IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბიბლიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები, ნაშრომები და მათი განხილვა
აკაკი
პოსტი Jul 17 2012, 08:02 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ

თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება.


ციტატა
თავიდანვე ვაცხადებთ, რომ:
ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას
(ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”).



ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს.


შესავალი


ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით.

ძველი აღთქმა


საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა.

ახალი აღთქმა


არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი).

IPB-ს სურათი


ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა".

დასკვნა


ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
  1. გადამწერნი ზედმიწევნით ამოწმებდნენ თავიანთსავე შესრულებულ ასლებს, უდარებდნენ სხვა ხელნაწერებს (რომელთა ავტორებიც, რა საკვირველია, ამგვარადვე იქცეოდნენ) შეცდომებისაგან დასაცავად.
  2. ღვთის ყოვლადწმიდა სულმა ჰყო ყოველივე, იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტი ასლები ( ხელნაწერები) გვქონოდა ღვთის სიტყვისა.
ასე რომ, არ უნდა მოვტყუვდეთ. მორმონების (ჯოზეფ სმიტის ამერიკული სექტა), სასულიერო ლიბერალების ("პროტესტანტული ლიბერალიზმი"), ისევე, როგორც სხვა კულტებისა და ცრუ-რელიგიების (როგორიცაა მაგ. ისლამი) განცხადებები, რომ - თითქოს - ბიბლია სრულიად განადგურდა, სიცრუე და სიყალბეა. სწორედ ამაზე მოწმობს ხელნაწერთა უვრცელესი, ისტორიული მტკიცებულებანი, რომელთა შესახებაც დაიწერა ეს ყოველივე - ზემოთ აღწერილი; საბოლოოდ კი იოანე მახარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა" (ინ. 20:31).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი Aug 24 2012, 08:57 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



"ბიბლიაში მთლად ყველაფერი არ ძევს
ზედაპირზე. მსგავსად ხატისა, იგი ფლობს
საგანგებო სახეობრივი სისტემით აღსავსე
თავის პირობით ენას. და როგორც ცნობილია,
რომ სამყაროსაკენ მიმართული ხატი მოითხოვს
მხილველისაგან მომზადებას, ასევე ბიბლიის
კითხვაც ითხოვს შინაგან შრომას, განსაკუთრე-
ბულ ბიბლიურ „კოსმოსში“ ჩაწვდომას..."


სინაჲს კოდექსი

სინაჲს კოდექსი, რომელიც ბიბლიის წიგნთა სრულ შედგენილობას შეიცავს, ერთერთი უძველეს რედაქციაა. იგი შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმისა- გან, რომელიც დაწერილია ჩვენს წ.აღ.მდე და ახალი აღთქმისაგან,რომელიც შექმნილია ქრისტიანული ეკლესიის არსებობის პირველ ასწლეულში. ზუსტად ასეთი სრული სახით შევიდა ბიბლია სულიერი კულტურის ისტორიაში, როგორც „ცხოვრების წიგნი“.

- K.T.- ესაა ინიციალები კონსტანტინ ტიშენდორფისა(1815-1874). ცნობილი გერმანე- ლი მეცნიერის, ბიბლეისტის, პალეოგრაფის და ტექსტოლოგისა, რომლის მცდელო- ბითაც რუსეთმა შეიძინა უძვირფასესი ხელნაწერი.

- მაგრამ ჩვენ უშედეგოდ დავიწყებდით იმის ძიებას, თუ სამამულო წიგნთსაცავები- დან,კერძოდ,რომელში ინახება თვითონ ორიგინალი. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მეცნიერება მას მეტად აღარ ფლობს.
იმ წლებში, როცა საზღვარგარეთ თითქმის უკონტროლოდ გადიოდა კულტურის მრავალრიცხოვანი ძეგლი, განთქმული ტილოების, ხატებისა და ქანდაკების ბედი გაიზიარა აგრეთვე ტიშენდორფის მიერ მოპოვებულმა პერგამენტის კოდექსმა: 1933 წ. ბოლოს იგი მიეყიდა ბრიტანეთის მუზეუმს. ხელნაწერისათვის გადახდილ იქნა თან- ხა-100 000 ფუნტი სტერლინგი, ე.ი. ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი მაშინ- დელი კურსით. მცოდნენი ამბობდნენ, რომ არც ერთი წიგნი მანამდე არ შეფასებულა ასე ძვირად. ამას გარდა, ერთმა მსხვილმა ამერიკელმა ბუკინისტმა განაცხადა, რომ თავის მხრივ იგი სთავაზობდა ორჯერ მეტ თანხას.
ბრიტანეთის მუზეუმის შენაძენს ბრიტანეთშიც და ამერიკაში აღფრთოვანებით შეხ- ვდნენ. მუზეუმის დანახარჯების ასანაზღაურებლად მოეწყო ფულადი სახსრების შე-გროვება...
მაინც რას წარმოადგენს სინაჲს კოდექსი? სად იქნა აღმოჩენილი? და რატომ ფასობ- და ასე?

ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ხელნაწერი

მდუმარე უსიცოცხლო უდაბნო. მცხუნვარე მზე. კლდოვანი, მცენარეთა კვალის თითქმის არმქონე კალთები სინაჲს ქედისა. მის ძირში შეფარებულია წმ.ეკატერინეს ძველი მონასტერი, დაარსებული ჯერ კიდევ VI-ს-ში. სიმაგრის მაღალი კედლები იცავენ ამ პატარა განმარტოებულ სავანეს, რომელშიც სულ რაღაც 18 ბერი ცხოვრობს.
მაგრამ ერთხელ,ეს იყო 1859 წლის 31 იანვარს,სინაჲს მდუმარება უეცრად დაირღვა.
მონასტერს უახლოვდებოდა ქარავანი.
ბერებმა, სხვათა შორის, იცოდნენ შესაძლო სტუმრობის შესახებ, და ძველ ციტადელ- ზე გადმოფენილი იყო რუსეთის იმპერიის სამფეროვანი დროშა. ასე ესალმებოდნენ სტუმარს სავანის მცხოვრებნი...

- ტიშენდორფი მათთან ადრეც იყო: ისინი უფლებას აძლევდნენ მას დაეთვალიერე- ბინა ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია. მაგრამ იმ დროს იგი მოვიდა როგორც „სიძველეებზე თავისუფალი მონადირე“,აღმოსავლეთში ხიფათისა და რისკის ქვეშ მოხეტიალე. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ტიშენდორფი მოქმედებდა მართლმადი- დებელი მეფის სახელითა და დავალებით.
ჯერ კიდევ ახალგაზრდულ წლებში გერმანელმა მეცნიერმა ჩაიფიქრა „ახალი აღთქ- მის“ ბერძნული ტექსტის გამოცემა, რომელიც უძველეს მანუსკრიპტებს დაეყრდნო- ბოდა. მან დაიწყო ამ მანუსკრიპტების მოძიება ევროპულ წიგნთსაცავებში, შემდეგ კი აღმოსავლეთშიც. მალე მიგნებებმა, გამოკვლევებმა და პუბლიკაციებმა ტიშენდორფს სახელი მოუპოვეს.

- წმ. ეკატერინეს მონასტერში მოხვედრა მისი სანუკვარი ოცნება იყო. მას დიდი ხნის წინ ჰქონდა გაგონილი იქაური ბიბლიოთეკის ხელნაწერების შესახებ. გადალახა რა მრავალი დაბრკოლება, ბოლოსდაბოლოს მიაღწია იქამდე 1844 წლის მაისში. იქ მას აღმოჩენა ელოდა.
თვით ტიშენდორფის ცნობები და ისტორიკოსებიც მოვლენათა ზუსტ სურათს ვერ იძლევიან. არის უწყება, რომ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გერმანელი პალეოგრაფი იპო- ვიდა განთქმულ კოდექსს, იგი ნახა და აღწერა რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ, არქიმან- დრიტმა პორფირი უსპენსკიმ. მან დაადგინა, რომ მანუსკრიპტი ძალიან ძველია, და მიაკუთვნა იგი V ს-ს. ტიშენდორფმა კი შეძლო დაემტკიცებინა, რომ ხელნაწერი მთე- ლი ასწლეულით ადრეულია.მისი ძირითადი მიზნისათვის ეს იყო არსებითი შენაძენი, რამდენადაც იმ დროში თითქმის არ არსებობდა ასე ძველი ნუსხა სრული ბიბლიური ტექსტისა.

- და მაინც, ბერები უცხოტომელს,და მით უმეტეს, სხვაგვარად მორწმუნეს უნდობ- ლად მოეკიდნენ და არ ისურვეს კოდექსის გაყიდვა. ტიშენდორფი, თავის მხრივ, უკან დახევას არ აპირებდა. რუსი მინისტრის აბრაამ ნოროვის დახმარებით,რომელიც აგრეთვე ბევრს მოგზაურობდა აღმოსავლეთში, შეძლო პეტერბურგს დაკავშირებოდა.
მოლაპარაკებების შედეგი ბრწყინვალე იყო. წმ.ეკატერინეს მონასტრის მცხოვრებ- ლები გადასცემდნენ წიგნს რუსეთის ხელისუფლებას ტიშენდორფის მეშვეობით. მანუსკრიპტიდან გაკეთდა ფაქსიმილური გამოცემა, გაიგზავნა რუსეთში და მიიღო სახელწოდება სინურ-პეტროპოლიტანური (პეტერბურგული). დანარჩენი მკითხველისათვის უკვე ცნობილია.

საუკუნეთა სიღრმეში

რატომ აძლევდნენ და აძლევენ ამ ხელნაწერს ასეთ მნიშვნელობას? საქმე ისაა, რომ ბიბლიური წიგნების ორიგინალები არ შემონახულან. ცნობილია, რომ ძველი აღთქმა დაწერილი იყო ძველებრაულ ენაზე მცირეოდენი არამეული ჩანართებით, რომელიც (არამეული-გ.კ.) უკანასკნელ საუკუნეებში ჩვ.წ.აღ-მდე ფართოდ იყო გავრცელებული მთელს მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში. III ს. ჩვ.წ.აღ-მდე დაიწყეს მისი თარგმნა ბერძნულ ენაზე.ამ თარგმანს უწოდებენ „სამოცდაათთა თარგმანს“, ანუ სეპტუაგინ-ტას, რამდენადაც, თანახმად გადმოცემისა, მასზე მუშაობდა 70 მწიგნობარი იერუსა- ლიმიდან. სწორედ სეპტუაგინტა დაედო საფუძვლად საეკლესიო სლავურ თარგმანს, კირილესა და მეთოდეს მიერ.
ამ დროისათვის ბერძნული ვერსიიდან უკვე იყო გადატანილი წმიდა წიგნები კოპ- ტურ და სირიულ, ლათინურ და ეთიოპურ , სომხურ და ქართულ ,გოთურ და სხვა ენებზე.
ბიბლიის არსებობის საუკუნეთა მანძილზე, როცა ყველა წიგნი ხელით გადაიწერე-ბოდა, ტექსტში უნებლიედ გაიპარა შეცდომები, უზუსტობები. ამიტომ ძველი თარგ-მანების შეჯამება-შეჯერება და უძველესი მანუსკრიპტების ანალიზი აუცილებელი იყო. ისინი ხელს უწყობდნენ დადგენილიყო თავდაპირველი წაკითხვა.აი, რატომ იყო სინაჲს ბიბლიის სრული ტექსტი ასე მნიშვნელოვანი.
უკვე ტიშენდორფის შემდეგ იქნა აღმოჩენილი ბიბლიური წიგნების არცთუ ისე ცოტა ფრაგმენტი, და მათ შორის ტექსტები სეპტუაგინტადან, თითქმის თვით თარ- გმანის თანამედროვე. ხოლო რაც შეეხება უმეტესად ძველ ხელნაწერებს ძველებრაულ ენაზე, რომელიც ახლა მეცნიერებისთვისაა ცნობილი, ისინი შემოინახა ჩვ.წ.აღ-მდე II ს-იდან. მათი მოპოვება დაიწყეს მკვდარი ზღვის მღვიმეებში 1947 წლიდან.

- ახალი აღთქმა დაიწერა ბერძნულ ენაზე. ყველაზე ადრეული გადარჩენილი მისი ტექსტი-ესაა პაპირუსის მცირე ნაგლეჯი იოანეს სახარების რამდენიმე სტრიქონით. აღნოჩენილია ეგვიპტეში 1935წ. და ახლა ინახება მანჩესტერის რაჲლენდის სახელო- ბის ბიბლიოთეკაში. ეს, მართალია, არ წარმოადგენს იოანეს ავტოგრაფს, მაგრამ დროში ის ახლო დგას I საუკუნის ორიგინალთან, რამდენადაც თარიღდება 120-130 წლებით. ამით არ მთავრდება ჩვენი სვლა საუკუნეთა სიღრმეში.
ბერძნული სიტყვა „ბიბლია“შემთხვევით არ ნიშნავს „წიგნებს“ იგი მართლაცდა ჟანრობრივად მრავალგვარი ნაწარმოებების მთელს ბიბლიოთეკას წარმოადგენს. ისინი ერთთავად არ შექმნილა. თორმეტ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იქმ-ნებოდა ძველი აღთქმა. ახალი აღთქმის წიგნები თუმცა დაიწერა რამდენადმე სწრაფად (რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში), მათაც მსგავსადვე ძველი აღთქმი- სა, ჰქონდათ თავისი წინა ისტორია, როდესაც მტკიცდებოდა ზეპირი მოთხრობები და კეთდებოდა პირველი ჩანაწერები.
მუშაობა თავდაპირველი ტექსტის დაზუსტებაზე ჯერ კიდევ გრძელდება. იზრდება ახალი ხელნაწერების რიცხვი. მკვლევარები თავიანთ ნაშრომებში იყენებენ თანამედ-როვე მეთოდებს და აპარატურას.და ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვისაა, რათა უფრო ღრმად შევაღწიოთ ამ კონტინენტზე, რომელიც იწოდება ბიბლიად.

ალექსანდრე მენი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ბიბლიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები   Jul 17 2012, 08:02 AM
დათიკო   აკაკი მადლობა საინ...   Jul 20 2012, 07:35 PM
Otherguy   სინამდვილეში კი პ...   Jul 25 2012, 10:49 AM
დათიკო   Otherguy ხო, ვიცი, მაგრა, ...   Jul 25 2012, 08:45 PM
A.V.M   აქ დებდა ხომე ერთი ...   Jul 27 2012, 09:03 PM
აკაკი   მინდა ეს კარგი რუქ...   Aug 20 2012, 02:30 PM
აკაკი   წმინდა იერონიმეს ჰ...   Aug 23 2012, 07:06 AM
აკაკი   სეპტუაგინტა თუ მაზ...   Aug 23 2012, 01:40 PM
A.V.M   აკაკი შენ თუ მოგეპ...   Aug 23 2012, 01:45 PM
აკაკი   სეპტუაგინტა თუ მაზ...   Aug 23 2012, 01:48 PM
A.V.M   რატომ არა გგონია. თ...   Aug 23 2012, 01:55 PM
აკაკი   A.V.M წმ. ეფრემმა და წმ....   Aug 23 2012, 02:02 PM
A.V.M   აკაკი მე სხვა რამე...   Aug 23 2012, 02:29 PM
აკაკი   A.V.M ჰო, არ ვიცი, დაზუს...   Aug 23 2012, 02:33 PM
აკაკი   "ბიბლიაში მთლად ყ...   Aug 24 2012, 08:57 PM
A.V.M   ნუ წაკითხული მაქვს...   Aug 24 2012, 09:52 PM
აკაკი   A.V.M ამაზე მე არ მაქვ...   Aug 28 2012, 11:29 PM
აკაკი   დრ. პიტერ უილიამსი ...   Sep 6 2012, 10:48 AM
აკაკი   მ. იოანე რომანიდის...   Apr 22 2013, 05:39 PM
აკაკი   [b]მაიკლ ბრესემი თეს...   May 12 2013, 05:36 AM
ალექსანდრე   სახარებისეული ისტ...   Nov 16 2013, 02:07 AM
A.V.M   ალექსანდრე აი ეს მ...   Nov 16 2013, 02:09 AM
ალექსანდრე   მაცხოვრის შობის დრ...   Nov 21 2013, 05:10 PM
A.V.M   ალექსანდრე ჯიგარი ...   Nov 22 2013, 12:33 AM
ალექსანდრე   http://i047.radikal.ru/1311/96/8fc33dbdc1ef.jpg   Nov 26 2013, 02:06 AM
A.V.M   ალექსანდრე დღევან...   Nov 26 2013, 02:19 AM
ალექსანდრე   ფარისევლებისა და ს...   Nov 27 2013, 05:22 PM
A.V.M   Did I Find King David’s Palace? Eilat Mazar ...   Jan 21 2014, 11:08 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:23 PM
afxazi   ეს საიდანმე გადმო...   Feb 28 2014, 05:20 PM
MIRDAT   შანკარა ქართულ თა...   Feb 28 2014, 09:18 PM
A.V.M   afxazi :D :D MIRDAT ინძაგის თ...   Mar 1 2014, 12:14 AM
azazeli   წინასწარმეტყველი ...   Jun 13 2014, 09:59 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 13 2014, 10:08 PM
azazeli   წმ. პეტრე დამასკელ...   Jul 13 2014, 10:10 PM
G_saxva   azazeli ძალიან კარგი და ...   Jul 14 2014, 09:14 AM
marine   "ქრისტოლოგიური წ...   Sep 28 2015, 02:55 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 02:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი