. მხოლოდ მან დაიმსახურა ჯვრიდან სიტყვების მოსმენა: ”აჰა დედა შენი. (ინ. 19:27). როდესაც იგი აზიაში იყო, მაშინაც კი ერეტიკოსთა თესლი უკვე აღმოცენებული იყო, კერინთუსის (ასურელი გნოსტიკოსი), ებიონის და სხვათა, რომლებიც უარყოფდნენ, რომ ქრისტე მოვიდა ხორციელად (1 ინ. 4:2-3). თვითონ იოანე, თავის ეპისტოლეში (2 ინ. 7), ანტიქრისტეებს უწოდებს მათ და მოციქული პავლე კი ხშირად ურტყამს და ამარცხებს მათ (რომ. 1:3, 2 კორ. 5:16). იმ დროს იოანე იძულებული შეიქნა, აზიის თითქმის ყველა პისკოპოსისა და მრავალი ეკლესიის წარმომადგენლებისაგან, რომ დაეწერა უფრო სიღრმისეულად მაცხოვრის ღვთაებრივობასთან დაკავშირებით. ეკლესიის ისტორიული ტრადიციის წყარო ასეთია, როდესაც იგი იძულებული იქნა ძმათაგან, დაეწერა სახარება, მან უპასუხა, რომ ასე გააკეთებდა თუ საყოველთაო მარხვა გამოცხადდებოდა და ყველა შეუდგებოდა უფლისადმი ლოცვას. როცა ეს განხორციელდა და იგი უხვად აღივსო ზეშთაგონებითა და გამოცხადებით, გადმოღვარა მეოთხე, რაცაა ზეციდან გამოგზავნილი პროლოგი: ”პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა” (ინ. 1).

ეზეკიელის წიგნი ადასტურებს, რომ ეს ოთხი სახარება გაცილებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, ასეა აღწერილი პირველ ხილვაში: ”საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ.. და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ” (ეზეკ. 1). პირველი სახე ადამიანისა ნიშნავს მათეს, რომელიც სახარებაზე თხრობას იწყებს, როგორც კაცზე: ”წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისა”. მეორე სახე ნიშნავს მარკოზს, რომლის, როგორც ლომისა, ძლიერი ხმა უდაბნოში ისმი: ”ხმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”. მესამე არის ზვარაკის სახე, რომელიც წინაგამოსახავს ლუკა მახარებლის დაწყებას, მოგვითხრობს რა იგი დასაწყისშივე ზაქარია მღვდლის შესახებ. მეოთხე სახე ნიშნავს იოანე მახარებელს, რომელმაც აღმართა არწივისებრი ფრთები (ის. 40:31) და მისწრაფებით აღფრინდა მაღალ ზაგნებზე, განიხილავს რა სიტყვას ღვთისას. სხვაც, რაც ამას მოჰყვება (ეზეკიელის ხილვაში) ხელს გვიწყობს: ”ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით.. საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.. ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან... და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული” (ეზეკ. 1).

ასევე გვიხსნის იოანეს გამოცხადების სიტყვებიც. ოცდაოთხი უხუცესის აღწერის შემდეგ, რომლებიც თაყვანს-სცემდნენ ღვთის კრავს, ეპყრათ რა ქნარები, იგი წარმოგვიდგენს ელვარებას და გრგვინვას, შვიდ მოძრავ სულს , მინის ზღვას და ოთხ ცოცხალ არსებას, სავსეებს თვალებით (გამოცხ. 4:7). შემდეგ ამბობს:”პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი”. და ცოტა მოგვიანებით ამბობს:”შიგნიდან თვლებით სავსენი იყვნენ. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.

ამ ყველაფრით პირდაპირ, აშკარადაა ნაჩვენები, რომ მხოლოდ ოთხი სახარება უნდა იქნას მიღებული, და მთელ გლოვას აპოკრიფებისა ერეტიკოსების მიერ უნდა იქნეს ნაჭიკჭიკები, რომლებიც, ფაქტობრივად, მკდარნი არიანი, ეკლესიისა ცოცხალი წევრებისაგან განსხვავებით (იუდა 12; იაკობ 2:17, 26)”.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ბიბლიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები   Jul 17 2012, 08:02 AM
დათიკო   აკაკი მადლობა საინ...   Jul 20 2012, 07:35 PM
Otherguy   სინამდვილეში კი პ...   Jul 25 2012, 10:49 AM
დათიკო   Otherguy ხო, ვიცი, მაგრა, ...   Jul 25 2012, 08:45 PM
A.V.M   აქ დებდა ხომე ერთი ...   Jul 27 2012, 09:03 PM
აკაკი   მინდა ეს კარგი რუქ...   Aug 20 2012, 02:30 PM
აკაკი   წმინდა იერონიმეს ჰ...   Aug 23 2012, 07:06 AM
აკაკი   სეპტუაგინტა თუ მაზ...   Aug 23 2012, 01:40 PM
A.V.M   აკაკი შენ თუ მოგეპ...   Aug 23 2012, 01:45 PM
აკაკი   სეპტუაგინტა თუ მაზ...   Aug 23 2012, 01:48 PM
A.V.M   რატომ არა გგონია. თ...   Aug 23 2012, 01:55 PM
აკაკი   A.V.M წმ. ეფრემმა და წმ....   Aug 23 2012, 02:02 PM
A.V.M   აკაკი მე სხვა რამე...   Aug 23 2012, 02:29 PM
აკაკი   A.V.M ჰო, არ ვიცი, დაზუს...   Aug 23 2012, 02:33 PM
აკაკი   "ბიბლიაში მთლად ყ...   Aug 24 2012, 08:57 PM
A.V.M   ნუ წაკითხული მაქვს...   Aug 24 2012, 09:52 PM
აკაკი   A.V.M ამაზე მე არ მაქვ...   Aug 28 2012, 11:29 PM
აკაკი   დრ. პიტერ უილიამსი ...   Sep 6 2012, 10:48 AM
აკაკი   მ. იოანე რომანიდის...   Apr 22 2013, 05:39 PM
აკაკი   [b]მაიკლ ბრესემი თეს...   May 12 2013, 05:36 AM
ალექსანდრე   სახარებისეული ისტ...   Nov 16 2013, 02:07 AM
A.V.M   ალექსანდრე აი ეს მ...   Nov 16 2013, 02:09 AM
ალექსანდრე   მაცხოვრის შობის დრ...   Nov 21 2013, 05:10 PM
A.V.M   ალექსანდრე ჯიგარი ...   Nov 22 2013, 12:33 AM
ალექსანდრე   http://i047.radikal.ru/1311/96/8fc33dbdc1ef.jpg   Nov 26 2013, 02:06 AM
A.V.M   ალექსანდრე დღევან...   Nov 26 2013, 02:19 AM
ალექსანდრე   ფარისევლებისა და ს...   Nov 27 2013, 05:22 PM
A.V.M   Did I Find King David’s Palace? Eilat Mazar ...   Jan 21 2014, 11:08 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:23 PM
afxazi   ეს საიდანმე გადმო...   Feb 28 2014, 05:20 PM
MIRDAT   შანკარა ქართულ თა...   Feb 28 2014, 09:18 PM
A.V.M   afxazi :D :D MIRDAT ინძაგის თ...   Mar 1 2014, 12:14 AM
azazeli   წინასწარმეტყველი ...   Jun 13 2014, 09:59 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 13 2014, 10:08 PM
azazeli   წმ. პეტრე დამასკელ...   Jul 13 2014, 10:10 PM
G_saxva   azazeli ძალიან კარგი და ...   Jul 14 2014, 09:14 AM
marine   "ქრისტოლოგიური წ...   Sep 28 2015, 02:55 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 02:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი