თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას |
A.V.M |
Jul 16 2012, 12:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
სასულიერო განათლება საქართველოში IV საუკუნიდან მკვიდრდება. ეკლესია-მონასტრები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით განთქმული იყო ტაო-კლარჯეთის, გელათის, იყალთოს, გრემისა და შიომღვიმის საგანმანათლებლო კერები. ძნელბედობისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლები. 1817 წელს თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელმაც იარსება 1917 წლამდე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ II-ისა და ლეონიდეს დროს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა სასულიერო სემინარიის დაარსებისათვის, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, სასულიერო სასწავლებლის გახსნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. მხოლოდ 1963 წლის 14 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი 1972 წლამდე იყო ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). პირველ კურსზე ჩაირიცხა 4 მსმენელი, შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა თითო კურსზე გახდა 10 (სულ იყო სამი კურსი). 1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი), 1972–1977 წლებში – წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), 1978–1979 წლებში – დეკანოზი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი (შალამბერიძე), 1979–1980 წლებში – მთავარეპისკოპოსი თადეოზი, 1980–1983 წლებში – მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), 1984–1988 წლებში – წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). 1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აკადემიაში ჩაირიცხა 14 სტუდენტი. მცხეთიდან მას შეუერთდა სასულიერო სემინარია 30 სტუდენტით. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი - ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989-1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი -ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993-2003 წლებში – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004- 2005 წლებში – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005-2009 წლებში რექტორი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 1993 წლიდან სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით. 2005 წელს გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წელს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. ამჟამად საღვთისმეტყველო ინსტიტუტს გააჩნია შემდეგი ფაკულტეტები:ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის; ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ; ხატწერის,რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. საღვთისმეტყველო ფაკულტეტი-დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე სასულიერო სემინარია- დეკანი- დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე სასულიერო სემინარია- პრორექტორი- დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე სასულიერო აკადემია- დეკანი- მღვდელი ირაკლი ახალაძე საკონტაქტო ინფორმაცია:სიონის ქ. N13/40 თბილისი, 0105, საქართველო info@tsas.ge www.tsas.ge +995 32 2 98 91 16 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 23 2012, 01:43 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სამეცნიერო საბჭო
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან სათათბიროს უფლებებით მოქმედებს სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებანი სავალდებულოა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი. სამეცნიერო საბჭოს წევრები: პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – რექტორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე – პრორექტორი; მღვდელი ირაკლი ახალაძე - თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი; დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი – თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი; თეა ბეჟუაშვილი – საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; გრიგოლ ხაჭაპურიძე – საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რელიგიათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; დეკანოზი იოსებ ვანიძე – ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; არქიმანდრიტი იოანე კიკვაძე – საეკლესიო გალობისა და სიმღერის ფაკულტეტის დეკანი; ზურაბ შევარდნაძე – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; ბადრი ბერაია – გალობის ცენტრის დირექტორი; გიორგი ნატროშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; მღვდელი გიორგი გუგუშვილი – ისტორიის აკადემიური დოქტორი, ბიბლეისტიკის კათედრის გამგე; ედიშერ ჭელიძე – პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) – ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგე; დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია- ღვთისმეტყველების კანდიდატი;ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის გამგე; ლელა ხაჩიძე – რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გრივერ ფარულავა – ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სერგო ვარდოსანიძე – საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო საბჭოს მდივანი; იური მოსიძე – უცხო ენების კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ ბუჩუკური – რესტავრაციის კათედრის გამგე. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ზურაბ ჭუმბურიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნინო მელიქიშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გვანცა კოპლატაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ლეილა გეგუჩაძე – ფილოლოგიის დოქტორი; რუსუდან წიქვაძე – ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი; დეკანოზი შალვა კეკელია – სასწავლებლის სულიერი მოძღვარი, -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი