![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ
თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება. ციტატა თავიდანვე ვაცხადებთ, რომ: ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას (ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”). ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს. შესავალი ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით. ძველი აღთქმა საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა. ახალი აღთქმა არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი). ![]() ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა". დასკვნა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
|
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
სეპტუაგინტა თუ მაზორეტული ტექსტი; ნამდვილი რომელია?
გაგრძელება მეურე რჯული 32:8 - ”ღმრთის (ელოჰიმ) ანგელოზები” შეცვალეს ”ისრაელის შვილებით”, ზოგან ”ისრაელიანთა რიცხვიამებრ” და მათნაირით.. ციტატა სეპტუაგინტა: რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი და დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა (რიცხჳსაებრ ანგელოზთა ღმრთისათა). მაზორეტული: როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ. იერემიას 10-ე თავს 6-ე და 7-ე მუხლებს დამატებები აქვს მაზორეტულში. ისაია 19:18- ”სიმართლის ქალაქი” შეიცვალა ”მზის ქალაქად”, ზოგ ვერსიებში ”ნგრევის ქალაქი”. ციტატა სეპტუაგინტა: მას დღესა შინა იყვნენ ხუთნი]ქალაქნი ეგჳპტეს, რომელნი იტყოდიან ენასა ქანანელთასა და ფუცვიდენ სახელსა უფლისა საბაოთისსა. ქალაქი ასედეკ (ებრ. სედეკ - სიმართლეს ნიშნავს) ეწოდოს ქალაქსა ერთსა. მაზორეტული: იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი. მაზორეტმა მწიგნობრებმა მიზანმიმართულად და თვითნებურად გადააწყვეს, ახლებურად განაწყვეს, ”გამართეს” დენანური თავი დანიელ წინასწარმეტყველის წიგნისა ისე, რომ თავები სრულიად უაზროდაა ქრონოლოგიურად. ისაიას 61:1 - ”ბრმათა თვალთა აღხილვა” გამოტოვებულია ციტატა სეპტუაგინტა: სული უფლისაჲ ჩემ ზედა, ამისთჳს მცხო მე უფალმან და მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად; მაზორეტული: სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად. ფსალმუნი 39:7 - ”სხეული გამიმზადე ჩემთვის” ჩანააცვლა სიტყვებმა: ”ყურები გამიმახვილე (ყურები გამიხსენი)”. ციტატა სეტპუაგინტა: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათჳს არა ითხოვე. მაზორეტული: მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; მეორე რჯული 32:43 - ”თაყუანის-სცენ მას ყოველთა ანგელოზთა ღმრთისათა (ელოჰიმ)” გამოტოვებულია. დაბადება 4:8 - ”განვიდეთ ზოგად ველად” გამოტოვებულია. (ქართულში არის.. ) მეორე რჯული 32:43 - მოსეს გალობა შემცირებულია... ამოღებულია მნიშვნელოვანი მუხლი, რომ წარმართებიც გაიხარებენ უფლის ერთან ერთად.. ციტატა სეპტუაგინტა: იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანის-სცენ მას ყოველთა ანგელოზთა ღმრთისათა. იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთაჲ იძიოს და შური იძიოს და მიაგოს საშჯელი მტერთა და მოძულეთა მისთა მიაგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანაჲ ერისა თჳსისაჲ. მაზორეტული: ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს. ისაიას 53-ე თავი შეიცავს 10 ორთოგრაფიულ სხვაობას, 4 სტილისტურ ცვლილებასა და ასოთა 3 გამოტოვებას, ამას ნათელს ჰყოფს მე-11 მუხლიც, სულ კი 17 განსხვავებაა. ციტატა სეპტუაგინტა: ჩუენებად მისა ნათელი, დაბადებად გულისჴმის-ყოფითა, განმართლებად მართლისა მის, დამონებად მრავალთა. და ცოდვანი მათნი მან თავადმან აღუხუნეს. მაზორეტული: თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს. ისაია 7:14 - ”ქალწული” ჩაანაცვლა ”ახალგაზრდა ქალმა”.. (როდესაც აკვილამ შექმნა თავისი ბერძნული თარგმანი ძველი აღთქმისა, რაბინ აკიბას (აკივა) მითითებით, მან შეცვალა სეპტუაგინტას ”ქალწული” სიტყვით ”ახალგაზრდა ქალი”. მაზორეტული ტექსტის შემდგენლები მიჰყვნენ მის მაგალითს - ამ მუხლის ამოღებას ვერ გაბედავდნენ, რადგან სწავლულთა შორის ეს მუხლი დიდად ცნობილი და საყურადღებო იყო, იგი ერთ-ერთი უცხადესი მესიანური წინასწარმეტყველებაა) მაზორეტული ტექსტი ასობით ადგილებში დიდად განსხვავდება სეპტუაგინტასაგან. რადიონახშირბადული დათარიღების, ტექსტუალური ანალიზისა და მე-2 (ქრ. შ-მდე.) / 1-ი საუკუნის (ქრ. შ-დან) შუახანებში, სხვადასხვა დროს დაწერილი ხელნაწერთა ანალიზების მიხედვით, არსებობს ფრაგმენტები ებრაული ბიბლიის ყველა წიგნიდან, გარდა ესთერისა და ნეემიას წიგნის ფრაგმენტებისა. გრაგნილების გამოქვეყნება გამოჟონვის გამო შეფერხდა, შენელდა. მკვდარი ზღვის გრაგნილების გარდა, მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ ”პეშიტა”, რათა მაზორეტულ ტექსტსა და სეპტუაგინტას შორის არსებული საკითხი გადაწყვიტონ . ზემოთ მოყვანილია მაგალითები, ზოგიერთი ადგილი მკვდარი ზღვის გრაგნილებიდან, ზოგი ”პეშიტადან” და ”სეპტუაგინტადან, რაღა თქმა უნდა. მაზორეტული ტექსტი იმ ტრადიციის ნაწილია, რომელიც რაბინმა აკიბამ წამოიწყო. რაბინებმა ხელახლა გადაწერეს იუდეველური ბიბლია, რათა ახალი აღთქმის სანდოობა გაენადგურებინათ. ძველი აღთქმის ებრაულ ვერსიები არაერთხელ გამოიყენეს ათობით ”მესიის” გამოსაცხადებლად. სეპტუაგინტა კი მხოლოდ ერთხელ. A.V.M არ მომეპოვება. საერთოდ, არამგონია რომელიმე წმინდა მამას აპოკრიფი განემარტა როდისმე, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არსად... თუ სადმე შემომხვდა აუცილებლად დავპოსტავ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი